Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

როგორ უნდა მოიქცეთ თუ ძაღლი გიკბენთ, ან დაგკაწრავთ. რეკომენდაცია.


ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსი ვახტანგ ლომჯარია რეკომენდაციას ავრცელებს, როგორ უნდა მოიქცეს, ადამიანი, თუ ძაღლი უკბენს, დაკაწრავს, ან დადორბლავს.


ლომჯარიას რეკომენდაციით, ძაღლის მიერ ნებისმიერი დაკაწვრის, დაკბენის, დადორბვლის შემთხვევაში აუცილებელია, რომ დაუყოვნებლივ მივმართოთ რაბიოლოგს, მაშინაც კი თუ ცხოველი იყო აცრილი. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.



მისი თქმით, რისკი იმატებს თუკი დაკბენა ნერვული დაბოლოებების არეალებში მოხდა, მაგალითად: თითებზე, თავის არეში.
„გაზაფხულსა და ზაფხულში სტანდარტულად მეტია ხოლმე იმიტომ, რომ ლეკვების დაბადების პერიოდში დედა შეიძლება უფრო აგრესიული იყოს. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ დაკბენის ფაქტები უფრო მეტია პატრონიანი ცხოველისგან, ვიდრე მიუსაფარი ცხოველებისგან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველას, ვისაც ცხოველი ჰყავს სახლში, აცრილი ჰყავდეს, როგორც ცოფზე, ასევე კოპლექსურებზე. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც პატრონები საკუთარ ოთხფეხა მეგობრებს ცოფზე არ ცრიან. მკაცრი რეკომენდაციაა, რომ ყველა პროცედურა დავიცვათ, მათ შორის ცხოველის იდენტიფიკაციის, ჩიპირების თუ აცრების მიმართულებით იმისთვის, რომ როგორც საკუთარი თავები, ასევე სხვებიც დავიცვათ,“ - განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა მოსახლეობას მოუწოდა, არ მიატოვონ თავიანთი ძაღლები ქუჩაში. მისი თქმით, ცხოველის ყოლის სურვილის შემთხვევაში, სააგენტო მზად არის, როგორც ინდივიდუალურ პირებს, ასევე ორგანიზაციებს თავშესაფარში მყოფი ცხოველები აჩუქოს.

„ჩვენ მზად ვართ მოსახლეობასთან ნებისმიერი მიმართულებით ვითანამშრომლოთ, მაგალითად ადამიანებთან, რომლებსაც უნდათ იჩუქონ ლეკვი ან ბიზნესებთან, რომლებსაც ტერიტორიის დასაცავად მცველი სჭირდებათ. შეგიძლიათ, მოგვმართოთ და იჩუქოთ როგორც შერეული, ასევე ჯიშიანი ცხოველები თავშესაფრიდან,“ - აღნიშნა ლომჯარიამ.

წყარო - IMEDINEWS.GE

გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi 
 Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi
Fb.com/GeorgeDadvanii

Comments

Popular posts from this blog

გიორგი გახარია: დღეს პარლამენტი ყველაზე ღირსეულად ზაზა სარალიძე იჯდა.

დღეს პარლამენტში ზაზა სარალიძე ყველაზე ღირსეულად იჯდა და ყველაზე ღირსეულად მოითმინა ის ყველაფერი, რაც აქ ხდებოდა- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა დასკვითი სიტყვის გამოსვლისას განაცხადა. გიორგი გახარიამ დეპუტატები რიგი საკითხების პოლიტიზირებისთვის გააკრიტიკა და არჩევნების პროცესში სამართალდამცველების რეაგირებას გაუსვა ხაზი. ამასთან მინისტრმა ემოციუირი გამოსვლისთვის პარლამენტარებს ბოდიში მოუხადა. „ ბატონებო, როდესაც თქვენ აიღეთ პასუხისმგებლობა სარალიძის შემთხვევის, რომელიც ყველაზე ღირსეულად იჯდა აქ და ყველაზე ღირსეულად მოითმინა ის ყველაფერი, რაც აქ ხდებოდა - აქედან წამოგეღოთ უზარმაზარი პოლიტიკური დივიდენდები, იცოდეთ, რომ პასუხისმგებლობის აღებაც მოგიწევთ. მე გპირდებით ამას პირდაპირ, იქიდან გამომდინარე როგორ, რა ფორმატში ჩაატარეთ კომისია. თქვენ უბრალოდ შეძელით და საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, როგორც იდეა, სამწუხაროდ, დააზიანეთ. იმედი მაქვს, რომ პასუხისმგებლობა გეყოფათ, საპარლამენტო კონტროლსაც ზუსტად იგივენაირად არ მოექცევით, როგორც გააკეთეთ კომისიაში. მე როდესაც აქ დღეს მოვდი...

სოფო ნიჟარაძე - მე მიყვარს სვანეთი

როგორ არ უნდა შეეხოთ სახეს, როდესაც გარშემო კორონავირუსია? ინსტრუქცია

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სხვა სამედიცინო ორგანიზაციების მსგავსად , გირჩევთ, არ შეეხოთ სახეს (განსაკუთრებით პირის ღრუს, ცხვირსა და თვალებს), რათა ახალი კორონავირუსისგან თავი დაიცვათ. ეს რჩევა მნიშვნელოვანია ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ვირუსი ან ბაქტერია ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. სხვადასხვა მონაცემის თანახმად, ადამიანი საკუთარ სახეს საათში საშუალოდ სულ ცოტა, 16- 23-ჯერ ეხება. ამ ქმედებებს არ შეიძლება შეგნებული ეწოდოს. სპეციალისტები იძლევიან გარკვეულ რეკომენდაციებს, თუ როგორ შეიძლება ამ ჩვევასთან გამკლავება. შეეცადეთ გაიგოთ, რა გიბიძგებთ ამ ქმედებისკენ? ფსიქოლოგების აზრით, სანამ იმაზე დავიწყებთ საუბარს, როგორ არ უნდა შეეხოთ სახეს, უნდა დაისვას კითხვა, თუ საერთოდ რატომ აკეთებთ ამას. საამისოდ კი, სპეციალისტების რეკომენდაციით, დღის განმავლობაში საკუთარ თავს უნდა დააკვირდეთ, დაწეროთ ან უბრალოდ დაიმახსოვროთ, რა იწვევს თქვენს პროვოცირებას: რა სიტუაციაში და რატომ ეხებით სახეს. მაგალითად, ადამიანების ნაწილი ამას მაშინ აკეთებს, როდესაც სურდო აქვს, ან კომპიუტერთან მუშაობის დროს ...