Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

სოფელ მარტყოფის ღვთაების მონასტერში მკვლელობა მოხდა


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, ღვთაების მონასტერში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ახალგაზრდა კაცია, რომელიც მონასტერში სამეურნეო საქმიანობას ეწეოდა და სასულიერო პირი არ იყო. შემთხვევა კელიაში მოხდა.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, მონასტერს შეფარებული ჰყავს უსახლკაროები და სხვადასხვა სოციალური თუ სამედიცინო პრობლემების მქონე ადამიანები. „როგორც აგვიხსნეს, ერთ-ერთმა ფსიქიურად დაავადებულმა, მონასტერს შეფარებულმა ადამიანმა მოკლა მეორე და გაიქცა მონასტრიდან“, - წერს ჯაღმაიძე Facebook-ზე.
როგორც imedi.ge-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ჯერჯერობით საქმეზე დაკავებული არავინაა.



©️ - imedi.ge | photo: shutterstock.com
გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi
Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

Comments

Popular posts from this blog

თეონა და დევიდი

შენ შეგიძლია ცეკვა - თეონა და დევიდი / So You Think You Can Dance - Teona and David 
მე მიყვარს სვანეთი - სოფო ნიჟარაძე
სხვა რაკურსში ირმა არავიაშვილის მიერ შესრულებულმა სიმღერამ საქართველო აღაფრთოვანა. მოუსმინეთ სიმღერას ეს უბრალოდ მაგარია. Another perspective Irma araviashvilis impressed by the performance of the song in Georgia. Listen to the song it's just cool. Другая перспектива Ирма araviashvilis впечатление исполнения песни в Грузии. Прослушаите песню это просто здорово. fb.com/TSJTSSGROUP