Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

მძიმე დღეების შემდეგ სტრასბურგის საშობაო ბაზარი კვლავ გაიხსნა.


 ფოტო - BBC

მას შემდეგ, რაც შერიფმა ჩეკატმა, ოფიცრების მიმართულებით გახსნა ცეცხლი, იგი პოლიციელებმა, ხუთშაბათს, ქალაქის ქუჩაში მოკლეს.

სროლას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა.

ზუსტად ორი დღის შემდეგ საშობაო ბაზარი კვლავ გაიხსნა. ადგილზე იმყოფებოდა, სტრასბურგის შინაგან საქმეთა მინისტრი, კრისტოფერ კასტანერიც, იგი ადგილობრივებს ესაუბრა.

სტრასბურგის მერმა, როლანდ რაისმა კი განაცხადა, რომ უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული: "ჩვენ გავაძლიერეთ  გამშვებ პუნქტებთან უსაფრთხოების ნორმები. პირადად ვამოწმებთ თითოეულ ადამიანსა და მათ ბარგს. შევამცირეთ გამშვები წერტილები. პოლიცია კი უკეთესად გადავანაწილეთ, რათა მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები." - განუცხადა მან ფრანგულ რადიოს.

სტრასბურგი ცნობილია, როგორც "შობის დედაქალაქი", ხოლო მისი სადღესასწაულო ბაზარი კი მაგნიტივით იზიდავს ტურისტებს. სტრასბურგს ამ სეზონზე ორი მილიონი ტურისტი სტუმრობს ყოველ წელს.

მოგეხსენებათ, თავდასხმის შემდეგ ქალაქი ბლოკირებული იყო იმ დროს როდესაც 700 პოლიციელი და ჯარისკაცი იძიებდა შეიარაღებული პირის ადგილსამყოფელს.




სტატია მომზადებულია BBC-ის მიხედვით.

გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

Comments

Popular posts from this blog

MGM-ის ლეგენდად ქცეულ ანიმაციურ სერიალ, "ტომისა და ჯერის" 80 წელი შეუსრულდათ

" Metro-Goldwyn-Mayer "- ის ლეგენდად ქცეულ ანიმაციას 80 წელი შეუსრულდა, საუბარია, რა თქმა უნდა, "ტომსა და ჯერიზე". მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერია უილიამ ჰანასა და ჯოსეფ ბარბერას მიერაა შექმნილი. მისი სიუჟეტი სრულად აგებულია შინაური კატისა და თაგუნას დაუსრულებელ კონფლიქტზე. სწორედ, ამ მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ანიმაციური სერიალის, თითო სერიის ბიუჯეტი 30,000.00–დან 75,000.00 დოლარამდე მერყეობს. "ტომი და ჯერი"-ს პირველი სერია  1940 წლის 10 თებერვალს გამოვიდა. მულტფილმმა მალევე გაითქვა სახელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.  საერთო ჯამში 80 წლის განმავლობაში „ტომი და ჯერის“ 164 ეპიზოდი გადაიღეს. მულტფილმმა საუკეთესო ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის „ოსკარის“ 7 პრემია მოიგო.              "ტომისა და ჯერის" მოკლემეტრაჟიანი ფილმების დასაწყისში, ყველასათვის ცნობილი "სავიზიტო ბარათი" 1946 წლიდან 1954 წლამდე ჩანდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ამავე წლის 23 დეკემბერს, "Warner Bros"-მა უნდა გამოუშვას ფილმი ...

თეონა და დევიდი

შენ შეგიძლია ცეკვა - თეონა და დევიდი / So You Think You Can Dance - Teona and David 

„გადაგვაგდე? გადაგაგდებთ”- ამ სლოგანით აქციები თბილისის გარდა რამდენიმე ქალაქში იმართება

„გადაგვაგდეთ? გადაგაგდებთ!”, -ამ სლოგანით თბილისის პარალელურად საპროტესტო აქციები რამდენიმე სხვა ქალაქშიც მიმდინარეობს. პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ პროექტის ჩაგდებას ბათუმში, ევროპის მოედანზე ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ. „აქციები გაგრძელდება მანამდე, სანამ არ მივაღწევთ მიზანს. ვერ შევეგუებით მოტყუებას. სწორედ პროპორციულ სისტემას უნდა დაესრულებინა ქუჩის აქციები და პროცესები გადასულიყო პარლამენტში. ივანიშვილი ხალხს დუელში იწვევს და ეს მიუღებულია“ , – განაცხადა აქციის მონაწილემ, გენრი დოლიძემ. აქცია იმართება ქუთაისის ცენტრალურ მოედანზეც. აქციის მონაწილეების თქმით, პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ წინასწარ დაწერილი სცენარით მოხდა. შეკრებილები ამბობენ, რომ ივანიშვილის პარტიის ხელისუფლებაში ყოფნა უნდა დასრულდეს. აქციის მონაწილეები საზოგადოებას მოუწოდებენ, პროტესტს შეუერთდნენ. „ქართულმა ოცნებამ“ ეს დანაპირებიც...