Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისი" დიღომში მომხდარ აფეთქებაზე განცხადებას ავრცელებს



"ყაზტრანსგაზ-თბილისი" დიღომში მომხდარ აფეთქებაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს და ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მუშაობს საგანგებო რეჟიმში. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება. კომპანიის ხელმძღვანელები პირველივე წუთებიდანვე იმყოფებიან შემთხვევის ადგილზე. დეტალების დაზუსტების შემდეგ გაკეთდება ოფიციალური განცხადება. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს"- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიდ დიღომში იმ კორპუსის მცხოვრებლები, სადაც აფეთქება მოხდა, აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში იგრძნობოდა გაზის სუნი. მათ დახმარებისთვის ყაზტრანსგაზს მიმართეს. სპეციალისტებმა ადგილზე დაზიანების კერა ვერ აღმოაჩინეს.

ყაზტრანსგაზის თანამშრომლები ამჟამად დიდი დიღმის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან.

ბოლო მონაცემებით, დიღომში აფეთქების შედეგად დაღუპულია 4 დაშავებულია 7 ადამიანი, მათგან 6 ბავშვია.







წყარო - imedinews.ge 
გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

Comments

Popular posts from this blog

ცარიელია სახლი...

თინათინ ჭაბუკიანის დოკუმენტური ფილმი "ცარიელია სახლი". საქართველოს გმირები. ყველაზე მტკივნეული დღე. გთხოვთ,12 წლამდე ასაკის ბავშვები მოარიდეთ ეკრანებს.   ‪#‎ გვახსოვდეს8აგვისტო‬ !

ოკეანის პლასტიკური დაბინძურების მოულოდნელი და წარმოუდგენელი წყარო აღმოჩენილია

დაივერებმა შეაგროვეს 40 000-ზე მეტი გოლფის ბურთი, რომლებიც კალიფორნიის რამდენიმე გოლფის მოედნიდან იყო მიმოფანტული ოკეანეში.     იხილეთ დაივერების მიერ გადაღებული ვიდეო ↓    წყარო - Vokrugsveta.ru გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi