Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

ქართული გრაფიტი ბერლინის ცნობილი ღამის კლუბის კედელზე.


ბერლინის ცნობილი ღამის კლუბის Berghain-ის კარზე ქართული გრაფიტი გაჩნდა. ფოტოს Bassiani-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი Instagram-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
გრაფიტზე ქართულად სიტყვა „პოლიცია“ წერია.
გარდა ამისა, შენობაში გაკრულია წარწერა. კერძოდ, კლუბის სტუმრებს ეკითხებიან, სურთ თუ არა Bassiani-ს სულ მცირე 1 ევროთი დაეხმარონ.
11 მაისის ღამეს, თბილისის ღამის კლუბებში ბასიანსა და გალერიში შსს-მ სპეცოპერაციები ჩაატარა. მანამდე 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს. თეთრი ხმაურის მოძრაობამ და ახალგაზრდებმა ჩათვალეს, რომ სამართალდამცველებმა სპეცოპერაციისას ძალას გადაამეტეს და ამიტომ აქციები იმ ღამესვე გამართეს. პროტესტი 12-13 მაისსაც გაგრძელდა. აქციის მონაწილეებმა დაშლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, როცა პარალმენტის წინ თავად შინაგან საქმეთა მინისტრი მივიდა, რომელმაც  მათ ბოდიში მოუხადა და პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.
საბოლოოდ, თეთრი ხმაურის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები პარლამენტის ტერიტორიიდან ავტობუსებით გაიყვანეს.

Comments

Popular posts from this blog

გიორგი გახარია: დღეს პარლამენტი ყველაზე ღირსეულად ზაზა სარალიძე იჯდა.

დღეს პარლამენტში ზაზა სარალიძე ყველაზე ღირსეულად იჯდა და ყველაზე ღირსეულად მოითმინა ის ყველაფერი, რაც აქ ხდებოდა- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა დასკვითი სიტყვის გამოსვლისას განაცხადა. გიორგი გახარიამ დეპუტატები რიგი საკითხების პოლიტიზირებისთვის გააკრიტიკა და არჩევნების პროცესში სამართალდამცველების რეაგირებას გაუსვა ხაზი. ამასთან მინისტრმა ემოციუირი გამოსვლისთვის პარლამენტარებს ბოდიში მოუხადა. „ ბატონებო, როდესაც თქვენ აიღეთ პასუხისმგებლობა სარალიძის შემთხვევის, რომელიც ყველაზე ღირსეულად იჯდა აქ და ყველაზე ღირსეულად მოითმინა ის ყველაფერი, რაც აქ ხდებოდა - აქედან წამოგეღოთ უზარმაზარი პოლიტიკური დივიდენდები, იცოდეთ, რომ პასუხისმგებლობის აღებაც მოგიწევთ. მე გპირდებით ამას პირდაპირ, იქიდან გამომდინარე როგორ, რა ფორმატში ჩაატარეთ კომისია. თქვენ უბრალოდ შეძელით და საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, როგორც იდეა, სამწუხაროდ, დააზიანეთ. იმედი მაქვს, რომ პასუხისმგებლობა გეყოფათ, საპარლამენტო კონტროლსაც ზუსტად იგივენაირად არ მოექცევით, როგორც გააკეთეთ კომისიაში. მე როდესაც აქ დღეს მოვდი...

სოფო ნიჟარაძე - მე მიყვარს სვანეთი

როგორ არ უნდა შეეხოთ სახეს, როდესაც გარშემო კორონავირუსია? ინსტრუქცია

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სხვა სამედიცინო ორგანიზაციების მსგავსად , გირჩევთ, არ შეეხოთ სახეს (განსაკუთრებით პირის ღრუს, ცხვირსა და თვალებს), რათა ახალი კორონავირუსისგან თავი დაიცვათ. ეს რჩევა მნიშვნელოვანია ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ვირუსი ან ბაქტერია ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. სხვადასხვა მონაცემის თანახმად, ადამიანი საკუთარ სახეს საათში საშუალოდ სულ ცოტა, 16- 23-ჯერ ეხება. ამ ქმედებებს არ შეიძლება შეგნებული ეწოდოს. სპეციალისტები იძლევიან გარკვეულ რეკომენდაციებს, თუ როგორ შეიძლება ამ ჩვევასთან გამკლავება. შეეცადეთ გაიგოთ, რა გიბიძგებთ ამ ქმედებისკენ? ფსიქოლოგების აზრით, სანამ იმაზე დავიწყებთ საუბარს, როგორ არ უნდა შეეხოთ სახეს, უნდა დაისვას კითხვა, თუ საერთოდ რატომ აკეთებთ ამას. საამისოდ კი, სპეციალისტების რეკომენდაციით, დღის განმავლობაში საკუთარ თავს უნდა დააკვირდეთ, დაწეროთ ან უბრალოდ დაიმახსოვროთ, რა იწვევს თქვენს პროვოცირებას: რა სიტუაციაში და რატომ ეხებით სახეს. მაგალითად, ადამიანების ნაწილი ამას მაშინ აკეთებს, როდესაც სურდო აქვს, ან კომპიუტერთან მუშაობის დროს ...