Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

იტალიაში უძველესი რომაული მოზაიკა აღმოაჩინეს


ჩრდილოეთ იტალიაში მდებარე ვენახში გათხრების დროს არქეოლოგებმა მესამე საუკუნის მოზაიკური იატაკი იპოვეს, რომელიც რომაულ ვილას ეკუთვნოდა.

ვერონასთან ახლოს უძველესი რეზიდენციების კვალი ჯერ კიდევ 1922 წელს იპოვეს, თუმცა ადგილზე არქეოლოგები კვლევების გასაგრძელებლად თითქმის საუკუნის შემდეგ დაბრუნდნენ. მკვლევართა გუნდმა ტერიტორიის შესწავლა გასულ ზაფხულს დაიწყო, თუმცა პანდემიის გამო სამუშაოები დროებით შეწყდა.

"ათწლეულების განმავლობაში უამრავი უშედეგო მცდელობის შემდეგ, ვერონაში მდებარე ვილის იატაკისა და საძირკველის ნაწილს, რომელიც მეცნიერებმა საუკუნის წინ აღმოაჩინეს, როგორც იქნა ნათელი მოეფინა", — განაცხადა ერთ-ერთმა კვლევარმა.

გათხრების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ კი გუნდმა მიწისქვეშ მოზაიკა იპოვა. მათ როგორც კრამიტები, ასევე ვილის საძირკვლის ნაწილიც აღმოაჩინეს. იმისთვის, რომ ეს არქეოლოგიური განძი ხელმისაწვდომი გახდეს, მკვლევრები ოფიციალურ წარმომადგენლებთან და ვენახის მეპატრონეებთან თანამშრომლობას გეგმავენ. პროცესს საკმაოდ დიდი დრო და რესურსები დასჭირდება.


 A NEGRAR UN TESORO ARCHEOLOGICO SOTTO LE VIGNE

Dopo innumerevoli decenni di tentativi falliti, finalmente è stata...
Posted by Comune di Negrar di Valpolicella on ორშაბათი, 25 მაისი, 2020

"ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი მნიშვნელობის ადგილი ყურადღებას იმსახურებს. სწორედ ამიტომ, ოფიციალური პირების დახმარებით ვიპოვით გზას, რომ ეს განძი სხვებისთვისაც სასიამოვნო გავხადოთ", — განაცხადა მაიორმა რობერტო გრისონმა.

მოზაიკა ერთადერთი ამაღელვებელი აღმოჩენა არ არის, რომელიც უძველეს რომაულ ისტორიას უკავშირდება — გასულ თვეს, პანთეონთან ახლოს მოკირწყლული ფილები იპოვეს, რომელიც ქრისტეს შობამდე პერიოდს ეკუთვნოდა.




©️ - Next.on.Ge
გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjgroupge
| Follow Us on FaceBook - fb.com/tsjgroupge

Comments

Popular posts from this blog

MGM-ის ლეგენდად ქცეულ ანიმაციურ სერიალ, "ტომისა და ჯერის" 80 წელი შეუსრულდათ

" Metro-Goldwyn-Mayer "- ის ლეგენდად ქცეულ ანიმაციას 80 წელი შეუსრულდა, საუბარია, რა თქმა უნდა, "ტომსა და ჯერიზე". მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერია უილიამ ჰანასა და ჯოსეფ ბარბერას მიერაა შექმნილი. მისი სიუჟეტი სრულად აგებულია შინაური კატისა და თაგუნას დაუსრულებელ კონფლიქტზე. სწორედ, ამ მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ანიმაციური სერიალის, თითო სერიის ბიუჯეტი 30,000.00–დან 75,000.00 დოლარამდე მერყეობს. "ტომი და ჯერი"-ს პირველი სერია  1940 წლის 10 თებერვალს გამოვიდა. მულტფილმმა მალევე გაითქვა სახელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.  საერთო ჯამში 80 წლის განმავლობაში „ტომი და ჯერის“ 164 ეპიზოდი გადაიღეს. მულტფილმმა საუკეთესო ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის „ოსკარის“ 7 პრემია მოიგო.              "ტომისა და ჯერის" მოკლემეტრაჟიანი ფილმების დასაწყისში, ყველასათვის ცნობილი "სავიზიტო ბარათი" 1946 წლიდან 1954 წლამდე ჩანდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ამავე წლის 23 დეკემბერს, "Warner Bros"-მა უნდა გამოუშვას ფილმი ...

თეონა და დევიდი

შენ შეგიძლია ცეკვა - თეონა და დევიდი / So You Think You Can Dance - Teona and David 

„გადაგვაგდე? გადაგაგდებთ”- ამ სლოგანით აქციები თბილისის გარდა რამდენიმე ქალაქში იმართება

„გადაგვაგდეთ? გადაგაგდებთ!”, -ამ სლოგანით თბილისის პარალელურად საპროტესტო აქციები რამდენიმე სხვა ქალაქშიც მიმდინარეობს. პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ პროექტის ჩაგდებას ბათუმში, ევროპის მოედანზე ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ. „აქციები გაგრძელდება მანამდე, სანამ არ მივაღწევთ მიზანს. ვერ შევეგუებით მოტყუებას. სწორედ პროპორციულ სისტემას უნდა დაესრულებინა ქუჩის აქციები და პროცესები გადასულიყო პარლამენტში. ივანიშვილი ხალხს დუელში იწვევს და ეს მიუღებულია“ , – განაცხადა აქციის მონაწილემ, გენრი დოლიძემ. აქცია იმართება ქუთაისის ცენტრალურ მოედანზეც. აქციის მონაწილეების თქმით, პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ წინასწარ დაწერილი სცენარით მოხდა. შეკრებილები ამბობენ, რომ ივანიშვილის პარტიის ხელისუფლებაში ყოფნა უნდა დასრულდეს. აქციის მონაწილეები საზოგადოებას მოუწოდებენ, პროტესტს შეუერთდნენ. „ქართულმა ოცნებამ“ ეს დანაპირებიც...