Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

7 წლიანი ისტორიის დასასრული და ახალი ეტაპი


როდესაც რაღაც იწყება მას დასასრული აუცილებლად ექნება, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც დასარული ჯერ კიდევ შორსაა.

ჩვენი ჯგუფი 2012 წლის 15 აპრილს შეიქმნა და დღემდე წერდა ისტორიას, რომელსაც თქვენ ყოველდღიურად კითხულობდით. 
რა თქმა უნდა, იყო ბევრი სირთულე, თუმცა მის გარეშე წინსვლა წარმოუდგენელია.

როგორც უკვე იცით, ან ჯერ კიდევ არ იცით, 31 ოქტომბერს სრულდება ჩვენი ვებ-გვერდის, "ფეისბუქ" გვერდის, "ტვიტერ" გვერდისა და "იუთუბ" არხის განახლება, ანუ ჩვენი პორტალის რებრენდინგი. შეიცვლება ყველაფერი, რასაც დღემდე ხედავდით. 
შეიძლება ითქვას, რომ ეს იქნება 7 წლიანი ისტორიის ახალი ფურცლები, რომლებიც განაგრძობენ წიგნის აკინძვას. წიგნის, რომელიც ალბათ ოდესღაც აუცილებლად დასრულდება და ამ ჯგუფის თითოეული ყოფილი, თუ ამჟამინდელი წევრის გულის თაროზე დაიკავებს საპატიო ადგილს. 
ეს ხომ ის ტკბილი პერიოდია, რომელსაც თინეიჯერობას ვუწოდებთ.

ძალიან მოკლედ გეტყვით ამ ჯგუფის წევრების შესახებ.
თითოეული ჩვენგანი დღეს, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტია.

მაშინ, როცა ჯერ კიდევ ერთ გზაზე ვიდექით, რომელსაც ერთი მიზნისკენ, სტუდენტობისკენ მივყავდით, ჩამოვაყალიბეთ ეს ჯგუფი, რომელიც მაშინ თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მისი განვითარებისთვის ყველაფერს ვაკეთებდით. 
მოკლედ, ამ საქმეს მივუძღვენით საუკეთესო წლები. დღეს ყველა ჩვენგანს ახალი და მეტად დიდი მიზნები გვაქვს, რომლებისკენ სწრაფვასაც შევუდექით.

უკვე მოგიყევით ცოტაოდენი წარსულის შესახებ, ახლა გადავიდეთ ყველაზე საინტერესოზე, რომელსაც "მომავლით" დავასათაურებდი. 😊

მომავალი:

31-ში ჩვენი გვერდებისა და ჯგუფის ახალ სახეს იხილავთ.
განსხვავებული თემები, მივიწყებული, ახალი და საინტერესო ფაქტები, ახალი ამბების განხილვები და რეალური სახე, გადაცემები და საინტერესო ვიდეოები, ცოდნის გაცემაზე ორიენტირებულები, სწორედ ეს არის ჩვენი ჯგუფის ახალი სახე.
ახალი ლოგო, ახალი სახელი. მხოლოდ, იმ წლების ათვლა არ შეჩერდება, რომლებმაც გარკვეული გამოცდილება და კვალი დაგვიტოვეს.

მეტის მოყოლა არ შემიძლია. დანარჩენი თავად უნდა ნახოთ. გვისურვეთ წარმატება.😊
შეხვედრამდე. საუკეთესო სურვილებით, გიორგი. 😉




TSJ GROUP  2019 ©️ - დღემდე ყველა უფლება დაცული იყო, ასეც გაგრძელდება. 😊

გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

Comments

Popular posts from this blog

MGM-ის ლეგენდად ქცეულ ანიმაციურ სერიალ, "ტომისა და ჯერის" 80 წელი შეუსრულდათ

" Metro-Goldwyn-Mayer "- ის ლეგენდად ქცეულ ანიმაციას 80 წელი შეუსრულდა, საუბარია, რა თქმა უნდა, "ტომსა და ჯერიზე". მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერია უილიამ ჰანასა და ჯოსეფ ბარბერას მიერაა შექმნილი. მისი სიუჟეტი სრულად აგებულია შინაური კატისა და თაგუნას დაუსრულებელ კონფლიქტზე. სწორედ, ამ მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ანიმაციური სერიალის, თითო სერიის ბიუჯეტი 30,000.00–დან 75,000.00 დოლარამდე მერყეობს. "ტომი და ჯერი"-ს პირველი სერია  1940 წლის 10 თებერვალს გამოვიდა. მულტფილმმა მალევე გაითქვა სახელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.  საერთო ჯამში 80 წლის განმავლობაში „ტომი და ჯერის“ 164 ეპიზოდი გადაიღეს. მულტფილმმა საუკეთესო ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის „ოსკარის“ 7 პრემია მოიგო.              "ტომისა და ჯერის" მოკლემეტრაჟიანი ფილმების დასაწყისში, ყველასათვის ცნობილი "სავიზიტო ბარათი" 1946 წლიდან 1954 წლამდე ჩანდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ამავე წლის 23 დეკემბერს, "Warner Bros"-მა უნდა გამოუშვას ფილმი ...

თეონა და დევიდი

შენ შეგიძლია ცეკვა - თეონა და დევიდი / So You Think You Can Dance - Teona and David 

„გადაგვაგდე? გადაგაგდებთ”- ამ სლოგანით აქციები თბილისის გარდა რამდენიმე ქალაქში იმართება

„გადაგვაგდეთ? გადაგაგდებთ!”, -ამ სლოგანით თბილისის პარალელურად საპროტესტო აქციები რამდენიმე სხვა ქალაქშიც მიმდინარეობს. პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ პროექტის ჩაგდებას ბათუმში, ევროპის მოედანზე ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ. „აქციები გაგრძელდება მანამდე, სანამ არ მივაღწევთ მიზანს. ვერ შევეგუებით მოტყუებას. სწორედ პროპორციულ სისტემას უნდა დაესრულებინა ქუჩის აქციები და პროცესები გადასულიყო პარლამენტში. ივანიშვილი ხალხს დუელში იწვევს და ეს მიუღებულია“ , – განაცხადა აქციის მონაწილემ, გენრი დოლიძემ. აქცია იმართება ქუთაისის ცენტრალურ მოედანზეც. აქციის მონაწილეების თქმით, პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ წინასწარ დაწერილი სცენარით მოხდა. შეკრებილები ამბობენ, რომ ივანიშვილის პარტიის ხელისუფლებაში ყოფნა უნდა დასრულდეს. აქციის მონაწილეები საზოგადოებას მოუწოდებენ, პროტესტს შეუერთდნენ. „ქართულმა ოცნებამ“ ეს დანაპირებიც...