Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს 10 000 000 ევრო უნდა გადაუხადოს



„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ - ამ საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს 1 500 მოქალაქეს, არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.

გადაწყვეტილების მიხედვით, მე-4 ოქმის მე-4 მუხლის დარღვევის გამო თითოეულ დეპორტირებულ მოქალაქეს ორი ათასი ევროს ოდენობით კომპენსაცია უნდა მიეცეს.

ხოლო პირველი პარაგრაფის მე-5 მუხლის დარღვევის გამო რუსეთმა თითოელ მოქალაქეს 10 ათასიდან, 15 ათასამდე ევროს ოდენობის კომპენსაცია უნდა მისცეს.

2006 წლის შემოდგომაზე რუსეთიდან საქართველოს 4 634 მოქალაქე გამოაძევეს. დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს პოზიციის ამსახველი დოკუმენტი წარადგინა და კომპენსაცია მოითხოვა.

ამ პროცესს წინ უძღოდა 2014 წლის 3 სექტემბერს საქმეზე - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ქართველების უფლებების დარღვევის არაერთი ფაქტი დადგინდა.

ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა, რომ გამოძევებულ ქართველთა მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-4 მუხლი









©️ - imedinews.ge
ფოტო: Google.com

გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

Comments

Popular posts from this blog

თეონა და დევიდი

შენ შეგიძლია ცეკვა - თეონა და დევიდი / So You Think You Can Dance - Teona and David 
მე მიყვარს სვანეთი - სოფო ნიჟარაძე
სხვა რაკურსში ირმა არავიაშვილის მიერ შესრულებულმა სიმღერამ საქართველო აღაფრთოვანა. მოუსმინეთ სიმღერას ეს უბრალოდ მაგარია. Another perspective Irma araviashvilis impressed by the performance of the song in Georgia. Listen to the song it's just cool. Другая перспектива Ирма araviashvilis впечатление исполнения песни в Грузии. Прослушаите песню это просто здорово. fb.com/TSJTSSGROUP