Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა.

ფოტო: ვასილ დაბრუნდაშვილი

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა. ადგილზე უკვე მივიდნენ მეხანძრეები და სამაშველო ბრიგადები. პოლიციამ ტერიტორიამდე მისასვლელი გზა გადაკეტა.
დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია. ენერგეტიკის მინისტრ ილია ელოშვილის თქმით, ვიდრე გვალვიანი პერიოდია, ხეობაში სრული მობილიზება იქნება. 
სომხურმა და აზერბაიჯანულმა დამხმარე სამაშველო ძალამ, რომელიც ქართველ სამაშველო ჯგუფს ბორჯომის ტყის ხანძრის ჩაქრობაში ეხმარებოდა, ხეობა უკვე დატოვა. 
ბორჯომის ხეობაში ხანძარი 20 აგვისტოს გაჩნდა. სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის სამსახურის უფროსის ნათია იორდანიშვილის განცხადებით, ხანძარი ბორჯომის ტყეში იმ 250 ჰექტარ ტერიტორიაზე გაჩნდა, რომელიც 2008 წლის ომის დროს პირწმინდად განადგურდა. შესაბამისად ცეცხლი ძირითადად ბალახს, ბუჩქნარს და ახალ ნარგავებს ეკიდა. ხანძარი ხის ვარჯებზე, შეიძლება ითქვას, არ გადასულა.

Comments

Popular posts from this blog

გიორგი გახარია: დღეს პარლამენტი ყველაზე ღირსეულად ზაზა სარალიძე იჯდა.

დღეს პარლამენტში ზაზა სარალიძე ყველაზე ღირსეულად იჯდა და ყველაზე ღირსეულად მოითმინა ის ყველაფერი, რაც აქ ხდებოდა- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა დასკვითი სიტყვის გამოსვლისას განაცხადა. გიორგი გახარიამ დეპუტატები რიგი საკითხების პოლიტიზირებისთვის გააკრიტიკა და არჩევნების პროცესში სამართალდამცველების რეაგირებას გაუსვა ხაზი. ამასთან მინისტრმა ემოციუირი გამოსვლისთვის პარლამენტარებს ბოდიში მოუხადა. „ ბატონებო, როდესაც თქვენ აიღეთ პასუხისმგებლობა სარალიძის შემთხვევის, რომელიც ყველაზე ღირსეულად იჯდა აქ და ყველაზე ღირსეულად მოითმინა ის ყველაფერი, რაც აქ ხდებოდა - აქედან წამოგეღოთ უზარმაზარი პოლიტიკური დივიდენდები, იცოდეთ, რომ პასუხისმგებლობის აღებაც მოგიწევთ. მე გპირდებით ამას პირდაპირ, იქიდან გამომდინარე როგორ, რა ფორმატში ჩაატარეთ კომისია. თქვენ უბრალოდ შეძელით და საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, როგორც იდეა, სამწუხაროდ, დააზიანეთ. იმედი მაქვს, რომ პასუხისმგებლობა გეყოფათ, საპარლამენტო კონტროლსაც ზუსტად იგივენაირად არ მოექცევით, როგორც გააკეთეთ კომისიაში. მე როდესაც აქ დღეს მოვდი...

სოფო ნიჟარაძე - მე მიყვარს სვანეთი

როგორ არ უნდა შეეხოთ სახეს, როდესაც გარშემო კორონავირუსია? ინსტრუქცია

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სხვა სამედიცინო ორგანიზაციების მსგავსად , გირჩევთ, არ შეეხოთ სახეს (განსაკუთრებით პირის ღრუს, ცხვირსა და თვალებს), რათა ახალი კორონავირუსისგან თავი დაიცვათ. ეს რჩევა მნიშვნელოვანია ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ვირუსი ან ბაქტერია ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. სხვადასხვა მონაცემის თანახმად, ადამიანი საკუთარ სახეს საათში საშუალოდ სულ ცოტა, 16- 23-ჯერ ეხება. ამ ქმედებებს არ შეიძლება შეგნებული ეწოდოს. სპეციალისტები იძლევიან გარკვეულ რეკომენდაციებს, თუ როგორ შეიძლება ამ ჩვევასთან გამკლავება. შეეცადეთ გაიგოთ, რა გიბიძგებთ ამ ქმედებისკენ? ფსიქოლოგების აზრით, სანამ იმაზე დავიწყებთ საუბარს, როგორ არ უნდა შეეხოთ სახეს, უნდა დაისვას კითხვა, თუ საერთოდ რატომ აკეთებთ ამას. საამისოდ კი, სპეციალისტების რეკომენდაციით, დღის განმავლობაში საკუთარ თავს უნდა დააკვირდეთ, დაწეროთ ან უბრალოდ დაიმახსოვროთ, რა იწვევს თქვენს პროვოცირებას: რა სიტუაციაში და რატომ ეხებით სახეს. მაგალითად, ადამიანების ნაწილი ამას მაშინ აკეთებს, როდესაც სურდო აქვს, ან კომპიუტერთან მუშაობის დროს ...