Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

ყველაზე ძვირადღირებული iPhone X-ის ფასი 69...

ამერიკული კომპანია Brikk-ი აცხადებს, რომ iPhone X-ის ახალი მოდელების დიზაინზე შეკვეთები უკვე მიიღო. ბრენდი ახალი სმარტფონის ხუთ კოლექციას გამოუშვებს. ინფორმაციას Luxurylaunches-ი ავრცელებს.


Lux iPhone X Mono მომხმარებელს სთავაზობს მოდელს, რომლის კორპუსის უკანა ნაწილი შუშის იქნება, გრავიურებით მოხატული. ტელეფონის გვერდები ყვითელი ან ვარდისფერი ოქროსგან დამზადდება, შესაძლოა გამოიყენონ პლატინაც. ასეთი გაჯეტის ფასი 7,4 ათასი დოლარიდან დაიწყება.
დანარჩენ ოთხ კოლექციში - Deluxe, Omni და Ingot - ძვირფას ლითონებს და ქვებს გამოიყენებენ. ამ ხაზში ყველაზე ძვირფასია  256-გიგაბაიტიანი iPhone X 5,8 დუიმიანი, OLED-ეკრანით. მასში გამოყენებულია 250 გრამი ოქრო. მისი ფასი 69,9 ათასი დოლარია.
iPhone X-ის პრეზენტაცია Apple-მა 12 სექტემბერს გამართა.

Comments

Popular posts from this blog

"მე ვიცი, რას ნიშნავს იცხოვრო სამშობლოსთან ახლოს, მაგრამ მაინც, მისგან ძალიან შორს იყო", - საქართველოზე უკიდეგანოდ შეყვარებული ამერიკელი - ივან ველბერი თავის ემოციებს გვიზიარებს.

"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებით ვარ დაინტერესებული... მე ვიცი, რას ნიშნავს იცხოვრო სამშობლოსთან ახლოს, მაგრამ მაინც, მისგან ძალიან შორს იყო", - საქართველოზე უკიდეგანოდ შეყვარებული ამერიკელი - ივან ველბერი თავის ემოციებს გვიზიარებს.  - როდის და რა მისიით ჩამოხვედით საქართველოში? - 2013 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტი დავამთავრე - ბაკალავრის ხარისხი მაქვს პოლიტიკურ მეცნიერებაში. მოგზაურობა მჭირდებოდა თუნდაც იმისათვის, რომ წიგნში ნასწავლი კონცეფციები და თეორიები უკეთესად გამეგო საკუთარი გამოცდილებით. თავიდან ირანში წასვლა და სპარსული ენის ცოდნის განმტკიცება მინდოდა. თუმცა, იმის გამო, რომ ამერიკელი ვარ, იქ სწავლის ან მუშაობის უფლების მოპოვება გამიჭირდებოდა. მერე ტაჯიკეთში წავედი და იქ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებით დავინტერესდი, რუსული ენა ვისწავლე. შემდეგ ყაზახეთსა და ყირგიზეთში ვიმოგზაურე. ვინც საქართველოში ნამყოფი იყო, ყოველთვის დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით ლაპარაკობდა ამ ქვეყანაზე. იმანაც გამაკვირვა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში უამრავი ქართული რესტორანი იყო,...

თეონა და დევიდი

შენ შეგიძლია ცეკვა - თეონა და დევიდი / So You Think You Can Dance - Teona and David 
მე მიყვარს სვანეთი - სოფო ნიჟარაძე