Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

ვინ გვსტუმრობს შობას: 7 შიშის მომგვრელი ისტორია


თუ თქვენ აღარ გაკვირვებთ თოვლის ბაბუა და თოვლის ქალწული, მაშინ ამ სტატიაში ჩვენ შეგახვედრებთ 7 არც ისე ცნობილ საშობაო არსებას, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. 
ზოგი მათგანი დღესასწაულებზე ჩნდება, რათა გაახაროს ადამიანები, ზოგიც კი მოუსვენრების დასასჯელად გვევლინება.

ტიო დე ნადალი (Tió de Nadal)
ანდორასა და ესპანეთში, დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე სახლებთან, საშობაო ველზე დგამენ ხის მოგრძო მორს, რომელსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ორი ან ოთხი ფეხი, გადაჭრილ ნაწილზე კი მომღიმარ სახეს ახატავენ. 
ეს მხიარული არსება რომ არ გაიყინოს, პლედს აფარებენ.

კარაკონგული (Kallikantzaros)
კარაკონგული ან წმინდა დემონი 25 დეკემბრიდან 6 იანვრის ჩათვლით ბალკანეთის ქუჩებში დაიარება.
როგორც წესი, ეს არსება მუქი ფერისაა და ბეწვით არის დაფარული, ხოლო ადამიანის კიდურები ჩანაცვლებულია ცხოველური კიდურებით.
კარაკონგულები დედამიწის ზედაპირზე შობის დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე ამოდიან - ინტრიგების მოსაწყობად. 
შობამდე დარჩენილ დროს ისინი მიწისქვეშ ატარებენ.
ლეგენდის თანახმად, დემონები მთელი წლის განმავლობაში "მსოფლიო ხეს" ხერხავენ, როდესაც ისინი სამუშაოს დასრულებას მოახერხებენ, ანუ ხეს გადაჭრიან,დადგება მსოფლიოს აღსასრულიც, მაგრამ ყოველთვის, როცა სამუშაო ბოლომდე მიჰყავთ, დგება შობის დღეები.
კარაკონგულები სამუშაოს თავს ანებებენ და პლანეტის ზედაპირზე გასართობად ამოდიან, ხოლო უკან დაბრუნებისას ხე გამთელებული ხვდებათ, ამიტომ მათ სამუშაოს დაწყება ახლიდან უწევთ.

შავი პიტი 
ბელგიასა და ნიდერლანდებში, შავი პიტი თან ახლავს საშობაო ბაბუას სინტაკლასას.
ის პირველად XIX საუკუნეში დაწერილ წიგნში "წმინდა ნიკოლოზი და მისი მსახური"-ში გამოჩნდა.
წიგნი გვეუბნება, რომ სინტაკლასა და მისი თანაშემწეები ესპანეთში ცხოვრობენ, მაგრამ ნოემბრის შუა რიცხვებში ისინი ჰოლანდიასა და ფლანდრიაში მიდიან.
შავი პიტი საშობაო ბაბუის მსახურია.
ამავდროულად, თოვლის ბაბუას იგი საჩუქრების დარიგებაშიც ეხმარება. "ცუდ ბავშვებს" იგი საჩუქრების მაგივრად ნახშირის ნატეხებს ურიგებს.

შავი პიტი მას კანის ფერის გამო შეარქვეს, რაც მიუთითებს მის აფრიკულ წარმომავლობაზე, ან უბრალოდ  ბუხრის საკვამურში ძრომიალისას ნახშირში ამოითხუპნა.



გიულური ვაცი (Gävle goat)
შვედეთის ქალაქ გიულეს ცენტრში უზარმაზარ ჩალის ვაცს აწყობენ, რომლის ტრადიციაც 1966 წლიდან არსებობს.
სკანდინავიის ქვეყნებში ეს ცხოველი შობის სიმბოლოა.
დიდი ხნის განმავლობაში დღესასწაულზე საჩუქრები სწორედ ვაც იულებუკს მოჰქონდა, მაგრამ თანდათანობით ეს ტრადიცია გაქრა.
ახლა საჩუქრებს თოვლის ბაბუა არიგებს.


გიულური ვაცი გახდა ქალაქის ისტორიის ნაწილი, რადგან ბოროტმოქმედები ახერხებენ მის დაწვას მიუხედავად ბარიერებისა და სპეციალურად ორგანიზებული დაცვისა.
გასული წლის დეკემბრის მონაცემების მიხედვით, ვაცის ჩალის სკულპტურა 37-ჯერ გადაწვეს.

ბეფანა
ჯადოქარი ბეფანას ნახვა 5 და 6 იანვარს იტალიაში შეგიძლიათ.
ქუდის, ცხვირისა და ცოცხის გამო იგი ბაბა-იაგას წააგავს.
ბეფანა სახლებს ღამით ჩამოუფრენს და საჩუქრებს საშობაო წინდებში ათავსებს, ამიტომაც მხრებზე მოზრდილი ჩანთა ჰკიდია.

ითვლება, რომ  ჯადოქარს არასდროს უნდა შეხედოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეუძლია ცნობისმოყვარეებს ცოცხი უთავაზოს.
ეს ზღაპარი მხოლოდ იმიტომ შეითხზა, რომ შობის ღამეს ბავშვები თავიანთ საწოლებში დარჩნენ, მამიკოსა და დედიკოს კი სიურპრიზის მოწყობა დააცადონ.


იტალიელები ბეფანასთვის მაგიდაზე ღვინოსა და სასუსნავებს ტოვებენ, ხოლო ურჩ ბავშვებს ქვანახშირი ხვდებათ.
ამიტომ იტალიაში დიდი რაოდენობით იყიდება ნახშირის მსგავსი, მუქი ფერის შაქრის ნატეხები, რომელთა ჭამაც თითქმის შეუძლებელია, სიმკვრივისა და ზომის გამო.

ზოგჯერ ბეფანას ბოროტ ჯადოქრად თვლიან, რის გამოც დღესასწაულების მიწურულს, ქუჩებში მის სკულპტურას ამონტაჟებენ, რომელსაც ზეიმების დასასრულს წვამენ.

კრამპუსი
წმ.ნიკოლოზის კიდევ ერთი პერსონაჟი, რომელიც 5 და 6 დეკემბერს ბავშვებს ღამით მის ბატონთან ერთად სტუმრობს.
თავად წმინდა ნიკოლოზისგან განსხვავებით, რომელიც საჩუქრებს ურიგებს, მათ ვინც წლის განმავლობაში კარგად იქცეოდა, კრამპუსი ურჩ ბავშვებს სჯის.

გარეგნულად იგი ეშმაკს წააგავს. მას აქვს რქები, ჩლიქები და საშინლად გრძელი ენა.
ბავშვებს ხშირად აშინებენ ამ არსებით, თითქოს მას თავისთან მიჰყავს ურჩი ბავშვები, ამისათვის მას ჩანთა ან ყუთი აქვს.
გარდა ამისა, კრამპუსს ხშირად წნელებითა და მათრახითაც გამოსახავენ, ეს "ცუდი ბავშვების" დასჯის მეთოდზე მიანიშნებს.


კრამპუსის სჯერათ: სამხრეთ გერმანიაში, ავსტრიაში, ჩეხეთში, ლიხტენშტეინში, სლოვაკეთში, სლოვენიაში, ასევე ხორვატიისა და ჩრდილოეთ იტალიის ნაწილებში.

იოლსკის კატა
იოლსკის კატა ისლანდიაში ცხოვრობს და დაკავშირებულია კელტურ ფესტივალთან, რომელიც მაშინ იმართება, როდესაც შუა დღის მზის სიმაღლე თითქმის უცვლელი რჩება.
დროთა განმავლობაში, ფესტივალი შობას ემთხვევა, ამიტომ დღეს ის ერთ-ერთ საშობაო ტრადიციად იქცა.

ლეგენდის თანახმად, დიდი და ბოროტი შავი კატა ცხოვრობს ყინულის გამოქვაბულში, მაგრამ ზამთრის დღესასწაულებამდე იგი დასახლებაში გამოდის და ეძებს ზარმაც ადამიანებს, რომლებიც ახალ მატყლის ტანსაცმელში არ გამოეწყვნენ - კატა მათ ჭამს.






მომზადებულია vokrugsveta.ru-ს მიხედვით.
©️ - ფოტოები: nito100 / Getty Images, Wikimedia Commons (x2), AliquisNJ / Getty Images, massimo1g / Getty Images, Rafael Campillo / Getty Images, Barcroft Media / Contributor / Getty Images, Sean Gallup / Staff / Getty Images, Evgeny555 / Getty Images

გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi | Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

Comments

Popular posts from this blog

ტანგო - თავისუფლებისა და ვნების ცეკვა

ცეკვა, რომელიც 150 წელზე მეტს ითვლის. სიტყვა "ტანგო" სათავეს იბიბოს დილექტიდან იღებს და აღნიშნავს "ცეკვას დოლის რითმებზე".  ასევე არსებობს ვერსია, რომლის თანახმად, სიტყვა "ტანგო" წარმოიშვა ლათინური  " tangere "-დან, რაც ნიშნავს "შეხებას და კიდევ: "ტანგო"  ენათესავება ესპანურ " tambor "-ს და ნიშნავს "დოლს". თუ ფიქრობთ, რომ "ტანგო" ევროპული ცეკვაა, თქვენ ცდებით; ტანგოს საფუძველია არგენტინული მილონგას, აფრიკელ ხალხთა მოძრაობების,  ესპანური ფლამენკოსა და ინდიელების რიტუალური ცეკვების ნაზავი.  ევროპაში შემოსვლისას კი "ტანგოს" მოძრაობებს დაემატა პოლონური "მაზურკისა" და გერმანული "ვალსის" ელემენტები.  სხვათა შორის, თავდაპირველად "ტანგო" მხოლოდ მამაკაცების ცეკვა იყო. დიდი ხნის მანძილზე "ტანგო" იყო, არგენტინის ღარიბ მცხოვრებთა ცეკვა. მას ცეკვავდნენ ქალაქის ტავერნებსა  და მოედნებზე. XX საუკუნის დასაწყისში ცეკვა შეიჭრა ევროპაში და მაშინვე აიკრძალა,...

მითი და რეალობა კორონავირუსის შესახებ - ჯანმოს განმარტებები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსთან დაკავშირებით დასმულ მთავარ შეკითხვებს პასუხობს. რა არის მითი და რა - რეალობა: 1. ეფექტურია თუ არა ხელის საშრობები ახალი კორონავირუსის მოსაკლავად? - არა. ხელების საშრობები ეფექტური არაა კორონავირუსის მოსაკლავად. ახალი კორონავისისგან თავის დასაცავად, ხშირად უნდა გაიწმინდოთ ხელები სპირტის შემცველი ხელსახოცით ან საპნით და წყლით დაიბანოთ. ხელები დაბანის შემდეგ უნდა გაიმშრალოთ საფუძვლიანად, ქაღალდის ხელსახოცის გამოყენებით ან საშრობით. 2. შეუძლია თუ არა ულტრაიისფერ სადეზინფექციო ნათურას ახალი კორნავირუსის მოკვლა? - ულტრაიისფერი ნათურები არ უნდა გამოიყენოთ ხელების ან კანის სხვა ადგილების სტერილიზაციისთვის, რადგან ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. 3. რამდენად ეფექტურია თერმული სკანერები ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების გამოვლენაში? - თერმული სკანერები ეფექტურია იმ ადამიანების გამოვლენაში, რომლებსაც განუვითარდათ სიცხე ახალი კორონავირუსის ინფექციის გამო. თუმცა ის ვერ გამოავლენს იმ პირებს, რომლებიც ინფიცირე...

ბორჯღალოსნები ხვალ ესპანეთის გუნდს ხვდებიან

"რაგბი ევროპის" ჩემპიონატი ხვალ მესამე ტურით განახლდება. საქართველოს ნაკრები ესპანეთს სტუმრად შეერკინება. მატჩი ჩვენი დროით საღამოს შვიდ საათზე ესპანეთის ქალაქ მედინა-დელ-კამპოში დაიწყება. თებერვალში გამართულ ორი ტურის შემდეგ საქართველო ტურნირის ლიდერია. ბორჯღალოსნებს ლელო ჯერ არ გაუშვიათ. ბელგია 31:6 დაამარცხეს, გერმანიის ნაკრებს კი რუსთავის სარაგბო სტადიონზე 50-6 სძლიეს. ესპანეთი და საქართველო აქამდე 17-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ბორჯღალოსნებმა აქედან 13 შეხვედრა მოიგეს, 3 თამაში წააგეს, ერთი კი ფრედ ითამაშეს. მილტონ ჰეიგმა 23-კაციანი რაზმი უკვე დაასახელა და მეტოქის სიძლიერის გათვალისწინებით დააბალანსა. რაზმში მხოლოდ 2 უკეპო მოთამაშეა. ესპანეთის შემდეგ რაგბის ევროპის მეოთხე ტურში საქართველოს მეტოქე რუსეთის ნაკრები იქნება. ბორჯღალოსნები რუსებს "დინამო არენაზე" 12 მარტს დაუხვდებიან. წყარო - imedinews.ge