Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

სტეფანწმინდაში ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული ქალი რუსეთის მოქალაქეა


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სტეფანწმინდაში, კობის საავტომობილო გზაზე ჩამოწოლილ ზვავთან დაკავშირებით, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, ინფორმაციას ავრცელებს.

ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, თოვლის მასის ჩამოწოლის შედეგად ჩავარდილ სატრანსპორტო საშუალებაში 3 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ერთი ქალი, რუსეთის მოქალაქე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ხევიდან ამოყვანილია ორი ადამიანი, რომელთაგან ერთს, საქართველოს მოქალაქეს მოტეხილობა აღენიშნება, ხოლო მეორე, სომხეთის მოქალაქე, უსაფრთხო ადგილზე უვნებლად არის გამოყვანილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფები.


©️ - imedi.ge | Photo - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

Comments

Popular posts from this blog

თეონა და დევიდი

შენ შეგიძლია ცეკვა - თეონა და დევიდი / So You Think You Can Dance - Teona and David 
მე მიყვარს სვანეთი - სოფო ნიჟარაძე
სხვა რაკურსში ირმა არავიაშვილის მიერ შესრულებულმა სიმღერამ საქართველო აღაფრთოვანა. მოუსმინეთ სიმღერას ეს უბრალოდ მაგარია. Another perspective Irma araviashvilis impressed by the performance of the song in Georgia. Listen to the song it's just cool. Другая перспектива Ирма araviashvilis впечатление исполнения песни в Грузии. Прослушаите песню это просто здорово. fb.com/TSJTSSGROUP