Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

ტანგო - თავისუფლებისა და ვნების ცეკვა

ცეკვა, რომელიც 150 წელზე მეტს ითვლის.


სიტყვა "ტანგო" სათავეს იბიბოს დილექტიდან იღებს და აღნიშნავს "ცეკვას დოლის რითმებზე". 
ასევე არსებობს ვერსია, რომლის თანახმად, სიტყვა "ტანგო" წარმოიშვა ლათინური  "tangere"-დან, რაც ნიშნავს "შეხებას და კიდევ: "ტანგო"  ენათესავება ესპანურ "tambor"-ს და ნიშნავს "დოლს".

თუ ფიქრობთ, რომ "ტანგო" ევროპული ცეკვაა, თქვენ ცდებით; ტანგოს საფუძველია არგენტინული მილონგას, აფრიკელ ხალხთა მოძრაობების, ესპანური ფლამენკოსა და ინდიელების რიტუალური ცეკვების ნაზავი. ევროპაში შემოსვლისას კი "ტანგოს" მოძრაობებს დაემატა პოლონური "მაზურკისა" და გერმანული "ვალსის" ელემენტები. 
სხვათა შორის, თავდაპირველად "ტანგო" მხოლოდ მამაკაცების ცეკვა იყო.
დიდი ხნის მანძილზე "ტანგო" იყო, არგენტინის ღარიბ მცხოვრებთა ცეკვა.
მას ცეკვავდნენ ქალაქის ტავერნებსა და მოედნებზე.

XX საუკუნის დასაწყისში ცეკვა შეიჭრა ევროპაში და მაშინვე აიკრძალა, მოძრაობების ვულგარულობისა და ამორალობის გამო.

კათოლიკურ სამყაროში "ტანგო" განიკითხა პაპმა პიუს X-მ. რუსეთში კი, 1914 წლიდან მოქმედებდა აკრძალვა, სასწავლო დაწესებულებებში "ტანგოს" გავრცელებაზე.

ტანგოს მუსიკა

დავდაპირველად "ტანგოს" ცეკვავდნენ დოლის რითმზე.
შემდეგ კი დაემატა: ვიოლინო, ფლეიტა და გიტარა.
ზოგჯერ გიტარას ცვლიდა მანდოლინა.
განსაკუთვრებული და ყველასთვის ნაცნობი ხმოვანება "ტანგოს" მუსიკას შესძინა ბანდონეონმა.

ირონია მდგომარეობდა იმაში, რომ ამ ინსტრუმენტზე, რომელიც გამოგონილ იქნა XIX საუკუნეში გერმანიაში, სრულდებოდა სასულიერო სიმღერები საეკლესიო  დღესასწაულების დროს. XIX საუკუნის ბოლოს კი, ბანდონეონი შეტანილ იქნა არგენტინაში და შევიდა "ტანგო" ორკესტრის შემადგენლობაში.

ყველაზე ცნობილი კომპოზიციები ბანდონეონის მონაწილეობით დაწერილია არგენტინელი ასტორ პიაცოლას მიერ, რომელმაც ჩაუყარა საფუძველი 1980 წელს აღმოცენებულ სტილს "ტანგო ნუევო".




                                          


თუმცა, ყველაზე ცნობილი "ტანგო-მელოდია" დაწერა არა პიაცოლამ. 
თქვენ ის მოგისმენიათ ფილმში "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან", მერილინ მონროს მონაწილეობით, სცენაში, სადაც ქალის ფორმაში გადაცმული ჯეკ ლემონი ცეკვავს ტანგოს მილიონერთან.


                                         

კომპოზიციას ეწოდება "კუმპარსიტა", იგი დაწერილ იქნა 1916 წელს, უბრალო სტუდენტ-არქიტექტორის ჰერარდო ერნან მატის როდრიგესის მიერ. ის ისე გაერთო, რომ მიატოვა არქიტექტურა და თავი მიუძღვნა მუსიკას.

1924 წელს "კუმპარსიტასთვის" დაიწერა სიტყვები, რომლებმაც შემოიფრინა მთელი დასავლეთი სამყარო და გახადეს კომპოზიცია ძალიან პოპულარული.
სიმღერას ეწოდებოდა "Si Supieras", რაც ნიშნავს "შენ რომ იცოდე" და შესრულებულ იქნა მსახიობ კარლოს გარდელიეს მიერ. ეს ვერსია დღემდე სარგებლობს გაუგონარი პოპულარობით ლათინო ამერიკელებში.


                                       



მომზადებულია "Vokrugsveta.ru"-ს მიხედვით
გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

Comments

Popular posts from this blog

MGM-ის ლეგენდად ქცეულ ანიმაციურ სერიალ, "ტომისა და ჯერის" 80 წელი შეუსრულდათ

" Metro-Goldwyn-Mayer "- ის ლეგენდად ქცეულ ანიმაციას 80 წელი შეუსრულდა, საუბარია, რა თქმა უნდა, "ტომსა და ჯერიზე". მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერია უილიამ ჰანასა და ჯოსეფ ბარბერას მიერაა შექმნილი. მისი სიუჟეტი სრულად აგებულია შინაური კატისა და თაგუნას დაუსრულებელ კონფლიქტზე. სწორედ, ამ მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ანიმაციური სერიალის, თითო სერიის ბიუჯეტი 30,000.00–დან 75,000.00 დოლარამდე მერყეობს. "ტომი და ჯერი"-ს პირველი სერია  1940 წლის 10 თებერვალს გამოვიდა. მულტფილმმა მალევე გაითქვა სახელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.  საერთო ჯამში 80 წლის განმავლობაში „ტომი და ჯერის“ 164 ეპიზოდი გადაიღეს. მულტფილმმა საუკეთესო ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის „ოსკარის“ 7 პრემია მოიგო.              "ტომისა და ჯერის" მოკლემეტრაჟიანი ფილმების დასაწყისში, ყველასათვის ცნობილი "სავიზიტო ბარათი" 1946 წლიდან 1954 წლამდე ჩანდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ამავე წლის 23 დეკემბერს, "Warner Bros"-მა უნდა გამოუშვას ფილმი ...

თეონა და დევიდი

შენ შეგიძლია ცეკვა - თეონა და დევიდი / So You Think You Can Dance - Teona and David 

„გადაგვაგდე? გადაგაგდებთ”- ამ სლოგანით აქციები თბილისის გარდა რამდენიმე ქალაქში იმართება

„გადაგვაგდეთ? გადაგაგდებთ!”, -ამ სლოგანით თბილისის პარალელურად საპროტესტო აქციები რამდენიმე სხვა ქალაქშიც მიმდინარეობს. პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ პროექტის ჩაგდებას ბათუმში, ევროპის მოედანზე ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ. „აქციები გაგრძელდება მანამდე, სანამ არ მივაღწევთ მიზანს. ვერ შევეგუებით მოტყუებას. სწორედ პროპორციულ სისტემას უნდა დაესრულებინა ქუჩის აქციები და პროცესები გადასულიყო პარლამენტში. ივანიშვილი ხალხს დუელში იწვევს და ეს მიუღებულია“ , – განაცხადა აქციის მონაწილემ, გენრი დოლიძემ. აქცია იმართება ქუთაისის ცენტრალურ მოედანზეც. აქციის მონაწილეების თქმით, პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ წინასწარ დაწერილი სცენარით მოხდა. შეკრებილები ამბობენ, რომ ივანიშვილის პარტიის ხელისუფლებაში ყოფნა უნდა დასრულდეს. აქციის მონაწილეები საზოგადოებას მოუწოდებენ, პროტესტს შეუერთდნენ. „ქართულმა ოცნებამ“ ეს დანაპირებიც...