Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

საქპატენტმა შვრიის ახალი ჯიში "არგო" დაარეგისტრირა.

ოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „საქპატენტი“ შვრიის ახალი ჯიში „არგო“ დაარეგისტრირა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ეს ჯიში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა გამოიყვანეს.
„არგო“ კულტურული შვრიის სახეობას (Avena sativa L.) წარმოადგენს, რომელიც სწრაფმზარდია და უხვი ამონაყარით ხასიათდება. საგაზაფხულო ნათესის სავეგეტაციო პერიოდი აღმოცენებიდან სრულ სიმწიფემდე 85-97 დღეს შეადგენს და როგორც შემოდგომაზე, ისე გაზაფხულზე შეიძლება დაითესოს. აღნიშნული ჯიში რეკომენდებულია, როგორც საფურაჟე, ისე სასურსათო მიმართულებით.
ახალმა ჯიშმა წინასწარი საწარმოო გამოცდა 2014-2016 წლებში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საცდელ ბაზებზე გაიარა.
სოფლის მუერნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურში შვრიის ჯიშის „არგო“ სათესლე მასალის მისაღებად მუშაობენ.
წყარო - imedinews.ge

Comments

Popular posts from this blog

ცარიელია სახლი...

თინათინ ჭაბუკიანის დოკუმენტური ფილმი "ცარიელია სახლი". საქართველოს გმირები. ყველაზე მტკივნეული დღე. გთხოვთ,12 წლამდე ასაკის ბავშვები მოარიდეთ ეკრანებს.   ‪#‎ გვახსოვდეს8აგვისტო‬ !

ოკეანის პლასტიკური დაბინძურების მოულოდნელი და წარმოუდგენელი წყარო აღმოჩენილია

დაივერებმა შეაგროვეს 40 000-ზე მეტი გოლფის ბურთი, რომლებიც კალიფორნიის რამდენიმე გოლფის მოედნიდან იყო მიმოფანტული ოკეანეში.     იხილეთ დაივერების მიერ გადაღებული ვიდეო ↓    წყარო - Vokrugsveta.ru გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi