Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

მითი და რეალობა კორონავირუსის შესახებ - ჯანმოს განმარტებები


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსთან დაკავშირებით დასმულ მთავარ შეკითხვებს პასუხობს. რა არის მითი და რა - რეალობა:

1. ეფექტურია თუ არა ხელის საშრობები ახალი კორონავირუსის მოსაკლავად?

- არა. ხელების საშრობები ეფექტური არაა კორონავირუსის მოსაკლავად. ახალი კორონავისისგან თავის დასაცავად, ხშირად უნდა გაიწმინდოთ ხელები სპირტის შემცველი ხელსახოცით ან საპნით და წყლით დაიბანოთ. ხელები დაბანის შემდეგ უნდა გაიმშრალოთ საფუძვლიანად, ქაღალდის ხელსახოცის გამოყენებით ან საშრობით.

2. შეუძლია თუ არა ულტრაიისფერ სადეზინფექციო ნათურას ახალი კორნავირუსის მოკვლა?

- ულტრაიისფერი ნათურები არ უნდა გამოიყენოთ ხელების ან კანის სხვა ადგილების სტერილიზაციისთვის, რადგან ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

3. რამდენად ეფექტურია თერმული სკანერები ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების გამოვლენაში?

- თერმული სკანერები ეფექტურია იმ ადამიანების გამოვლენაში, რომლებსაც განუვითარდათ სიცხე ახალი კორონავირუსის ინფექციის გამო. თუმცა ის ვერ გამოავლენს იმ პირებს, რომლებიც ინფიცირებული არიან, მაგრამ ჯერ კიდევ არ აქვთ ცხელება.

4. შეუძლია თუ არა ალკოჰოლის ან ქლორის მთელ სხეულზე დასხმას ახალი კორონავირუსის მოკვლა?

- არა. ალკოჰოლის ან ქლორის სხეულზე დასხმა არ მოკლავს ვირუსებს, რომლებიც უკვე თქვენს სხეულშია. ასეთი ნივთიერებების დასხმა შეიძლება საზიანო იყოს ტანსაცმლისთვის ან ლორწოვანი გარსისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ალკოჰოლი და ქლორი შეიძლება სასარგებლო იყოს ზედაპირების დეზინფექციისთვის, მაგრამ მათი გამოყენება საჭიროა რეკომენდაციების შესაბამისად.

5. უსაფრთხოა თუ არა წერილის ან ამანათის მიღება ჩინეთიდან?

- დიახ, ეს უსაფრთხოა. წინა ანალიზებიდან ვიცით, რომ კორონავირუსები დიდხანს არ რჩება საგნებზე.

6. სახლში შინაურ ცხოველებს შეუძლიათ გაავრცელონ ახალი კორონავირუსი?

- დღეისათვის, არ არსებობს მტკიცებულება, რომ შინაური ცხოველები, როგორიცაა ძაღლები ან კატები, შეიძლება დაინფიცირდნენ ახალი კორონავირუსით. თუმცა, ყოველთვის კარგია, რომ ხელები საპნით და წყლით დაიბანოთ შინაურ ცხოველებთან კონტაქტის შემდეგ. ეს გვიცავს სხვადასხვა გავრცელებული ბაქტერიებისგან.

7. პნევმონიის საწინააღმდეგო ვაქცინები იცავს ახალი კორონავირუსისგან?

-არა. პნევმონიის საწინააღმდეგო ვაქცინები არ უზრუნველყოფენ დაცვას ახალი კორონავუსისგან.

8. ცხვირში ფიზიოლოგიური ხსნარის რეგულარული ჩაწვეთება ახდენს კორონავირუსისგან პრევენციას?

- არა. ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

9. ნივრის ჭამა დაგეხმარებათ კორონავირუსის ინფექციის თავიდან აცილებაში?

- ნიორი ჯანსაღი საკვებია, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ანტიმიკრობული თვისებები. ამასთან, არ არსებობს რამე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ნივრის მიღება ადამიანს ახალი კორონავირუსისგან იცავს.

10. ახდენს თუ არა ახალი კორონავირუსი გავლენას ასაკოვან ადამიანებზე, თუ ახალგაზრდები უფრო მგრძნობიარენი არიან?

- ყველა ასაკის ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს ახალი კორონავირუსით (2019-nCoV). ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები (მაგალითად, ასთმა, დიაბეტი, გულის დაავადება) არიან რისკ-ჯგუფში.

11. ეფექტურია თუ არა ანტიბიოტიკები ახალი კორონავირუსის პრევენციისა და მკურნალობისთვის?

- არა, ანტიბიოტიკები არ მუშაობს ვირუსების წინააღმდეგ, ისინი განკუთვნილია მხოლოდ ბაქტერიების გასანადგურებლად. ახალი კორონავირუსი (2019-nCoV) ვირუსია და, შესაბამისად, ანტიბიოტიკები არ უნდა გამოიყენოთ, როგორც პრევენციის ან მკურნალობის საშუალება. ამასთან, თუ საავადმყოფოში ხართ მოთავსებული კორონავირუსის გამო, შეიძლება მიიღოთ ანტიბიოტიკები, რადგან ბაქტერიული კო-ინფექცია შესაძლებელია განვითარდეს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

26 თებერვალს ჯანმომ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.




©️ - imedinews.ge
გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi | Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

Comments

Popular posts from this blog

შვედეთში ჩამორთმეულ მცირეწლოვან ბავშვს მშობლებს ისევ არ უბრუნებენ.

ჩვენმა მკითხველმა ამ ამბის შესახებ რამდენიმე დღის წინ შეიტყო.  შვედეთში 9 თვის ბავშვი ქართველ მშობლებს დააშორეს და  რამდენიმე  თვიანი ბრძოლის შემდეგ ბავშვს ისევ არ უბრუნებენ. როგორც მშობლები აღნიშნავენ, ამ საკითხში ქართველების ხელიც ურევია. " მე ძალიან მაინტერესებს, საქართველოს სახელს, სახეს ან ინტერესებს, ევროპაში, რატომ წარადგენენ ისეთი ხალხი, და იმ პარტიების იდეური, მორალური და ფიზიკური მხარდამჭერები, რომლებიც არიან რეალურად ადამიანობის წინააღმდეგ დანაშაულში საჯაროდ მხილებულნი? და ვგულისხმობ თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანას, ყველგან, ყველა საკვანძო თანამდებობაზე, საზღვარგარეთ, მუშაობენ საქართველოს და ქართველი ხალხის მტრები!!!" იხილეთ პოსტი ვრცლად. " ბავშვი უკან უკან მიდის, ხელში ვეღარ აგვყავს და მაქსიმალურად გვიწელავენ დროს,რომ კიდევ დაიტანჯოს." აცხადებს ბავშვის დედა. ასევე, პოსტს აქვეყნებს კონსტანტინე კირვალიძეც, (მამა) იგი მეგობრებს, თავისი თავის შესახებ დახასიათებების გაგზავნას ელ.ფოსტაზე სთხოვს. გთავაზობთ პოსტს უცვლელად.        ...

ბორჯღალოსნები ხვალ ესპანეთის გუნდს ხვდებიან

"რაგბი ევროპის" ჩემპიონატი ხვალ მესამე ტურით განახლდება. საქართველოს ნაკრები ესპანეთს სტუმრად შეერკინება. მატჩი ჩვენი დროით საღამოს შვიდ საათზე ესპანეთის ქალაქ მედინა-დელ-კამპოში დაიწყება. თებერვალში გამართულ ორი ტურის შემდეგ საქართველო ტურნირის ლიდერია. ბორჯღალოსნებს ლელო ჯერ არ გაუშვიათ. ბელგია 31:6 დაამარცხეს, გერმანიის ნაკრებს კი რუსთავის სარაგბო სტადიონზე 50-6 სძლიეს. ესპანეთი და საქართველო აქამდე 17-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ბორჯღალოსნებმა აქედან 13 შეხვედრა მოიგეს, 3 თამაში წააგეს, ერთი კი ფრედ ითამაშეს. მილტონ ჰეიგმა 23-კაციანი რაზმი უკვე დაასახელა და მეტოქის სიძლიერის გათვალისწინებით დააბალანსა. რაზმში მხოლოდ 2 უკეპო მოთამაშეა. ესპანეთის შემდეგ რაგბის ევროპის მეოთხე ტურში საქართველოს მეტოქე რუსეთის ნაკრები იქნება. ბორჯღალოსნები რუსებს "დინამო არენაზე" 12 მარტს დაუხვდებიან. წყარო - imedinews.ge