ყველაზე პოპულარული ფილმის "მუმია" მესამე ნაწილი მალე გამოვა. მისმა თრეილერმა ინტერნეტ სივრცეში ნამდვილი ფურორი მოახდინა. ამ მაღალბიუჯეტიანი ფილმის პირველი ისტორია 1999 წელს დაიწყო, ფილმი ფანტასტიკა, საშინელება და სათავგადასავლოა. ფილმის არც მეორე ნაწილმა დააყოვნა და ის უკვე ეკრანებზე 2001 წელს გამოჩნდა. მეორე ნაწილის ბიუჯეტი 98 მილიონ დოლარს შეადგენს. ფილმის ორ ნაწილში მთავარ როლს ბრენდონ ფრასერი ასრულებს, თუმცა ფილმის ახალ მესამე ნაწილში ბრენდონი ტომ კრუზმა ჩაანაცვლა. ვნახოთ როგორი იქნება "ზე" პოპულარული ფილმის მესამე ნაწილი. მესამე ნაწილის ისტორია თვითმფრინავიდან იწყება, რომელშიც ტომ კრუზი და მეგობარი გოგონა სხედან. თვითმფრინავში ასევე მოთავსებულია აკლდამა. სწორედ ამ აკლდამის ზეგავლენით თვითმფრინავი განიცდის კატასტროფას. ტომი მეგობარ გოგონას პარაშუტის მეშვეობით სიკვდილს იხსნის, თუმცა იგი კლინიკური სიკვდილით გარდაიცვლება, იგი იღვიძებს მორგში. სწორედ აქედან იწყება დაუვიწყარი თავგადასავალი. (იხილეთ თრეილერი )
დღეს პარლამენტში ზაზა სარალიძე ყველაზე ღირსეულად იჯდა და ყველაზე ღირსეულად მოითმინა ის ყველაფერი, რაც აქ ხდებოდა- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა დასკვითი სიტყვის გამოსვლისას განაცხადა. გიორგი გახარიამ დეპუტატები რიგი საკითხების პოლიტიზირებისთვის გააკრიტიკა და არჩევნების პროცესში სამართალდამცველების რეაგირებას გაუსვა ხაზი. ამასთან მინისტრმა ემოციუირი გამოსვლისთვის პარლამენტარებს ბოდიში მოუხადა. „ ბატონებო, როდესაც თქვენ აიღეთ პასუხისმგებლობა სარალიძის შემთხვევის, რომელიც ყველაზე ღირსეულად იჯდა აქ და ყველაზე ღირსეულად მოითმინა ის ყველაფერი, რაც აქ ხდებოდა - აქედან წამოგეღოთ უზარმაზარი პოლიტიკური დივიდენდები, იცოდეთ, რომ პასუხისმგებლობის აღებაც მოგიწევთ. მე გპირდებით ამას პირდაპირ, იქიდან გამომდინარე როგორ, რა ფორმატში ჩაატარეთ კომისია. თქვენ უბრალოდ შეძელით და საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, როგორც იდეა, სამწუხაროდ, დააზიანეთ. იმედი მაქვს, რომ პასუხისმგებლობა გეყოფათ, საპარლამენტო კონტროლსაც ზუსტად იგივენაირად არ მოექცევით, როგორც გააკეთეთ კომისიაში. მე როდესაც აქ დღეს მოვდი...
Comments
Post a Comment
მადლობა კომენტარისთვის! | TSJ GROUP Tech |