Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

ტანძიაში გარე განათების ქსელის მონტაჟი მიმდინარეობს.


2017 წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტთა ნუსხაში, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, სოფლებში არსებული გარე განათების ქსელის რეაბილიტაციისა და ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოებიც შევიდა. სოფელ ტანძიის მოსახლეობის მოთხოვნა ბოლნისის მუნიციპალიტეტმა დააკმაყოფილა. ამჟამად სოფელ ტანძიაში ე.წ. ზემო ტანძიამდე მისასვლელ გზაზე გარე განათების ქსელის მონტაჟი მიმდინარეობს , რომელიც ენერგოეფექტური ლედ ნათებებით აღიჭურვება. პროექტის ფარგლებში, 800 მეტრი გზის მონაკვეთზე 24 ლამპიონი დამონტაჟდება, რაც ადგილობრივებს უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალებას მისცემს.ბოლო 2 წელიწადში გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია და ახალი ქსელის მოწყობა განხორციელდა შემდეგ სოფლებში:რაჭისუბანი, დისველი, რატევანი, ნახიდური, ჭრეში, წიფორი, ქვემო ბოლნისი, კიანეთი, ბალიჭი. აღნიშნული პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

Comments

Popular posts from this blog

ცარიელია სახლი...

თინათინ ჭაბუკიანის დოკუმენტური ფილმი "ცარიელია სახლი". საქართველოს გმირები. ყველაზე მტკივნეული დღე. გთხოვთ,12 წლამდე ასაკის ბავშვები მოარიდეთ ეკრანებს.   ‪#‎ გვახსოვდეს8აგვისტო‬ !

ოკეანის პლასტიკური დაბინძურების მოულოდნელი და წარმოუდგენელი წყარო აღმოჩენილია

დაივერებმა შეაგროვეს 40 000-ზე მეტი გოლფის ბურთი, რომლებიც კალიფორნიის რამდენიმე გოლფის მოედნიდან იყო მიმოფანტული ოკეანეში.     იხილეთ დაივერების მიერ გადაღებული ვიდეო ↓    წყარო - Vokrugsveta.ru გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi