Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

საქართველოზე უცხოური მედია წერს - NBC: პროტესტი, დაკავებები და დაშავებულები



„გეი ფილმის პრემიერას საქართველოში პროტესტი, დაკავებები და დაშავებულები მოჰყვა“, - ამ სათაურით სტატიას ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ქართული პრემიერის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ ამერიკული ტელეკომპანია აქვეყნებს.

„რადიკალურად განწყობილმა ასობით მომიტინგემ თბილისის ერთ-ერთ კინოთეატრში შეჭრა სცადა, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. შეტაკებების შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

დაშავებულებს შორის იყო ადგილობრივი აქტივისტი ანა სუბელიანი, რომელსაც პოლიცია უმოქმედობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „მასსა და მის მეგობრებს სცემდნენ და ემუქრებოდნენ“, - წერს ჟურნალისტი ალექს კუპერი.

როგორც ტელეკომპანიასთან საუბარში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანამშრომელმა ლელა აქიაშვილმა განაცხადა, ​ფილმის დასრულებამდე ​კინოთეატრთან 100-მდე დემონსტრანტი რჩებოდა, თუმცა კინოჩვენების შემდეგ ინციდენტები არ მომხდარა.

„ჯერ კიდევ პრემიერამდე ცნობილი იყო, რომ ულტრამემარჯვენე ჯგუფები და სასულიერო პირები ფილმს საჯაროდ გააკრიტიკებდნენ. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიაში კი განაცხადეს, რომ სოდომიის ცოდვის პროპაგანდას გულგრილად ვერ შეხვდებოდნენ“, - წერს NBC.

პრემიერის ჩაშლით „ქართული მარში, ბიზნესმენი ლევან ვასაძე და ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი იმუქრებოდა. „ქართული მარშის“ წევრებმა ლგბტ თემის დროშაც დაწვეს.


თბილისის პარალელურად ბათუმში კინოთეატრ „აპოლოსთან“ ვითარება დაიძაბა. ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მოწინააღმდეგეები შენობაში შეჭრას შეეცადნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფილმის ჩვენებისას საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიება 4 ფაქტზე დაიწყო.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტებზე სულ დაკავებულია 27 პირი, მათ შორის 24 - თბილისში, 3 - ბათუმში.

კინოთეატრებთან 8 ნოემბერს გამართული აქციის პარალელურად ფილმმა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მინსკის კინოფესტივალზე მორიგი ჯილდო მიიღო.

ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. ნამუშევარი ჩიკაგოს კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოენოვან ფილმად დასახელდა.

ფილმის მონაწილე მსახიობი კი კანის ფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად აღიარეს. გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმი „ოსკარზეც“ წარადგინეს.
ტრეილერი შეგიძლიათ, ამ ბმულზე ნახოთ.


©️ - IMEDINEWS
გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi
Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

Comments

Popular posts from this blog

MGM-ის ლეგენდად ქცეულ ანიმაციურ სერიალ, "ტომისა და ჯერის" 80 წელი შეუსრულდათ

" Metro-Goldwyn-Mayer "- ის ლეგენდად ქცეულ ანიმაციას 80 წელი შეუსრულდა, საუბარია, რა თქმა უნდა, "ტომსა და ჯერიზე". მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერია უილიამ ჰანასა და ჯოსეფ ბარბერას მიერაა შექმნილი. მისი სიუჟეტი სრულად აგებულია შინაური კატისა და თაგუნას დაუსრულებელ კონფლიქტზე. სწორედ, ამ მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ანიმაციური სერიალის, თითო სერიის ბიუჯეტი 30,000.00–დან 75,000.00 დოლარამდე მერყეობს. "ტომი და ჯერი"-ს პირველი სერია  1940 წლის 10 თებერვალს გამოვიდა. მულტფილმმა მალევე გაითქვა სახელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.  საერთო ჯამში 80 წლის განმავლობაში „ტომი და ჯერის“ 164 ეპიზოდი გადაიღეს. მულტფილმმა საუკეთესო ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის „ოსკარის“ 7 პრემია მოიგო.              "ტომისა და ჯერის" მოკლემეტრაჟიანი ფილმების დასაწყისში, ყველასათვის ცნობილი "სავიზიტო ბარათი" 1946 წლიდან 1954 წლამდე ჩანდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ამავე წლის 23 დეკემბერს, "Warner Bros"-მა უნდა გამოუშვას ფილმი ...

თეონა და დევიდი

შენ შეგიძლია ცეკვა - თეონა და დევიდი / So You Think You Can Dance - Teona and David 

„გადაგვაგდე? გადაგაგდებთ”- ამ სლოგანით აქციები თბილისის გარდა რამდენიმე ქალაქში იმართება

„გადაგვაგდეთ? გადაგაგდებთ!”, -ამ სლოგანით თბილისის პარალელურად საპროტესტო აქციები რამდენიმე სხვა ქალაქშიც მიმდინარეობს. პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ პროექტის ჩაგდებას ბათუმში, ევროპის მოედანზე ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ. „აქციები გაგრძელდება მანამდე, სანამ არ მივაღწევთ მიზანს. ვერ შევეგუებით მოტყუებას. სწორედ პროპორციულ სისტემას უნდა დაესრულებინა ქუჩის აქციები და პროცესები გადასულიყო პარლამენტში. ივანიშვილი ხალხს დუელში იწვევს და ეს მიუღებულია“ , – განაცხადა აქციის მონაწილემ, გენრი დოლიძემ. აქცია იმართება ქუთაისის ცენტრალურ მოედანზეც. აქციის მონაწილეების თქმით, პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ წინასწარ დაწერილი სცენარით მოხდა. შეკრებილები ამბობენ, რომ ივანიშვილის პარტიის ხელისუფლებაში ყოფნა უნდა დასრულდეს. აქციის მონაწილეები საზოგადოებას მოუწოდებენ, პროტესტს შეუერთდნენ. „ქართულმა ოცნებამ“ ეს დანაპირებიც...