Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

სესხების განულების ვებ-გვერდი Vali.ge 18:00 საათზე ჩაირთო...


სესხების განულებასთან დაკავშირებით შექმნილი ვებგვერდი vali.ge, რომელიც 18:00 საათზე უნდა ჩართულიყო, ტექნიკური შეფერხების გამო ჯერ არ მუშაობს. როგორც "ფონდ ქართუში" ამბობენ, ვებგვერდზე შესვლას ბევრი ადამიანი ცდილობს, რის გამოც სერვერმა დატვირთვას ვერ გაუძლო. ფონდში ამბობენ, რომ პრობლემა მალე გამოსწორდება.


"ფონდი ქართუსა და მთავრობის მიერ დაანონსებული სოციალური სოლიდარობის აქტით, ე.წ. „შავ სიაში“ მყოფ 600 000-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს ვალები ჩამოეწერება. ამ ინიციატივის განსახორციელებლად, დღეს, სპეციალური ვებ-ვერდი (vali.ge) ამოქმედდა, სადაც მოქალაქეები საკუთარი მონაცემების გადამოწმებას შეძლებენ. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული აქტის მიმართ საზოგადოებაში მაღალი მოლოდინი და ინტერესია, ვებ-გვერდს ამოქმედებისთანავე ძალიან ბევრი მომხმარებელი ეწვია, რამაც მისი გადატვირთვა და მუშაობის პროცესში გარკვეული ტექნიკური შეფერხება გამოიწვია. აღნიშნული ხარვეზი ოპერატიულად აღმოიფხვრება და რა თქმა უნდა არავითარ გავლენას არ მოახდენს ვალების განულების პროცესზე. აქვე დაინტერესებულ პირებისთვის განვმარტავთ, რომ მოქალაქეებს მომდევნო სამი კვირის განმავლობაში დაუბრკოლებლად შეეძლებათ აღნიშნული სერვისით სარგეებლობა, ისინი უპრობლემოდ შეძლებენ საკუთარი მონაცემების გადამოწმებას და 15-დან 31 დეკებრამდე 600 000-ზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს ვალები სრულად გაუნულდება", - ამბობენ ფონდ "ქართუში".


როგორც დღეს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, დღეს და ხვალ აიტვირთება ბაზები, სადაც წარმოდგნილი იქნებიან "საქართველოს ბანკის", "TBC ბანკისა" და "ლიბერთი" მომხმარებლები". თანდათან კი მონაცემთა ბაზები სულ უფრო განახლდება და მოქალაქეებს საკუთარ ვალზე ინფორმაციის გადამოწმება შეეძლებათ.


როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თქვა, vali.ge-ზე ჯერ ბანკების და შემდეგ ონლაინ გამსესხებლების ბაზები აიტვირთება.


7 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ სესხების განულების ინიციატივას ბანკების ასოციაციის ყველა წევრი შეუერთდა.


საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დავალიანების განულების ინიციატივის შესახებ 19 ნოემბერს განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ საფინანსო ინსტიტუტებისადმი მოქალაქეთა დავალიანების განულების ინიციატივა ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სესხების განულების პროექტი დაპირებისამებრ 15 დეკემბერს დაიწყება.
წყარო -imedinews.ge


გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

Comments

Popular posts from this blog

"მე ვიცი, რას ნიშნავს იცხოვრო სამშობლოსთან ახლოს, მაგრამ მაინც, მისგან ძალიან შორს იყო", - საქართველოზე უკიდეგანოდ შეყვარებული ამერიკელი - ივან ველბერი თავის ემოციებს გვიზიარებს.

"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებით ვარ დაინტერესებული... მე ვიცი, რას ნიშნავს იცხოვრო სამშობლოსთან ახლოს, მაგრამ მაინც, მისგან ძალიან შორს იყო", - საქართველოზე უკიდეგანოდ შეყვარებული ამერიკელი - ივან ველბერი თავის ემოციებს გვიზიარებს.  - როდის და რა მისიით ჩამოხვედით საქართველოში? - 2013 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტი დავამთავრე - ბაკალავრის ხარისხი მაქვს პოლიტიკურ მეცნიერებაში. მოგზაურობა მჭირდებოდა თუნდაც იმისათვის, რომ წიგნში ნასწავლი კონცეფციები და თეორიები უკეთესად გამეგო საკუთარი გამოცდილებით. თავიდან ირანში წასვლა და სპარსული ენის ცოდნის განმტკიცება მინდოდა. თუმცა, იმის გამო, რომ ამერიკელი ვარ, იქ სწავლის ან მუშაობის უფლების მოპოვება გამიჭირდებოდა. მერე ტაჯიკეთში წავედი და იქ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებით დავინტერესდი, რუსული ენა ვისწავლე. შემდეგ ყაზახეთსა და ყირგიზეთში ვიმოგზაურე. ვინც საქართველოში ნამყოფი იყო, ყოველთვის დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით ლაპარაკობდა ამ ქვეყანაზე. იმანაც გამაკვირვა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში უამრავი ქართული რესტორანი იყო,...

თეონა და დევიდი

შენ შეგიძლია ცეკვა - თეონა და დევიდი / So You Think You Can Dance - Teona and David 
მე მიყვარს სვანეთი - სოფო ნიჟარაძე