Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

კომპიუტერულმა ვირუსმა Petya-მ საქართველოს პარლამენტის IT სისტემას პრობლემები შეუქმნა.


კომპიუტერულმა ვირუსმა Petya-მ საქართველოს პარლამენტის IT სისტემას პრობლემები შეუქმნა. ვირუსის გამო დაიბლოკა პარლამენტარების სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მისამართები, რის გამოც დეპუტატები რამდენიმე დღის განმავლობაში ელფოსტებს ვერ ამოწმებდნენ. 
როგორც imedinews-ს პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ელექტრონულ ფოსტაზე წვდომა ისევ აღდგენილია, პარლამენტის IT სპეციალისტებმა კი გამაძლიერებელი ანტივირუსები ჩაწერეს.
პარლამენტარებმა დღეს ადმინისტრაციისგან მობილურებზე წერილიც მიიღეს.
"ძვირფასო პარლამენტის წევრებო და აპარატის თანამშრომლებო! გაცნობებთ, რომ ბოლო დღეებში კატასტროფულად იმატა ე.წ. Phishing "სატყუარა" მეილების რიცხვმა. მძიმე მდგომარეობაა რამდენიმე ქვეყანაში, რადგან გაჩერდა ინფორმაციული სისტემები. ვირუსები ვრცელდება ელ-წერილებით და ჩამოტვირთვებით სხვადასხვა საიტებიდან. შემდეგ ვირუსი შიდა ქსელის საშუალებით ვრცელდება მომხმარებლების კომპიუტერებზე და შესაძლოა მოხდეს ინფორმაციის სრული დაკარგვა. პარლამენტის აპარატი უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ვალდებულია გათიშოს გარე წერტილების სისტემა (შიდა სისტემა იმუშავებს), სანამ არ მოინახება პრობლემის გადაწყვეტის საშუალება. უმორჩილესად გთხოვთ, საეჭვო წერილები წაშალოთ მიღებისთანავე", - წერია დეპუტატებისთვის ადმინისტრაციის მიერ გაგზავნილ წერილში.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა პარლამენტისა და ფოთის პორტის ერთ-ერთ ტერმინალზე კომპიუტერული ვირუსის Petya-ს შემოღწევის შესახებ დღეს განმარტებები გააკეთა. 
ხუციშვილის თქმით, კიბერთავდასხმა ფოთის პორტზე კი არა, პორტში მომუშავე ერთ-ერთ უცხოურ საერთაშორისო კომპანიაზე განხორციელდა. ამ კიბერშეტევის საქმეს კი იმ ქვეყნის სამსახურები იძიებენ, სადაც კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს. ხოლო რაც შეეხება პარლამენტს, ხუციშვილი ამბობს, რომ შსს-ს სპეციალისტები პარლამენტში იმყოფებიან და ადგილზე სწავლობენ პრობლემის არსს. ამასთან გამოძიება ჯერ დაწყებული არ არის.
ევროპის ქვეყნები და აშშ-ის რამდენიმე შტატი კიდევ ერთი კომპიუტერული ვირუსის კიბერშეტევის მსხვერპლნი გახდნენ. ვირუსმა Petya-მ ესტონეთის, პოლონეთის, უკრაინის, საფრანგეთის, დანიის, რუსეთისა და პენსილვანიის შტატში კომპიუტერულ სისტემებში შეაღწია და გათიშა. 
წყარო - imedinews.ge

Comments

Popular posts from this blog

ტანგო - თავისუფლებისა და ვნების ცეკვა

ცეკვა, რომელიც 150 წელზე მეტს ითვლის. სიტყვა "ტანგო" სათავეს იბიბოს დილექტიდან იღებს და აღნიშნავს "ცეკვას დოლის რითმებზე".  ასევე არსებობს ვერსია, რომლის თანახმად, სიტყვა "ტანგო" წარმოიშვა ლათინური  " tangere "-დან, რაც ნიშნავს "შეხებას და კიდევ: "ტანგო"  ენათესავება ესპანურ " tambor "-ს და ნიშნავს "დოლს". თუ ფიქრობთ, რომ "ტანგო" ევროპული ცეკვაა, თქვენ ცდებით; ტანგოს საფუძველია არგენტინული მილონგას, აფრიკელ ხალხთა მოძრაობების,  ესპანური ფლამენკოსა და ინდიელების რიტუალური ცეკვების ნაზავი.  ევროპაში შემოსვლისას კი "ტანგოს" მოძრაობებს დაემატა პოლონური "მაზურკისა" და გერმანული "ვალსის" ელემენტები.  სხვათა შორის, თავდაპირველად "ტანგო" მხოლოდ მამაკაცების ცეკვა იყო. დიდი ხნის მანძილზე "ტანგო" იყო, არგენტინის ღარიბ მცხოვრებთა ცეკვა. მას ცეკვავდნენ ქალაქის ტავერნებსა  და მოედნებზე. XX საუკუნის დასაწყისში ცეკვა შეიჭრა ევროპაში და მაშინვე აიკრძალა,...

მითი და რეალობა კორონავირუსის შესახებ - ჯანმოს განმარტებები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსთან დაკავშირებით დასმულ მთავარ შეკითხვებს პასუხობს. რა არის მითი და რა - რეალობა: 1. ეფექტურია თუ არა ხელის საშრობები ახალი კორონავირუსის მოსაკლავად? - არა. ხელების საშრობები ეფექტური არაა კორონავირუსის მოსაკლავად. ახალი კორონავისისგან თავის დასაცავად, ხშირად უნდა გაიწმინდოთ ხელები სპირტის შემცველი ხელსახოცით ან საპნით და წყლით დაიბანოთ. ხელები დაბანის შემდეგ უნდა გაიმშრალოთ საფუძვლიანად, ქაღალდის ხელსახოცის გამოყენებით ან საშრობით. 2. შეუძლია თუ არა ულტრაიისფერ სადეზინფექციო ნათურას ახალი კორნავირუსის მოკვლა? - ულტრაიისფერი ნათურები არ უნდა გამოიყენოთ ხელების ან კანის სხვა ადგილების სტერილიზაციისთვის, რადგან ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. 3. რამდენად ეფექტურია თერმული სკანერები ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების გამოვლენაში? - თერმული სკანერები ეფექტურია იმ ადამიანების გამოვლენაში, რომლებსაც განუვითარდათ სიცხე ახალი კორონავირუსის ინფექციის გამო. თუმცა ის ვერ გამოავლენს იმ პირებს, რომლებიც ინფიცირე...

მტკვარში ახალგაზრდა ბიჭს ეძებენ - ვიდეო

გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi  Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi