Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

სკოლაში ბულინგის გამო ატირებულ ბიჭს ვარსკვლავები მხარდაჭერას უცხადებენ




ვარსკვლავები ქუადენ ბეილს რთულ სიტუაციაში გვერდით დაუდგნენ. 9 წლის ბიჭუნა, ტანდაბლობის გამო სკოლაში სასტიკი ბულინგის მსხვერპლი გახდა.

ქუადენის დედამ ფეისბუქზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მორიგი ბულინგის შემდეგ ბიჭი შეუჩერებლად ტირის. ვიდეოს შემდეგ ასევე ტანდაბალმა კომიკოსმა ბრედ უილიამსმა, GoFundMe-ზე კამპანია წამოიწყო, სადაც ბავშვის დისნეილენდში წააყვანად ფულს აგროვებენ. შემოწირულობა უკვე 100 000 ამერიკულ დოლარს გასცდა.

SBS-სთან საუბრის დროს, ქუადენის დედამ განაცხადა, რომ ბავშვს თანასკოლელი გოგო თავზე ხელს ისე უსვამდა, როგორც ლეკვს.


                                                  


"რომ მივედი და დავინახე, ეტყობოდა რომ თავს ძალიან არაკომფორტულად გრძნობდა, მაგრამ თვალებით მთხოვდა რომ არ ჩავრეულიყავი. არ უნდოდა ხალხს გაეგო რომ, რაღაც ვერ იყო წესრიგში. ისეთი ძლიერი და თავდაჯერებულია, მაგრამ ხანდახან უჭირს ყველაფრის გაძლება".

დედას ასევე საკუთარი გვერდი აქვს, სადაც ქუადენის შესახებ და ტანდაბლობის გამოწვევებზე საუბრობს.

"პირველად სუიციდი 6 წლის ასაკში სცადა, მაშინ ბაბუა გარდაეცვალა. მას შემდეგ კიდევ ჰქონდა რამდენიმე მცდელობა. ეს ყველაფერი ბულინგის და მუდმივი დამცირების ბრალია. ასე მგონია რომ კარგ დედად ვერ გამოვდექი".

ვიდეოს, რომელიც სოციალურ ქსელში ელვისსისწრაფით გავრცელდა, ოც მილიონამდე ნახვა აქვს.
ვირუსულ პოსტს გამოხმაურებები მოჰყვა. ვარსკვლავებმა ტვიტერზე ქუადენს ვიდეო მიუძღვნეს.

"ქუადენ, ჩემი სახით ახალი მეგობარი გყავს", — ასე გამოეხმაურა ჰიუ ჯეკმანი.
"შენ იმაზე უფრო ძლიერი ხარ ვიდრე გგონია. გთხოვთ ერთმანეთის მიმართ კეთილები იყავით, ბულინგი არასდროს არაა ურთიერთობის სწორი ფორმა".



"ერთმანეთს არ ვიცნობთ, მაგრამ შეგვიძლია რომ ეს გამოვასწოროთ. ყველაფერი კარგად იქნება", — ასეთია ჯეფრი დინ მორგანის მიმართვა

"შენი ვიდეო ვნახე და მინდა გითხრა რომ ჩემი სახით მეგობარი გყავს. დედას შეუძლია დამიკავშირდეს და ერთმანეთს შევხვდეთ. მსოფლიოს გარშემო უამრავი ადამიანს უყვარხარ და ჩვენ შენზე ვიზრუნებთ. ცხრა წლის ბავშვები ძალიან სასტიკები შეიძლება იყვნენ, მაგრამ პირობას გაძლევ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. დამიკავშირდი".


გარდა ამისა, ბიჭუნას სოლიდარობა გამოუცხადეს პრის მორგანმა, მიკ ფოლეიმ, ვინსენტ დ'ონოფრიომ და სხვებმა.

"გამარჯობა მეგობარი, შენ ჩვენი გმირი ხარ. მადლობას გიხდი სიმამაცისთვის, მუდამ ისეთი ძლიერი იყავი როგორც ახლა ხარ. მსოფლიო შენ შემოგყურებს. მე და ჩემი ბიჭები შენთან ვართ და მადლობას გიხდით", — ჯონ ბერნტალმა პატარა ბიჭი საკუთარ ტვიტერზე ასე გაამხნევა.
"გამარჯობა პატარა, დიდ სიყვარულს გიგზავნით შენც და შენს ოჯახსაც. შენ ჩვენთვის მაგალითი ხარ. ყველამ იმ ცხოვრებით უნდა ვიცხოვროთ, რაც გვაქვს, მაგრამ შეგიძლია ძლიერი და ბედნიერი იყო. ჩემა შვილებმა შენგან უკვე ძალიან ბევრი რამ ისწავლეს. შენ დიდ კაცებს შორის ნამდვილი გიგანტი ხარ", — ვისენტ დ'ონოფრიო აღფროვანებას ვერ მალავს.
"მადლობა რომ ეხმარები ბრედ. დიდი იმედი მაქვს, რომ შენი სიკეთე ოდნავ მაინც დაეხმარება ბულინგის გადატანაში. იქნებ დისნეილენდში მაშინ წახვიდეთ, როდესაც WWE-ის ჩვენი გუნდი ანაჰეიმში იქნება. ხო იცი კონტაქტები მანდ კიდევ მყავს!" — მიკ ფოლეის სიკეთის გაკეთებაში თავისი წვლილი შეაქვს.

"დიდი იმედი მაქვს საჭირო დახმარებას მიიღებს", — პრის ბროსმანმა თავისი გულიტკივილი მოკლე ტვიტში გამოხატა.


გარდა ვარსკვლავებისა, მხატვარმა ჯოშ იესერმა ქუადენს ილუსტრაცია მიუძღვნა, სადაც ის სუპერგმირის ფორმაშია გამოწყობილი.



ქუადენი არც სპორტსმენებს არ დაუვიწყებიათ. სულ ცოტა ხნის წინ ის რაგბის მოთამაშე ლატრელ მიტჩელს შეხვდა.




©️ - on.ge
გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi | Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

Comments

Popular posts from this blog

MGM-ის ლეგენდად ქცეულ ანიმაციურ სერიალ, "ტომისა და ჯერის" 80 წელი შეუსრულდათ

" Metro-Goldwyn-Mayer "- ის ლეგენდად ქცეულ ანიმაციას 80 წელი შეუსრულდა, საუბარია, რა თქმა უნდა, "ტომსა და ჯერიზე". მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერია უილიამ ჰანასა და ჯოსეფ ბარბერას მიერაა შექმნილი. მისი სიუჟეტი სრულად აგებულია შინაური კატისა და თაგუნას დაუსრულებელ კონფლიქტზე. სწორედ, ამ მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ანიმაციური სერიალის, თითო სერიის ბიუჯეტი 30,000.00–დან 75,000.00 დოლარამდე მერყეობს. "ტომი და ჯერი"-ს პირველი სერია  1940 წლის 10 თებერვალს გამოვიდა. მულტფილმმა მალევე გაითქვა სახელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.  საერთო ჯამში 80 წლის განმავლობაში „ტომი და ჯერის“ 164 ეპიზოდი გადაიღეს. მულტფილმმა საუკეთესო ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის „ოსკარის“ 7 პრემია მოიგო.              "ტომისა და ჯერის" მოკლემეტრაჟიანი ფილმების დასაწყისში, ყველასათვის ცნობილი "სავიზიტო ბარათი" 1946 წლიდან 1954 წლამდე ჩანდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ამავე წლის 23 დეკემბერს, "Warner Bros"-მა უნდა გამოუშვას ფილმი ...

თეონა და დევიდი

შენ შეგიძლია ცეკვა - თეონა და დევიდი / So You Think You Can Dance - Teona and David 

„გადაგვაგდე? გადაგაგდებთ”- ამ სლოგანით აქციები თბილისის გარდა რამდენიმე ქალაქში იმართება

„გადაგვაგდეთ? გადაგაგდებთ!”, -ამ სლოგანით თბილისის პარალელურად საპროტესტო აქციები რამდენიმე სხვა ქალაქშიც მიმდინარეობს. პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ პროექტის ჩაგდებას ბათუმში, ევროპის მოედანზე ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ. „აქციები გაგრძელდება მანამდე, სანამ არ მივაღწევთ მიზანს. ვერ შევეგუებით მოტყუებას. სწორედ პროპორციულ სისტემას უნდა დაესრულებინა ქუჩის აქციები და პროცესები გადასულიყო პარლამენტში. ივანიშვილი ხალხს დუელში იწვევს და ეს მიუღებულია“ , – განაცხადა აქციის მონაწილემ, გენრი დოლიძემ. აქცია იმართება ქუთაისის ცენტრალურ მოედანზეც. აქციის მონაწილეების თქმით, პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ წინასწარ დაწერილი სცენარით მოხდა. შეკრებილები ამბობენ, რომ ივანიშვილის პარტიის ხელისუფლებაში ყოფნა უნდა დასრულდეს. აქციის მონაწილეები საზოგადოებას მოუწოდებენ, პროტესტს შეუერთდნენ. „ქართულმა ოცნებამ“ ეს დანაპირებიც...