Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

ყველაფერი რაც 5G მობილური ინტერნეტის შესახებ უნდა ვიცოდეთ


რა არის 5G და რას ნიშნავს ის თქვენთვის?

სუპერსწრაფი „მეხუთე თაობის 5G“ მობილური ინტერნეტი ზოგიერთ ქვეყანაში 2019 წელს ამოქმედდება. გვპირდებიან, რომ გადმოწერის სიჩქარე 10-20-ჯერ სწრაფი იქნება, ვიდრე ახლა გვაქვს. რაც უნდა იყოს, განსხვავება მართლა შეცვლის ჩვენ ცხოვრებას? ახალი მობილური ტელეფონები დაგვჭრდება? და გადაწყვეტს 5G-ს ამოქმედდება ქვეყნის ზოგიერთ ტერიტორიაზე ინტერნეტის არქონის ან სუსტი სიგნალის გაუმჯობესების საკითხს? ამის შესახებ BBC წერს.

რა არის 5G ზუსტად?
ის მომდევნო - მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტკავშირია, რომელიც ყველაზე სწრაფ ჩამოწერისა და ატვირთვის სიჩქარეს გვპირდება, უფრო მრავალფეროვანი და უფრო სტაბილურია.

მისი ამოქმედება რადიოსიხშირის გამოყენების უკეთეს ხარისხსა და ერთი და იმავე ადგილიდან, უფრო მეტი ადამიანისთვის ხარისხიან ინტერნეტთან ხელმისაწვდომობას გაზრდის. 

რისი გაკეთების საშუალებას მოგვცემს 5G?
„რაც უნდა იყოს, ვიცით, რომ ჩვენი სმარტფონებით საქმეს სწრაფად და ხარისხიანად გავაკეთებთ“, - განმარტავს იან ფოგი OpenSignal-იდან, რომელიც მობილური ინტერნეტკავშირის ანალიზის კომპანიაა.

„იფიქრეთ ჭკვიან სათვალეზე, რომელიც ვირტუალურ მობილურ რეალობას, გაცილებით მაღალი ხარისხის ვიდეოს და ჭკვიან ქალაქებს შემოგვთავაზებს.

„მაგრამ რა იქნება საინტერესო ყველა ამ ახალ სერვისში, რომლის განხილვაც ჩვენ წინასწარ არ შეგვიძლია“.

წარმოიდგინეთ უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც სამძებრო-სამაშველო მისიას ასრულებს. იქნება ეს ხანძრის დროს გაწეული სამუშაო თუ სატრანსპორტო სისტემის მონიტორინგი. ამ ყველაფერს უსადენო ინტერნეტკავშირი სჭირდება, რომელიც დრონებს ერთმანეთთან და 5G სადგურებთან დააკავშირებს.

ბევრი ფიქრობს, რომ 5G უპილოტო ავტომობილებისთვის გადამწყვეტი იქნება, რადგან მანქანები ერთმანეთთან კომუნიკაციას, განახლებადი ონლაინ რუკის წაკითხვასა და საცობების აღქმას შეძლებენ.

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მობილური თამაშების მოხმარება მეტად სასიამოვნო გახდება. შეიძლება ითქვას, რომ მომხმარებელს აღარ გაუჩნდება პროტესტი, რომელიც სიჩქარის გადაცემასა და პროცესში ეფექტურობას ეხება. მარტივად, რომ ვთქვათ ეს გასული საუკუნის მობილური ტელეფონიდან უახლეს სმარტფონზე გადასვლის მსგავსი იქნება. ვიდეოზარები უფრო ხარისხიანი გახდება და კომუნიკაციისას ტექნიკური ხარვეზები მომხმარებელს ნაკლებად შეაწუხებს. ისეთი ფიტნეს მოწყობილობები, რომელიც სხეულზე იქნება მიმაგრებული რეალურ დროში გადასცემს ექიმს ინფორმაციას მომხმარებლის ჯანმრთელობის შესახებ, შესაბამისად მედიკოსიც უფრო დროულად მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც თქვენ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ არ დააყენებს. 

როგორ მუშაობს?
სავარაუდოდ, რამდენიმე ახალი ტექნოლოგია იქნება, რომლის არჩევაც მოგვიწევს, მაგრამ 5G პროტოკოლის მიხედვით საბოლოო სტანდარტები ჯერ გაწერილი არ არის. მაღალი სიხშირე - 3.5 გიგაჰერცი (GHz) - 26 გიგაჰერცი (GHz) და უფრო მეტი გაცილებით მეტ შესაძლებლობას ქმნის, თუმცა მათი გავრცელების მოკლე ტალღები ნიშნავს, რომ დიაპაზონი უფრო დაბალია და უფრო ადვილად იბლოკება ფიზიკური წინაღობებით.

5G-ის გამოჩენასთან ერთად შესაძლოა სატელეფონო ანძები უფრო ერთმანეთთან ახლოს განთავსდეს, რათა სიხშირული ტალღები კარგად გავრცელდეს და ხარისხიანი სერვისით სარგებლობა შეძლონ მომხმარებლებმა. ეს ყველაფერი კი ძვირია და სატელეფონო კომპანიები ჯერ ამისთვის სრულად არ არიან მზად. 

ძალიან განსხვავებულია 4G სერვისისგან?
დიახ, 5G უახლესი რადიოტექნოლოგიაა, მაგრამ ის მობილურმა კომპანიებმა შესაძლოა უკვე არსებული 4G ქსელის გამტარუნარიანობის გასაზრდელად გამოიყენონ, რის გამოც არ არის გამორიცხული, თავდაპირველად შესამჩნევად განსხვავებული სიჩქარე ვერც კი იგრძნოთ. სიჩქარე, რომელსაც მომხმარებელი მიიღებს, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელ სიხშირეზე აამოქმედებს მობილური ოპერატორი 5G ტექნოლოგიას და თავის მხრივ, რა მოცულობის ინვესიტიციას განახორციელებს ის ახალი ანძებისა და გადამცემების დასამონტაჟებლად.

რამდენად სწრაფი იქნება?
ამ დროისთვის არსებული ყველაზე სწრაფი 4G მობილური ინტერნეტის სიჩქარე წამში საშუალოდ 45 მეგაბიტია. ინდუსტრია იმედოვნებს, რომ გადაცემის სიჩქარეს წამში 1 გიგაბაიტამდე გაზრდის (1GB წამში = 1,000MB წამში). ჩიპების მწარმოებელი კომპანია Qualcomm-ი მიიჩნევს, რომ 5G ტექნოლოგიის შემთხვევაში მობილური ინტერნეტის გადმოწერის სიჩქარე 10-20-ჯერ სწრაფი იქნება.
წარმოიდგინეთ, რომ მაღალი ხარისხის ფილმს დაახლოებით 1 წუთში გადმოწერთ.
სწორედ ამიტომ არის დაფუძნებული 5G მის წინამორბედ 4G ქსელზე. მხოლოდ 5G ქსელის სიჩქარე, ერთის მხრივ ძალიან მაღალ სიხშირეზეც (30GHz) კი სტანდარტულად გიგაბაიტს გადააჭარბებდა, მაგრამ ეს სიამოვნება მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი.

რატომ გვჭირდება?
მსოფლიო ნელ-ნელა ცირული ხდება და ჩვენ ყოველდღიურად უფრო მეტ ინტერნეტრესურსს მოვიხმართ. ფაქტია, რომ ვიდეო და მუსიკალური სერვისების პოპულარობა იზრდება. სწორედ ამიტომ ხშირია ინტერნეტსიგნალის შეფერხების შემთხვევები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთ წერტილში განსაკუთრებით ბევრი ხალხი და უამრავი ელექტონული მოწყობილობაა. იქნება ეს სმარტფონები, ვიდეოკამერები თუ ქუჩის ჭკვიანი განათებები. 

როდის ვისარგებლებთ?
ქვეყნების დიდი ნაწილი 5G მობილურ ინტერნეტს უმეტესად 2020 წლამდე აამოქმედებს. კატარის სატელეკომუნიკაციო კომპანია Ooredoo განმარტავს, რომ სერვისს კომერციული მიზნებისთვის უკვე იყენებენ. სამხრეთ კორეაში მაღალი სიჩქარის მობილურ ინტერნეტს 2019 წელს სამი უმსხვილესი მობილური ოპერატორი ერთდროულად აამოქმედებს. სერვისების ექსპულატაციაში შეყვანას 2019 წლიდან ცდილობს ჩინეთიც.

5G ინტერნეტი პირველად სამხრეთ კორეაში, ფიონჩანგის ოლიმპიადაზე გამოსცადეს.

ამავდროულად, მსოფლიოში არსებული მარეგულირებლები აქტიურად ცდილობენ ტექნოლოგია მობილურ სატელეკომუნიკაციო კომპანიებს მიჰყიდონ. 

ახალი მობილური ტელეფონი დამჭირდება?
დიახ, ვშიშობ რომ კი, თუმცა 2009/10 წლებში, ჯერ კიდევ 4G ქსელის სრულად ამოქმედებამდე მობილური ტელეფონების მწარმოებელმა კომპანიებმა ამ ტექნოლოგიით აღჭურვილი სმარტფონები წარადგინეს.
-------------------------------
ამჯერად, იან ფოგი განმარტავს, რომ მობილური ტელეფონების მწარმოებელი გიგანტები დიდი ალბათობით იმავე შეცდომას დაუშვებენ და 5G სმარტფონებს, სავარაუდოდ, 2019 წლის ბოლომდე წარადგენენ. მომდევნო თაობის მობილურ ტელეფონებს შესაძლებლობა ექნება 4G და 5G ქსელებს შორის არჩევანი, ადგილმდებარეობის მიხედვით, ავტომატურად გააკეთოს, რათა მომხმარებლი სტაბილური სერვისით უზრუნველყოს. 

USB მოდემების ხანა დასრულდება?
რა თქმა უნდა, არა. სატელეკომუნიკაციო კომპანიებმა ოპტიკურ-ბოჭკოვანი და სპილენძის მავთულის ფიქსირებული ხაზის გასავითარებლად უამრავი ფული დახარჯეს. სახლისა და საოფისე ინტერნეტკავშირი, სავარაუდოდ, დიდი ხანი უცვლელი დარჩება - ე.წ. ფიქსირებულ WI-FI სიგნალთან ერთად. რაც უნდა იყოს, ზოგი მაინც სტაბილურ, უსადენო ინტერნეტკავშირს ამჯობინებს. 

ნაკლებად დასახლებულ ადგილებში ხელმისაწვდომი იქნება?

ნაკლებად დასახლებულ ადგილებში არასტაბილური სიგნალის პრობლემა რომ გამოწვევაა და კვლავ დიდ პრობლემად რჩება, ფაქტია, მაგრამ მხოლოდ 5G ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, რადგან ქსელი მაღალ სიხშირეზე იქნება მომართული. პრობლემას ალბათ სულ მცირე მოკლე დისტანციებზე დამონტაჟებული სპეციალური აღჭურვილობა თუ აღმოფხვრის. 5G, პირველ რიგში, მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში ამოქმედდება.

დაბალი სიხშირის ანძები (600-800 მეგაჰერცი) როგორც წესი შორ მანძილებზეა უკეთესი. ამრიგად, მობილური ოპერატორები 5G ქსელის ამოქმედების პარალელურად 4G LTE-ს გაუმჯობესებას განაგრძობენ.

შეიძლება ითქვას, რომ კომერციული რეალობა ერთგვარად ნიშნავს იმას, რომ ნაკლებად დასახლებულ ადგილებში მთავრობის ან კერძო კომპანიების სუფსიდიის გარეშე მაღალი ხარისხს მობილური ინტერნეტი ნაკლებად შესაძლებელია, რომ ხელმისაწვდომი გახდეს.




©️ imedinews.ge
გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjgroupge | Follow Us on FaceBook - fb.com/tsjgroupge

Comments

Popular posts from this blog

MGM-ის ლეგენდად ქცეულ ანიმაციურ სერიალ, "ტომისა და ჯერის" 80 წელი შეუსრულდათ

" Metro-Goldwyn-Mayer "- ის ლეგენდად ქცეულ ანიმაციას 80 წელი შეუსრულდა, საუბარია, რა თქმა უნდა, "ტომსა და ჯერიზე". მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერია უილიამ ჰანასა და ჯოსეფ ბარბერას მიერაა შექმნილი. მისი სიუჟეტი სრულად აგებულია შინაური კატისა და თაგუნას დაუსრულებელ კონფლიქტზე. სწორედ, ამ მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ანიმაციური სერიალის, თითო სერიის ბიუჯეტი 30,000.00–დან 75,000.00 დოლარამდე მერყეობს. "ტომი და ჯერი"-ს პირველი სერია  1940 წლის 10 თებერვალს გამოვიდა. მულტფილმმა მალევე გაითქვა სახელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.  საერთო ჯამში 80 წლის განმავლობაში „ტომი და ჯერის“ 164 ეპიზოდი გადაიღეს. მულტფილმმა საუკეთესო ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის „ოსკარის“ 7 პრემია მოიგო.              "ტომისა და ჯერის" მოკლემეტრაჟიანი ფილმების დასაწყისში, ყველასათვის ცნობილი "სავიზიტო ბარათი" 1946 წლიდან 1954 წლამდე ჩანდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ამავე წლის 23 დეკემბერს, "Warner Bros"-მა უნდა გამოუშვას ფილმი ...

თეონა და დევიდი

შენ შეგიძლია ცეკვა - თეონა და დევიდი / So You Think You Can Dance - Teona and David 

„გადაგვაგდე? გადაგაგდებთ”- ამ სლოგანით აქციები თბილისის გარდა რამდენიმე ქალაქში იმართება

„გადაგვაგდეთ? გადაგაგდებთ!”, -ამ სლოგანით თბილისის პარალელურად საპროტესტო აქციები რამდენიმე სხვა ქალაქშიც მიმდინარეობს. პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ პროექტის ჩაგდებას ბათუმში, ევროპის მოედანზე ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ. „აქციები გაგრძელდება მანამდე, სანამ არ მივაღწევთ მიზანს. ვერ შევეგუებით მოტყუებას. სწორედ პროპორციულ სისტემას უნდა დაესრულებინა ქუჩის აქციები და პროცესები გადასულიყო პარლამენტში. ივანიშვილი ხალხს დუელში იწვევს და ეს მიუღებულია“ , – განაცხადა აქციის მონაწილემ, გენრი დოლიძემ. აქცია იმართება ქუთაისის ცენტრალურ მოედანზეც. აქციის მონაწილეების თქმით, პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ წინასწარ დაწერილი სცენარით მოხდა. შეკრებილები ამბობენ, რომ ივანიშვილის პარტიის ხელისუფლებაში ყოფნა უნდა დასრულდეს. აქციის მონაწილეები საზოგადოებას მოუწოდებენ, პროტესტს შეუერთდნენ. „ქართულმა ოცნებამ“ ეს დანაპირებიც...