Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უჰანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა?


ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც კორონავირუსის ინფექცია მსოფლიო მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მთავარ თემად იქცა. შესაბამისად, ამ პრობლემის გარშემო ბევრი ჭორი გავრცელდა. ამბობენ, რომ ახლად გავრცელებული ეპიდემია ლაბორატორიიდან საშიში ვირუსის გაჟონვის შედეგია და ეს პათოგენი ჩინეთის მთავრობამ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში შექმნა. ამ თეორიის უბრალოდ უგულებელყოფა არ გამოდის იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ ქალაქში ასეთი ინსტიტუტი ნამდვილად არსებობს და იქ საშიშ ინფექციებზეც ნამდვილად მუშაობენ. საინტერესოა, რამდენად რეალურია შეთქმულების ეს თეორია? რა ხდება სინამდვილეში უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში?

რატომ გაჩნდა ახალი ვირუსის გარშემო კონსპირაციული თეორიები?

2020 წლის დასაწყისიდან კორონავირუსის ეპიდემიამ ახალი ინფექცია მთელ მსოფლიოში მთავარ თემად აქცია. მის გარშემო სხვადასხვა ჭორი თუ შეთქმულების თეორია სწრაფად გავრცელდა. ზოგი ამბობდა, რომ ინფექციისგან იცავს ისეთი გამოგონილი მეთოდები, როგორიც არის დიდი რაოდენობით C ვიტამინის ან ნივრის მიღება. სხვები დასძენდნენ, რომ ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა ბევრად მეტია და ჩინეთის მთავრობა რეალურ მონაცემებს მალავს. გარკვეული ნაწილი კი ამტკიცებდა, რომ ინფექციის მთავარი წყარო ღამურის წვნიანია. ამ ყველაფრის პასუხად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ "ტვიტერზე" მსგავსი მითების გასაქარწყლებლად სპეციალური კამპანია დაიწყო, "ფეისბუკმა" კი რეალობას აცდენილი ინფორმაციის მოდერირებას მიჰყო ხელი.


ამ მოსაზრებებს შორის ყველაზე გავრცელებულია ახალი ვირუსის „სამხედრო“ მიზნით გამოყენების თეორია, რომლის ავტორთა აზრითაც, ეს ჩინეთის მთავრობის მუშაობის შედეგია. შეთქმულების თეორიის პირველწყარო უსაფრთხოების სპეციალისტი, ებრაელი დენი შოხამი იყო. მან მემარჯვენე ამერიკული გამოცემის, Washington Times-ის რედაქციას განუცხადა, რომ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ზოგიერთი ლაბორატორია შესაძლოა, ბიოლოგიური იარაღის დამუშავებაში იყო ჩართული. თუმცა, ეს მოსაზრება მას მტკიცებულებებით არ გაუმყარებია. მიუხედავად ამისა, შოხამის სიტყვები ამერიკული მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა და ბლოგერებმა უმალ აიტაცეს.

ზოგიერთმა ბლოგერმა შოხამის სიტყვები ჩინელი მკვლევრის, ციუ სიანგოს ისტორიას დაუკავშირა. ეს უკანასკნელი კანადაში, უინიპეგის ნაციონალურ მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაში მუშაობდა. 2019 წლის ივლისში, კანადის პოლიციამ ჩინელი მეცნიერი თავის მეუღლესთან ერთად ლაბორატორიიდან გამოაძევა. მოგვიანებით ამის მიზეზად „ადმინისტრაციული გამოძიება“ დასახელდა.

უინიპეგის ლაბორატორიაში მიკროორგანიზმების ყველაზე საშიშ პათოგენებზე მუშაობენ. კვლევით დაწესებულებას უმაღლესი დონის BSL-4 სერტიფიკატი აქვს. თვითონ ციუ სიანგო ებოლას ციებ-ცხელების მიმართულებით ცნობილი სპეციალისტია. მათ შორის, ის ამ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ZMapp- ის შემუშავებაში მონაწილეობდა. 2019 წლის აგვისტოში, კვლევითი ცენტრიდან ჩინელი მეცნიერების გაძევების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ იმავე წლის მარტში ებოლასა და ნიპაჰის ვირუსების ნიმუშები კანადის ლაბორატორიიდან ჩინეთში მოხვდა.

სწორედ ეს ფაქტი დაედო საფუძვლად შეთქმულების თეორიას, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის „სამშობლოდ“ კანადა ითვლება. ჩინელი მეცნიერები კი ცდილობდნენ ის გაეგზავნათ თავიანთ სამშობლოში, სადაც ინფექცია გამოვლინდა კიდეც. ახლანდელ ეპიდემიასა და ჩინელ მეცნიერებს შორის კავშირი უარყვეს როგორც კანადის პოლიციის, ასევე კანადის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა. მათ ამ თეორიას „დეზინფორმაცია“ უწოდეს.

არის თუ არა კორონავირუსი სპეციალურად დამუშავებული?

ბიოლოგიური იარაღის სახით ბუნებრივი ვირუსების გამოყენება მეოცე საუკუნეში, სულ ცოტა, ორ ქვეყანაში ხდებოდა: აშშ-სა და ყოფილ საბჭოთა კავშირში. თუმცა ახალი კორონავირუსის „სამხედრო წარმომავლობა“ საკმაოდ არადამაჯერებლად გამოიყურება. ჯერ ერთი, ჩინეთმა ბიოლოგიური იარაღის დამუშავებაზე უარი ჯერ კიდევ 1984 წელს თქვა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ოფიციალური პეკინი 1972 წლის საერთაშორისო კონვენციას შეუერთდა. თუმცა ამ მოსაზრებას კიდევ ორი, გაცილებით პროზაიკული მიზეზი აქვს.


პირველ რიგში, ბიოლოგების არსენალში დღეს უკვე არის გაცილებით საშიში და სამხედრო თვალსაზრისით, ეფექტიანი პათოგენები (ებოლა, მარბურგი და სხვ.). ამ კონტექსტში ახალი კორონავირუსი, რომლის მონათესავე ინფექციები ძირითადად ხანდაზმულ ადამიანებს ვნებს, ბიოლოგიური იარაღის ფუნქციის შეთავსების მიმართულებით, არც ისე წარმატებული კანდიდატია.

მეორე მხრივ, ეპიდემიის „პირველი ტალღის“ შედეგად დაავადებული პაციენტების უმრავლესობა პირდაპირ იყო დაკავშირებული უხანის საკვები პროდუქტების ბაზართან, სადაც ამავდროულად ღამურები იყიდებოდა. სწორედ ეს უკანასკნელნი არიან კორონავირუსების უმრავლესობის ბუნებრივი მატარებლები. სამედიცინო ჟურნალ Lancet-ის ერთ-ერთი პირველი კვლევის მიხედვით, დაავადებულთა ნახევარი უხანის სურსათის ბაზართან იყო დაკავშირებული. ვირუსის წყარო ნამდვილად კვლევითი ცენტრი რომ ყოფილიყო და არა ბაზარში გაყიდული ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, დაავადების ასეთი მაჩვენებლის ახსნა რთული იქნებოდა.

მაშ, რა ხდება სინამდვილეში უხანის ლაბორატორიაში? 

კორონავირუსის „სამხედრო“ წარმომავლობის შესახებ შიშის მიზეზი უკვე ცნობილია. უხანში ნამდვილად მდებარეობს ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ვირუსოლოგიური ცენტრი - ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის დაქვემდებარებაში მყოფი უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, სადაც ყველაზე საშიშ პათოგენებზე ნამდვილად მუშაობენ. 2017 წლის იანვარში ინსტიტუტის ლაბორატორიამ მიიღო სერტიფიკატი, რომლის მიხედვითაც აქ ნებადართულია მუშაობა ნებისმიერ პათოგენზე, მათ შორის არის ებოლასა და მარბურგის ვირუსი. შესაბამისად, უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი გახდა პირველი კვლევითი დაწესებულება, რომელმაც ჩინეთში უსაფრთხოების BSL-4-ის პირველი კლასის სერტიფიკატი მიიღო.


ჟურნალ Nature-ს ინფორმაციით, 2025 წლისთვის ჩინეთის ხელისუფლება კიდევ 5-7 მსგავსი ლაბორატორიის აგებას გეგმავს.

მართალია თუ არა, რომ უხანის ლაბორატორიის მეცნიერები ახალი ეპიდემიის გავრცელების რისკზე დიდი ხანია საუბრობენ?

ჩინეთის ლაბორატორიის მოდერნიზაციის პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია დასავლეთის კვლევით დაწესებულებებში ჩინელი სპეციალისტების ტრენინგი. უხანში დასავლელი მკვლევარებიც ხშირად ჩადიოდნენ. უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ბევრი სპეციალისტი სტაჟირებას გადიოდა ლიონში, სადაც BSL-4 სტანდარტის სერტიფიკატის მქონე ლაბორატორია მდებარეობს. მსგავსი აქტიური საერთაშორისო თანამშრომლობის პირობებში საიდუმლო სამხედრო დამუშავების ალბათობა ძალიან დაბალია.

გარდა ამისა, უხანში არის მწვავე რესპირატორული სინდრომის (SARS) კვლევის უმნიშვნელოვანესი ცენტრი არა მარტო ჩინეთში, არამედ მთელ მსოფლიოში. ინსტიტუტში მუშაობს ში ჩჟენლი, რომელიც არის ვირუსოლოგი. სწორედ მან აღმოაჩინა, რომ ღამურები არიან ბუნებრივი მატარებლები იმ ვირუსისა, რომელიც მწვავე რესპირატორულ სინდრომს იწვევს. 18 წლის განმავლობაში ის ხელმძღვანელობდა მეცნიერთა ჯგუფს, რომელიც კორონავირუსებს, მათ ევოლუციასა და გავრცელებას შეისწავლიდა. ში ჩჟენლის მკვლევართა ჯგუფი იყო პირველი, რომელმაც უხანში დაავადებულ პაციენტებში ახალი ვირუსი 2019-nCoV-ი გამოავლინა.

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რას წერდნენ ღამურების ბუნებრივ ვირუსებზე ში ჩჟენლი და მისი კოლეგები, ახალი ეპიდემიის ისტორიის შემთხვევითობა ნაკლებად სავარაუდოა. უხანის ლაბორატორიის მეცნიერებმა ღამურებისა და კორონავირუსების ბუნებრივი რეზერვუარების კვლევას მრავალი წელი შეალიეს. ისინი ჯერ კიდევ 2017 წელს საუბრობდნენ, რომ ინფექციის გავრცელება ადამიანებში არა თუ შესაძლებელია, არამედ სავსებით მოსალოდნელია. მართალია, ეს ნაშრომები უყურადღებოდ ნამდვილად არ დარჩენილა. მათით ინტერესდებოდნენ არა მხოლოდ ვიწრო სპეციალისტები, არამედ ჟურნალ Nature-ის სამეცნიერო მიმომხილველები. როგორც ჩანს, ჩინელი მეცნიერების პროგნოზი სრულად გამართლდა, თუმცა დღეს უკვე ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. წინა ეპიდემიის შემდეგ ძალიან ბევრი სამუშაო ჩატარდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამან სამომავლოდ მაინც ვერაფერი შეცვალა.


©️ - imedinews.ge | photo: shutterstock
გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjgroupge | Follow Us on FaceBook - fb.com/tsjgroupge

Comments

Popular posts from this blog

მარია ერაძემ უნიკალური პროდუქტი შექმნა, რომელიც დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი.

Photo - kutaisipost.ge ქ უთაისის ნიკო ნიკოლაძის (ყოფილი დემირელის) სახელობის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ მარია ერაძემ უნიკალური პროდუქტი შექმნა, რომელიც დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. ეს პროდუქტი მან მეწყვილესთან გიორგი ფხაკაძესთან ერთად შექმნა. ამ გამოგონებით მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები დაინტერესდნენ. მარიამმა ერთ-ერთზე, ადრიატიკის უნივერსიტეტზე შეაჩერა არჩევანი, სადაც მას 100%-იანი გრანტი მისცეს (60 ათასი დოლარის ღირებულების). ინფორმაციას გამოცემა " ნეტგაზეთი " ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მარია და მისი მეწყვილე გიორგი უნიკალურ კვლევაზე რამოდენიმე წელი მუშაობდნენ და ეს პროდუქტი ახალი პროდუქტი მიგნებაა თანამედროვე მეცნიერებაში. „ცოცხალ საკვებში“ ქუთაისელმა მოსწავლემ მხოლოდ ქართული კულტურები შეარჩია. ამარანტი უნიკალურ ნივთიერებას, ანტიოქსიდანტ სკვალენს შეიცავს, რომელიც ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას ქსოვილების ჟანგბადით გამდიდრების ხარჯზე. სწორედ ამ განსაკუთრებული ნედლეულის გამოყენებით დაიწყეს ახალგაზრდებმა ხანგრძლივი კვლევები, რათა, საბო...

15 ათასამდე მეცნიერმა კაცობრიობის მთავარი საფრთხეები დაასახელა

184 ქვეყნიდან დაახლოებით 15 000 მეცნიერმა ხელი მოაწერა  წერილს , რომელშიც "კაცობრიობის მეორე გაფრთხილებაა" აღნიშნული, -  წერს  Washington Post-ი.  მეცნიერებმა გლობალური დათბობა პლანეტის ეკოსისტემის მთავარ საფრთხედ განიხილეს (1992 წლიდან, დედამიწის საშუალო გლობალური ტემპერატურა 0,5 გრადუსით გაიზარდა, ხოლო ნახირორჟანგის წლიური  გამოყოფა  - 62%-ით). ამავე პერიოდში, შემცირდა მტკნარ წყალზე ხელმისაწვდომობა, შემცირდა ტყეების ტერიტორიების რაოდენობა და გაიზარდა ოკეანეში "მკვდარი ზონების" ზომა (მათში ცოტა ჟანგბადია).  მეცნიერების თქმით, ბოლო 25 წლის განმავლობაში, დედამიწის მოსახლეობა 2 მილიარდით გაიზარდა, მაშინ როცა სხვა ძუძმწოვრების პოპულაცია, ისევე როგორც ქვეწარმავლების, ამფიბიებისა და თევზების რაოდენობა, თითქმის 30%-ით შემცირდა.  ექსპერტებმა პლანეტის ეკოსისტემაზე ადამიანის ნეგატიური გავლენის აღმოსაფხვრელად 13 ზომა მიიღეს. მათ შორისაა - ნაკრძალების შექმნა, საკვები პროდუქტების ნარჩენების შემცირება და მწვანე ტექნოლოგიების დამკვ...

ექსკლუზივი: შამგონაში უცნაური არსება "რეიკი" გამოჩნდა - ინფორმაციას "ODISHINEWS" ავრცელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ბოლო რამდენიმე დღეა მოსახლეობა პანიკამ მოიცვა. სოფელში ამბობენ, რომ იდუმალი არსება რამდენიმე ოჯახს გვიან ღამით „სტუმრობს“. მათი თქმით, ესმით უცნაური ხმები, კარზე კაკუნი, რომელიც ძალიან აშინებთ. ამის შესახებ საქმის კურსშია შამგონის გამგებელიც:“ მე ამ ფაქტს ვერც ვუარყოფ და ვერც ვადასტურებ, რადგან რეალურად ფაქტი არ არსებობს, კი, მართალია, მოსახლეობა პანიკაშია, შეშინებულები არიან, ესმით რაღაც ხმები, მაგრამ ჯერ ხელჩასაჭიდი ვერაფერი ვიპოვეთ. შევატყობინეთ უბნის რწმუნებულსაც, მიდიან სამართალდამცავები ამ ოჯახებთან, ყურადღებას აქცევენ, 2- 3 ოჯახია სულ, რომლებიც ამბობენ, რომ მათ სახლში ღამღამობით მოდის ეს რეიკი და არ ვიცი რა ხდება, არც ფოტო არ არის გადაღებული და ისე ფაქტის გარეშე ლაპარაკი რთულია“- უთხრა „ოდიშინიუსს“  შამგონის გამგებელმა დემნა ხუბუამ.