Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა


კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარია 81 წლის ქალზე, რომელიც 3 აპრილს თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული იყო.

ჰქონდა ორმხრივი პნევმონია. გადატანილი იყო მწვავე ინფარქტი, უფიქსირდებოდა გულის ქრონიკული უკმარისობა არტერიული ჰიპერტენზიით.

„პაციენტი მკურნალობის გაგრძელების მიზნით გადაიყვანეს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მკურნალობა მიმდინარეობდა პროტოკოლის მიხედვით, თუმცა შედეგი ვერ გამოიღო და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, - განაცხადა საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა.

მისივე განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანის დღიდან უკიდურესად მძიმე იყო,რაც განპირობებული იყო თანხმლები დაავადებებით. ლევან რატიანის განცხადებით, ამ პაციენტის მდგომარეობის გართულება შესაძლოა, ნებისმიერ სხვა ვირუსს გამოეწვია.

საქართველოში კორონავირუსი 170 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.



©️ - imedinews.ge
გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjgroupge
| Follow Us on FaceBook - fb.com/tsjgroupge

Comments

Popular posts from this blog

MGM-ის ლეგენდად ქცეულ ანიმაციურ სერიალ, "ტომისა და ჯერის" 80 წელი შეუსრულდათ

" Metro-Goldwyn-Mayer "- ის ლეგენდად ქცეულ ანიმაციას 80 წელი შეუსრულდა, საუბარია, რა თქმა უნდა, "ტომსა და ჯერიზე". მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერია უილიამ ჰანასა და ჯოსეფ ბარბერას მიერაა შექმნილი. მისი სიუჟეტი სრულად აგებულია შინაური კატისა და თაგუნას დაუსრულებელ კონფლიქტზე. სწორედ, ამ მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ანიმაციური სერიალის, თითო სერიის ბიუჯეტი 30,000.00–დან 75,000.00 დოლარამდე მერყეობს. "ტომი და ჯერი"-ს პირველი სერია  1940 წლის 10 თებერვალს გამოვიდა. მულტფილმმა მალევე გაითქვა სახელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.  საერთო ჯამში 80 წლის განმავლობაში „ტომი და ჯერის“ 164 ეპიზოდი გადაიღეს. მულტფილმმა საუკეთესო ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის „ოსკარის“ 7 პრემია მოიგო.              "ტომისა და ჯერის" მოკლემეტრაჟიანი ფილმების დასაწყისში, ყველასათვის ცნობილი "სავიზიტო ბარათი" 1946 წლიდან 1954 წლამდე ჩანდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ამავე წლის 23 დეკემბერს, "Warner Bros"-მა უნდა გამოუშვას ფილმი ...

თეონა და დევიდი

შენ შეგიძლია ცეკვა - თეონა და დევიდი / So You Think You Can Dance - Teona and David 

„გადაგვაგდე? გადაგაგდებთ”- ამ სლოგანით აქციები თბილისის გარდა რამდენიმე ქალაქში იმართება

„გადაგვაგდეთ? გადაგაგდებთ!”, -ამ სლოგანით თბილისის პარალელურად საპროტესტო აქციები რამდენიმე სხვა ქალაქშიც მიმდინარეობს. პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ პროექტის ჩაგდებას ბათუმში, ევროპის მოედანზე ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ. „აქციები გაგრძელდება მანამდე, სანამ არ მივაღწევთ მიზანს. ვერ შევეგუებით მოტყუებას. სწორედ პროპორციულ სისტემას უნდა დაესრულებინა ქუჩის აქციები და პროცესები გადასულიყო პარლამენტში. ივანიშვილი ხალხს დუელში იწვევს და ეს მიუღებულია“ , – განაცხადა აქციის მონაწილემ, გენრი დოლიძემ. აქცია იმართება ქუთაისის ცენტრალურ მოედანზეც. აქციის მონაწილეების თქმით, პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ წინასწარ დაწერილი სცენარით მოხდა. შეკრებილები ამბობენ, რომ ივანიშვილის პარტიის ხელისუფლებაში ყოფნა უნდა დასრულდეს. აქციის მონაწილეები საზოგადოებას მოუწოდებენ, პროტესტს შეუერთდნენ. „ქართულმა ოცნებამ“ ეს დანაპირებიც...