Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში ბელგია 78:6 დაამარცხა


საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში ბელგია ბონუს ქულით, 78:6 დაამარცხა. მატჩი ქუთაისში, „აია არენაზე“ გაიმართა.

პირველი ტაიმი ბორჯღალოსნების აშკარა უპირატესობით წარიმართა და 33:6 დასრულდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში თითო ლელო აკაკი ტაბუცაძის, ვანო კარკაძის, სოსო მათიაშვილისა და ზურაბ ძნელაძის ანგარიშზეა, სამი გარდასახვა ზუსტად თედო აბჟანდაძემ შეასრულა, ტაიმის მიწურულს კი ბორჯღალოსნებმა საჯარიმო ლელო დადეს.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. თითო ლელო გიორგი ბეგაძემ, ბექა გორგაძემ და გიორგი თხილაიშვილმა დადეს, ზურაბ ძნელაძემ - დუბლი, აკაკი ტაბუცაძემ პოკერი გააფორმა, თედო აბჟანდაძემ კი ბურთი კიდევ ხუთჯერ გარდასახა.

სამი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას „ბორჯღალოსნები“ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, სტუმრად გამართავენ.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის სპონსორია „თიბისი“. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას კი ტელეკომპანია „იმედი" ექსკლუზიურად ახორციელებდა.



©️ - imedinews.ge | Photo: საქართველოს რაგბის კავშირი
გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi | Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

Comments

Popular posts from this blog

მითი და რეალობა კორონავირუსის შესახებ - ჯანმოს განმარტებები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსთან დაკავშირებით დასმულ მთავარ შეკითხვებს პასუხობს. რა არის მითი და რა - რეალობა: 1. ეფექტურია თუ არა ხელის საშრობები ახალი კორონავირუსის მოსაკლავად? - არა. ხელების საშრობები ეფექტური არაა კორონავირუსის მოსაკლავად. ახალი კორონავისისგან თავის დასაცავად, ხშირად უნდა გაიწმინდოთ ხელები სპირტის შემცველი ხელსახოცით ან საპნით და წყლით დაიბანოთ. ხელები დაბანის შემდეგ უნდა გაიმშრალოთ საფუძვლიანად, ქაღალდის ხელსახოცის გამოყენებით ან საშრობით. 2. შეუძლია თუ არა ულტრაიისფერ სადეზინფექციო ნათურას ახალი კორნავირუსის მოკვლა? - ულტრაიისფერი ნათურები არ უნდა გამოიყენოთ ხელების ან კანის სხვა ადგილების სტერილიზაციისთვის, რადგან ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. 3. რამდენად ეფექტურია თერმული სკანერები ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების გამოვლენაში? - თერმული სკანერები ეფექტურია იმ ადამიანების გამოვლენაში, რომლებსაც განუვითარდათ სიცხე ახალი კორონავირუსის ინფექციის გამო. თუმცა ის ვერ გამოავლენს იმ პირებს, რომლებიც ინფიცირე...

შვედეთში ჩამორთმეულ მცირეწლოვან ბავშვს მშობლებს ისევ არ უბრუნებენ.

ჩვენმა მკითხველმა ამ ამბის შესახებ რამდენიმე დღის წინ შეიტყო.  შვედეთში 9 თვის ბავშვი ქართველ მშობლებს დააშორეს და  რამდენიმე  თვიანი ბრძოლის შემდეგ ბავშვს ისევ არ უბრუნებენ. როგორც მშობლები აღნიშნავენ, ამ საკითხში ქართველების ხელიც ურევია. " მე ძალიან მაინტერესებს, საქართველოს სახელს, სახეს ან ინტერესებს, ევროპაში, რატომ წარადგენენ ისეთი ხალხი, და იმ პარტიების იდეური, მორალური და ფიზიკური მხარდამჭერები, რომლებიც არიან რეალურად ადამიანობის წინააღმდეგ დანაშაულში საჯაროდ მხილებულნი? და ვგულისხმობ თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანას, ყველგან, ყველა საკვანძო თანამდებობაზე, საზღვარგარეთ, მუშაობენ საქართველოს და ქართველი ხალხის მტრები!!!" იხილეთ პოსტი ვრცლად. " ბავშვი უკან უკან მიდის, ხელში ვეღარ აგვყავს და მაქსიმალურად გვიწელავენ დროს,რომ კიდევ დაიტანჯოს." აცხადებს ბავშვის დედა. ასევე, პოსტს აქვეყნებს კონსტანტინე კირვალიძეც, (მამა) იგი მეგობრებს, თავისი თავის შესახებ დახასიათებების გაგზავნას ელ.ფოსტაზე სთხოვს. გთავაზობთ პოსტს უცვლელად.        ...

ბორჯღალოსნები ხვალ ესპანეთის გუნდს ხვდებიან

"რაგბი ევროპის" ჩემპიონატი ხვალ მესამე ტურით განახლდება. საქართველოს ნაკრები ესპანეთს სტუმრად შეერკინება. მატჩი ჩვენი დროით საღამოს შვიდ საათზე ესპანეთის ქალაქ მედინა-დელ-კამპოში დაიწყება. თებერვალში გამართულ ორი ტურის შემდეგ საქართველო ტურნირის ლიდერია. ბორჯღალოსნებს ლელო ჯერ არ გაუშვიათ. ბელგია 31:6 დაამარცხეს, გერმანიის ნაკრებს კი რუსთავის სარაგბო სტადიონზე 50-6 სძლიეს. ესპანეთი და საქართველო აქამდე 17-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ბორჯღალოსნებმა აქედან 13 შეხვედრა მოიგეს, 3 თამაში წააგეს, ერთი კი ფრედ ითამაშეს. მილტონ ჰეიგმა 23-კაციანი რაზმი უკვე დაასახელა და მეტოქის სიძლიერის გათვალისწინებით დააბალანსა. რაზმში მხოლოდ 2 უკეპო მოთამაშეა. ესპანეთის შემდეგ რაგბის ევროპის მეოთხე ტურში საქართველოს მეტოქე რუსეთის ნაკრები იქნება. ბორჯღალოსნები რუსებს "დინამო არენაზე" 12 მარტს დაუხვდებიან. წყარო - imedinews.ge