Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

საქართველოში ცნობილი როკჯგუფი IMAGINE DRAGONS-ი ჩამოდის


                          

ამერიკული როკჯგუფი Imagine Dragons საქართველოში კონცერტს გამართავს. პროექტის მენეჯერის ირაკლი კობერიძის თქმით, ჰონორართან დაკავშირებული შეთანხმება მიღწეულია, დასაზუსტებელია მხოლოდ კონცერტის ჩატარების ადგილი. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

კომპანია Fix Group-მა ჯგუფს ორი ადგილმდებარეობა შესთავაზა და დასტურს ჯგუფის მენეჯერების მხრიდან ელოდებიან. ადგილის შერჩევის შემდეგ ცნობილი გახდება კონცერტის ჩატარების ზუსტი თარიღიც.

ჯგუფი საქართველოს Evole World Tour-ის ფარგლებში ეწვევა. მასშტაბური ტურნეს ფარგლებში ჯგუფი მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე მოგზაურობს. ევროპის კონტინენტზე საქართველო იქნება ბოლო ქვეყანა, სადაც ამერიკული როკჯგუფი კონცერტს გამართავს.

ჯგუფის ოფიციალურ საიტზე საქართველო ჯერ არ ჩანს, თუმცა ევროპის მასშტაბით ჩასატარებელი კონცერტების სიაში უკრაინა 31 აგვისტოს არის მონიშნული. სავარაუდოდ, საქართველოს ჯგუფი სექტემბრის დასაწყისში ეწვევა.

პროექტის მენეჯერის ინფორმაციით, კონცერტის ჩატარების ადგილისა და თარიღის შესახებ ცნობებს 1 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე მიაწვდიან. მისივე თქმით, ბილეთების გაყიდვა 4 მაისს დაიწყება.


IMEDINEWS.GE

Comments

Popular posts from this blog

ცარიელია სახლი...

თინათინ ჭაბუკიანის დოკუმენტური ფილმი "ცარიელია სახლი". საქართველოს გმირები. ყველაზე მტკივნეული დღე. გთხოვთ,12 წლამდე ასაკის ბავშვები მოარიდეთ ეკრანებს.   ‪#‎ გვახსოვდეს8აგვისტო‬ !

ოკეანის პლასტიკური დაბინძურების მოულოდნელი და წარმოუდგენელი წყარო აღმოჩენილია

დაივერებმა შეაგროვეს 40 000-ზე მეტი გოლფის ბურთი, რომლებიც კალიფორნიის რამდენიმე გოლფის მოედნიდან იყო მიმოფანტული ოკეანეში.     იხილეთ დაივერების მიერ გადაღებული ვიდეო ↓    წყარო - Vokrugsveta.ru გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi