Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

"გეტვიკის" აეროპორტში საგანგებო ვითარებაა.



"გეტვიკის" აეროპორტის თავზე შენიშნული საფრენი დრონების გამო, აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი ოთხშაბათს ღამით დაიხურა. - წერს BBC.
სპიკერმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში არ არის აეროპორტის გახსნა მოსალოდნელი და მგზავრებს ურჩია არ მოსულიყვნენ "გეტვიკის" აეროპორტში, სანამ მდგომარეობა არ დასტაბილურდება.



განცხადებას ავრცელებს Easyjet - ის წარმომადგენელიც და ჩვენ მას უცვლელად გთავაზობთ: "ჩვენ  ძალას არ ვიშურებთ, რათა ყველა მგზავრი იყოს მიყვანილი დანიშნულების ადგილამდე, წლის ამ მნიშვნელოვან დროს, თუმცა მფრინავი ობიექტების შენიშვნის გამო ისევ დახურული რჩება "გეტვიკის" აეროპორტი, შესაბამისად, უკლებლივ, ყველა რეისი შეჩერებულია.


ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ აღნიშნული შეფერხება პარასკევამდე გასტანს და მგზავრებს მათი რეისის სტატუსის შემოწმებისკენ მოუწოდებს.




განცხადებას ავრცელებს ქართული ავიაკომპანია "Airzena"-ც.
Georgian Airways-ი აცხადებს, რომ რეისების აღდგენის მომლოდონე 110 000 მგზავრიდან 89 "აირზენას" მგზავრია, რომლებიც ლონდონი - თბილისის მიმართულებით ფრენის განახლებას ელოდებიან. ავიაკომპანია აგრეთვე აცხადებს, რომ "გეტვიკის" აეროპორტი პარალიზებულია და საგანგებო ვითარებაა და ფრენების შესრულება ჯერჯერობით შეუძლებელია. ამასთანავე ამატებს, რომ საინფორმაციო ცენტრი საქართველოდან განახლებად ინფორმაციას აწვდის აღნიშნული ავიაკომპანიის მგზავრებს.

                   




სტატია მომზადებულია BBC-ის მიხედვით. ფოტოები წარმოადგენს: "დეილი ექსპრესის" "ეი-ბი-სი ნიუსისა და "ბი-ბი-სის" საკუთრებას.

გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

Comments

Popular posts from this blog

"მე ვიცი, რას ნიშნავს იცხოვრო სამშობლოსთან ახლოს, მაგრამ მაინც, მისგან ძალიან შორს იყო", - საქართველოზე უკიდეგანოდ შეყვარებული ამერიკელი - ივან ველბერი თავის ემოციებს გვიზიარებს.

"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებით ვარ დაინტერესებული... მე ვიცი, რას ნიშნავს იცხოვრო სამშობლოსთან ახლოს, მაგრამ მაინც, მისგან ძალიან შორს იყო", - საქართველოზე უკიდეგანოდ შეყვარებული ამერიკელი - ივან ველბერი თავის ემოციებს გვიზიარებს.  - როდის და რა მისიით ჩამოხვედით საქართველოში? - 2013 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტი დავამთავრე - ბაკალავრის ხარისხი მაქვს პოლიტიკურ მეცნიერებაში. მოგზაურობა მჭირდებოდა თუნდაც იმისათვის, რომ წიგნში ნასწავლი კონცეფციები და თეორიები უკეთესად გამეგო საკუთარი გამოცდილებით. თავიდან ირანში წასვლა და სპარსული ენის ცოდნის განმტკიცება მინდოდა. თუმცა, იმის გამო, რომ ამერიკელი ვარ, იქ სწავლის ან მუშაობის უფლების მოპოვება გამიჭირდებოდა. მერე ტაჯიკეთში წავედი და იქ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებით დავინტერესდი, რუსული ენა ვისწავლე. შემდეგ ყაზახეთსა და ყირგიზეთში ვიმოგზაურე. ვინც საქართველოში ნამყოფი იყო, ყოველთვის დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით ლაპარაკობდა ამ ქვეყანაზე. იმანაც გამაკვირვა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში უამრავი ქართული რესტორანი იყო,...

თეონა და დევიდი

შენ შეგიძლია ცეკვა - თეონა და დევიდი / So You Think You Can Dance - Teona and David 
მე მიყვარს სვანეთი - სოფო ნიჟარაძე