Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

გარემოს დაბინძურება კანონით დასჯადია. ჯარიმების მაქსიმალური ოდენობა 5000 ლარს შეადგენს.


გარემოს დანაგვიანება კანონით დასჯადია.
ტანძია - სარეკრეაციო ზონა.
გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმების მინიმალური ოდენობა 50 ლარი, მაქსიმალური კი, 5 000 ლარია.
ტანძია - სარეკრეაციო ზონა.
კანონის თანახმად, 2 კგ–მდე მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება 80 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს.
 საცხოვრებელი სახლებიდან ან შენობა–ნაგებობიდან 2 კგ–მდე ნარჩენების გადაყრის შემთხვევაში კი პირი  100 ლარით დაჯარიმდება.  
ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან გარემოს დანაგვიანებისას 120 ლარით მძღოლი ჯარიმდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში  კი, დამრღვევი.
გარემოს ხუთ ერთეულამდე საბურავით დანაგვიანების შემთხვევაში (გარდა ველოსიპედის საბურავისა) ჯარიმა 150 ლარია, ხოლო თუ საბურავების რაოდენობა ხუთია ან აღემატება, ჯარიმა ასეთ შემთხვევაში 500 ლარი იქნება.
 გარემოს 2 კგ–მდე ბატარეების, აკუმულატორების, ელექტრონათურების, ელექტროსაქონელის, გრაფიტის ელექტროდების, ასევე ბასრი ან მჩხვლეტავი საგნების, შუშის ნამსხვრევების, ლურსმნების და სხვა მსგავსი ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში ჯარიმა 100 ლარია.
2 კგ ან მეტი ოდენობის მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დაბინძურების შემთხვევაში, ფიზიკური პირი 150 ლარით, იურიდიული პირი კი 500 ლარით დაჯარიმდება. 1მ3 –ზე მეტი ოდენობით მუნიციპალური დანრჩენებით გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში კი, ფიზიკური პირი 300 ლარით, იურიდიული პირი 1 000 ლარით დაჯარიმდება.
დიდი მ ოცულობის ნარჩენებით (მათ შორის ავტოსატრანსპორტო საშუალების, ელექტრო და ელექტროტექნიკური დანადგარების, სამშენებლო დანადგარებისა და სხვა მსგავსი მოწყობილობების) გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს ფიზიკური პირის 500 ლარით, იურიდიული პირის კი 1 500 ლარით დაჯარიმებას.
1მ3–მდე მოცულობით სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში ფიზიკური პირი 200 ლარით, იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება.
1მ3 ან მეტი მოცულობით სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმა ფიზიკური პირის შემთხვევაში 500 ლარი იქნება, იურიდიული პირის შემთხვევაში კი,  1500 ლარი.
ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მიერ მცირე ოდენობის ფეკალური მასებით ტერიტორიის დაბინძურების შემთხვევაში, მეპატრონე 50  ლარით დაჯარიმდება, იმ შემთხვევაში თუ მის მიერ დაუყოვნებლივ და სრულად არ მოხდება დაბინძურებული ტერიტორიის მოსუფთავება.
ჯარიმა შეეხება ასევე, გარემოს ცხოველთა სხეულების ნარჩენებით დაბინძურებას.
20 კგ–მდე ოდენობით (მათ შორის სასაკლაოებიდან) ცხოველთა სხეულების ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს ფიზიკური პირის 150 ლარით, იურიდიული პირის 500 ლარით დაჯარიმებას. ხოლო, თუ ცხოველთა სხეულის ნარჩენები 20 კგ.ს შეადგენს ან მეტი ოდენობისაა, ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 300 ლარი, იურიდიული პირისთვის კი 1000 ლარი იქნება.
ამასთან, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (ფოთლების, ბაღის ნარჩენების, საოჯახო მეურნეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების) დაწვა ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარებში გამოიწვევს 200 ლარიან ჯარიმას, ხოლო ისეთი მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების დაწვა, როგორიცაა საბურავები, რეზინა და სხვა ელასტომერული მასალები, გამოიწვევს 500 ლარიან ჯარიმას.
საკანალიზაციო ან ზედაპირულ/მიწისქვეშა წყლებში სახიფათო ნარჩენების ჩაშვების შემთხვევაში ფიზიკური პირი 400 ლარით, იურიდიული პირი კი 1 000 ლარით დაჯარიმდება.
იგივე რაოდენობის ჯარიმები იქნება სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების ან ნარჩენების შეგროვებისთვის გამოყოფილი კონტეინერების გარეთ სხვა ტიპის ქმედება.
ჯარიმებს ითვალისწინებს ასევე არასახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებისას არასახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება.
ასეთ შემთხვევაში ფიზიკური პირი 200 ლარით, იურიდიული პირი კი, 400 ლარით დაჯარიმდება. სახიფათო ნარჩენების შემთხვევაში კი, ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 350 ლარი, იურიდიული პირისთვის 800 ლარია.
ჯარიმები ეხება ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების ან მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის დარღვევასაც.
 ნარჩენების შეგროვება ან/და ტრანსპორტირება დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავების ობიექტის მოწყობა და ოპერირება დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე 2000 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს. 

წყარო : სტატია - EPN.GE - ფოტო - Beriani Nika

Comments

Popular posts from this blog

ტანგო - თავისუფლებისა და ვნების ცეკვა

ცეკვა, რომელიც 150 წელზე მეტს ითვლის. სიტყვა "ტანგო" სათავეს იბიბოს დილექტიდან იღებს და აღნიშნავს "ცეკვას დოლის რითმებზე".  ასევე არსებობს ვერსია, რომლის თანახმად, სიტყვა "ტანგო" წარმოიშვა ლათინური  " tangere "-დან, რაც ნიშნავს "შეხებას და კიდევ: "ტანგო"  ენათესავება ესპანურ " tambor "-ს და ნიშნავს "დოლს". თუ ფიქრობთ, რომ "ტანგო" ევროპული ცეკვაა, თქვენ ცდებით; ტანგოს საფუძველია არგენტინული მილონგას, აფრიკელ ხალხთა მოძრაობების,  ესპანური ფლამენკოსა და ინდიელების რიტუალური ცეკვების ნაზავი.  ევროპაში შემოსვლისას კი "ტანგოს" მოძრაობებს დაემატა პოლონური "მაზურკისა" და გერმანული "ვალსის" ელემენტები.  სხვათა შორის, თავდაპირველად "ტანგო" მხოლოდ მამაკაცების ცეკვა იყო. დიდი ხნის მანძილზე "ტანგო" იყო, არგენტინის ღარიბ მცხოვრებთა ცეკვა. მას ცეკვავდნენ ქალაქის ტავერნებსა  და მოედნებზე. XX საუკუნის დასაწყისში ცეკვა შეიჭრა ევროპაში და მაშინვე აიკრძალა,...

მითი და რეალობა კორონავირუსის შესახებ - ჯანმოს განმარტებები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსთან დაკავშირებით დასმულ მთავარ შეკითხვებს პასუხობს. რა არის მითი და რა - რეალობა: 1. ეფექტურია თუ არა ხელის საშრობები ახალი კორონავირუსის მოსაკლავად? - არა. ხელების საშრობები ეფექტური არაა კორონავირუსის მოსაკლავად. ახალი კორონავისისგან თავის დასაცავად, ხშირად უნდა გაიწმინდოთ ხელები სპირტის შემცველი ხელსახოცით ან საპნით და წყლით დაიბანოთ. ხელები დაბანის შემდეგ უნდა გაიმშრალოთ საფუძვლიანად, ქაღალდის ხელსახოცის გამოყენებით ან საშრობით. 2. შეუძლია თუ არა ულტრაიისფერ სადეზინფექციო ნათურას ახალი კორნავირუსის მოკვლა? - ულტრაიისფერი ნათურები არ უნდა გამოიყენოთ ხელების ან კანის სხვა ადგილების სტერილიზაციისთვის, რადგან ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. 3. რამდენად ეფექტურია თერმული სკანერები ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების გამოვლენაში? - თერმული სკანერები ეფექტურია იმ ადამიანების გამოვლენაში, რომლებსაც განუვითარდათ სიცხე ახალი კორონავირუსის ინფექციის გამო. თუმცა ის ვერ გამოავლენს იმ პირებს, რომლებიც ინფიცირე...

ბორჯღალოსნები ხვალ ესპანეთის გუნდს ხვდებიან

"რაგბი ევროპის" ჩემპიონატი ხვალ მესამე ტურით განახლდება. საქართველოს ნაკრები ესპანეთს სტუმრად შეერკინება. მატჩი ჩვენი დროით საღამოს შვიდ საათზე ესპანეთის ქალაქ მედინა-დელ-კამპოში დაიწყება. თებერვალში გამართულ ორი ტურის შემდეგ საქართველო ტურნირის ლიდერია. ბორჯღალოსნებს ლელო ჯერ არ გაუშვიათ. ბელგია 31:6 დაამარცხეს, გერმანიის ნაკრებს კი რუსთავის სარაგბო სტადიონზე 50-6 სძლიეს. ესპანეთი და საქართველო აქამდე 17-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ბორჯღალოსნებმა აქედან 13 შეხვედრა მოიგეს, 3 თამაში წააგეს, ერთი კი ფრედ ითამაშეს. მილტონ ჰეიგმა 23-კაციანი რაზმი უკვე დაასახელა და მეტოქის სიძლიერის გათვალისწინებით დააბალანსა. რაზმში მხოლოდ 2 უკეპო მოთამაშეა. ესპანეთის შემდეგ რაგბის ევროპის მეოთხე ტურში საქართველოს მეტოქე რუსეთის ნაკრები იქნება. ბორჯღალოსნები რუსებს "დინამო არენაზე" 12 მარტს დაუხვდებიან. წყარო - imedinews.ge