Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

ისტორიული სამიტის 6 უცნაური მომენტი.


ექსპერტები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის გუშინდელ ისტორიულ შეხვედრას აქტიურად და დეტალურად განიხილავენ - ხელის ჩამორთმევიდან შეთანხმებაზე ხელმოწერამდე. ეს გასაკვირი სულაც არ არის. თუმცა, სამიტის დღეს რამდენიმე უცნაური მომენტიც დაფიქსირდა.
1. სანაპიროები
თეთრ სახლში გადასვლამდე დონალდ ტრამპი მშენებლობის მაგნატად იყო ცნობილი. ამდენად, უცნაური იყო მისი მხრიდან ჩრდილოეთ კორეის ღირსშესანიშნაობად მისი სანაპირო ზოლი რომ დაასახელა.
„მათ ძალიან ლამაზი სანაპიროები აქვთ. ამის შემჩნევა ყოველ ჯერზე შეიძლება, რამდენჯერაც ისინი ოკეანის მიმართულებით გაისვრიან. ერთხელ ვთქვი კიდეც - შეხედეთ, რა ხედია, რა კარგი შესახედი იქნებოდა იქ საცხოვრებელი კომპლექსი“, - განცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან სამიტის შემდეგ.
ამერიკის ხელისუფლება ამ დრომდე არ აძლევს რეკომენდაციას თავის მოქალაქეებს ჩრდილოეთ კორეაში გამგზავრებას და თუ მაინც წავლენ, წინასწარ ანდერძის დატოვებას ურჩევენ.
2. პოზა
სამუშაო სადილამდე ტრამპმა ფოტოგრაფებს ხუმრობით ჰკითხა: „კარგად გადაგვიღებთ? ისე, რომ ვჩანდეთ მშვენიერები, ლამაზები და გამხდრები“.




კიმ ჩენ ინის გაქვავებული გამომეტყველების მიხედვით, მას ეს ხუმრობა არ გადაუთარგმნეს.


3. ვიდეო
ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემამდე, მედიას 4-წუთიანი ვიდეო წარმოუდგინეს, კორეულ და ინგლისურ ენებზე. ტრამპის თქმით, მან ეს ვიდეო კიმ ჩენ ინსაც აჩვენა.
ეს იყო დრამატული კადრები, არანაკლებ დრამატული მუსიკის თანხლებით, მასზე დადებული ხმა კი ამბობდა: „აირჩევს ეს ლიდერი პროგრესს საკუთარი ქვეყნისთვის... ჩამოართმევს თუ არა ხელს მშვიდობას - მოიპოვებს კეთილდღეობას, რაზეც ვერცკი იოცნებებდა? რა გზას აირჩევს ის?

4. „მხეცი“
მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ტრამპმა გადაწყვიტა ჩრდილოეთკორეელი ლიდერისთვის საკუთარი ავტომობილი, შავი საპრეზიდენტო ლიმუზინი ეჩვენებინა, სახელად „მხეცი“.
მათ ამ დროს კამერები აცილებდნენ, რომლებმაც დააფიქსირეს, როგორ ჩაიხედა კიმ ჩენ ინმა ავტომობილში.

5. ხელები
დოკუმენტზე ხელმოწერისთვის წინასწარ გამზადებული კალმები შავი ფერის იყო, კორპუსზე ტრამპის მოოქროვილი ავტოგრაფით.
თუმცა, ბოლო მომენტში, კიმ ჩენ ინის დამ კალამი შეცვალა და ძმას ჩვეულებრივი, ბურთულიანი დაუდო. 
კიმ ჩენ ინს გაძლიერებული დაცვა ჰყავდა. ამ დრომდე უცნობია, ეს კალამი უსაფრთხოების გამო შეიცვალა, თუ პოლიტიკური მოტივით.
6. ცრემლები
გასაგებია, რომ ამ შეხვედრის მიმართ უზარმაზარი ინტერესი არსებობდა, თუმცა დამსწრეთაგან ერთი მაინც განსაკუთრებულად გამოირჩეოდა.





ყოფილმა კალათბურთელმა დენის როდმანმა ამ შეხვედრის შესახებ საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა. ის ხუთჯერ იყო ჩრდილოეთ კორეაში, რის გამოც, მისივე თქმით, იდევნებოდა.
დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული აუდიენცია გუშინ დილით სინგაპურში, კურორტ სენტოზაზე მდებარე 5-ვარსკვლავიან სასტუმრო Capella-ში გაიმართა.
მისალმების შემდეგ ლიდერებმა დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებები გამართეს, რომლის შემდეგაც დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა ერთობლივ დოკუმენტს ხელი მოაწერეს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შეხვედრის პერსპექტივის შესახებ 9 მარტს გახდა ცნობილი. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდა, რომ ისტორიული შეხვედრა 12 ივნისს სინგაპურში უნდა გამართულიყო.
აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას დიპლომატიური კავშირი 1948 წლის შემდეგ არ ჰქონიათ.

წყარო - IMEDINEWS.GE

Comments

Popular posts from this blog

მითი და რეალობა კორონავირუსის შესახებ - ჯანმოს განმარტებები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსთან დაკავშირებით დასმულ მთავარ შეკითხვებს პასუხობს. რა არის მითი და რა - რეალობა: 1. ეფექტურია თუ არა ხელის საშრობები ახალი კორონავირუსის მოსაკლავად? - არა. ხელების საშრობები ეფექტური არაა კორონავირუსის მოსაკლავად. ახალი კორონავისისგან თავის დასაცავად, ხშირად უნდა გაიწმინდოთ ხელები სპირტის შემცველი ხელსახოცით ან საპნით და წყლით დაიბანოთ. ხელები დაბანის შემდეგ უნდა გაიმშრალოთ საფუძვლიანად, ქაღალდის ხელსახოცის გამოყენებით ან საშრობით. 2. შეუძლია თუ არა ულტრაიისფერ სადეზინფექციო ნათურას ახალი კორნავირუსის მოკვლა? - ულტრაიისფერი ნათურები არ უნდა გამოიყენოთ ხელების ან კანის სხვა ადგილების სტერილიზაციისთვის, რადგან ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. 3. რამდენად ეფექტურია თერმული სკანერები ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების გამოვლენაში? - თერმული სკანერები ეფექტურია იმ ადამიანების გამოვლენაში, რომლებსაც განუვითარდათ სიცხე ახალი კორონავირუსის ინფექციის გამო. თუმცა ის ვერ გამოავლენს იმ პირებს, რომლებიც ინფიცირე...

ბორჯღალოსნები ხვალ ესპანეთის გუნდს ხვდებიან

"რაგბი ევროპის" ჩემპიონატი ხვალ მესამე ტურით განახლდება. საქართველოს ნაკრები ესპანეთს სტუმრად შეერკინება. მატჩი ჩვენი დროით საღამოს შვიდ საათზე ესპანეთის ქალაქ მედინა-დელ-კამპოში დაიწყება. თებერვალში გამართულ ორი ტურის შემდეგ საქართველო ტურნირის ლიდერია. ბორჯღალოსნებს ლელო ჯერ არ გაუშვიათ. ბელგია 31:6 დაამარცხეს, გერმანიის ნაკრებს კი რუსთავის სარაგბო სტადიონზე 50-6 სძლიეს. ესპანეთი და საქართველო აქამდე 17-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ბორჯღალოსნებმა აქედან 13 შეხვედრა მოიგეს, 3 თამაში წააგეს, ერთი კი ფრედ ითამაშეს. მილტონ ჰეიგმა 23-კაციანი რაზმი უკვე დაასახელა და მეტოქის სიძლიერის გათვალისწინებით დააბალანსა. რაზმში მხოლოდ 2 უკეპო მოთამაშეა. ესპანეთის შემდეგ რაგბის ევროპის მეოთხე ტურში საქართველოს მეტოქე რუსეთის ნაკრები იქნება. ბორჯღალოსნები რუსებს "დინამო არენაზე" 12 მარტს დაუხვდებიან. წყარო - imedinews.ge

ყველაფერი რაც 5G მობილური ინტერნეტის შესახებ უნდა ვიცოდეთ

რა არის 5G და რას ნიშნავს ის თქვენთვის? სუპერსწრაფი „მეხუთე თაობის 5G“ მობილური ინტერნეტი ზოგიერთ ქვეყანაში 2019 წელს ამოქმედდება. გვპირდებიან, რომ გადმოწერის სიჩქარე 10-20-ჯერ სწრაფი იქნება, ვიდრე ახლა გვაქვს. რაც უნდა იყოს, განსხვავება მართლა შეცვლის ჩვენ ცხოვრებას? ახალი მობილური ტელეფონები დაგვჭრდება? და გადაწყვეტს 5G-ს ამოქმედდება ქვეყნის ზოგიერთ ტერიტორიაზე ინტერნეტის არქონის ან სუსტი სიგნალის გაუმჯობესების საკითხს? ამის შესახებ BBC წერს . რა არის 5G ზუსტად? ის მომდევნო - მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტკავშირია, რომელიც ყველაზე სწრაფ ჩამოწერისა და ატვირთვის სიჩქარეს გვპირდება, უფრო მრავალფეროვანი და უფრო სტაბილურია. მისი ამოქმედება რადიოსიხშირის გამოყენების უკეთეს ხარისხსა და ერთი და იმავე ადგილიდან, უფრო მეტი ადამიანისთვის ხარისხიან ინტერნეტთან ხელმისაწვდომობას გაზრდის.  რისი გაკეთების საშუალებას მოგვცემს 5G? „რაც უნდა იყოს, ვიცით, რომ ჩვენი სმარტფონებით საქმეს სწრაფად და ხარისხიანად გავაკეთებთ“, - განმარტავს იან ფოგი OpenSignal-იდან, რომელიც მობილური ინტერნეტკავშირის ...