Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

რას ურჩევენ ჯანდაცვის სპეციალისტები წვერ-ულვაშიან კაცებს კორონავირუსის ეპიდემიისას


ახალი კორონავირუსის გავრცელების არეალის გაფართოების ფონზე სამედიცინო ნიღბებსა და რესპირატორებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყენებენ. ამ მეთოდს სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენ, რათა ინფექციის მასშტაბის ზრდის პროცესი შეფერხდეს.

თუმცა ნიღბებისა და რესპირატორების დამცავი ფუნქციის ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი წვერ-ულვაშს ასახელებს. დაწესებულების მიერ გამოქვეყნებული ინფოგრაფიკა წვერ-ულვაშის რამდენიმე ათეულ სტილს ასახავს. მათი უმრავლესობა ნიღბებსა და რესპირატორებთან შეუთავსებელია.

აშშ-ის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის წარმომადგენელთა განმარტებით, ზოგიერთი ტიპის წვერმა, ულვაშმა ან ორივემ ერთად, შესაძლოა, ექსჰალაციის სარქვლის ნორმალური მუშაობა შეაფერხოს. მაგალითად, ისეთი სტილი, როგორიც არის ბაკენბარდები და ულვაშის რამდენიმე ნაირსახეობა, დასაშვებია, მაგრამ ბლანჟესა და მთლიან სახეზე მოშვებული წვერის ტარება რეკომენდებული არ არის.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფოგრაფიკის მიხედვით, ცხენის ნალის მოყვანილობის ან გვერდებში აწკეპილი ულვაშების ტარება შესაძლებელია, თუმცა სიფრთხილის ზომების დაცვა აუცილებელია. ამ ყველაფრის მთავარი აზრი ის არის, რომ წვერ-ულვაში რესპირატორის ან სამედიცინო ნიღბით დაფარულ სახის მონაკვეთს არ უნდა სცილდებოდეს.



©️ - imedinews.ge | photo: shutterstock
გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi | Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

Comments

Popular posts from this blog

MGM-ის ლეგენდად ქცეულ ანიმაციურ სერიალ, "ტომისა და ჯერის" 80 წელი შეუსრულდათ

" Metro-Goldwyn-Mayer "- ის ლეგენდად ქცეულ ანიმაციას 80 წელი შეუსრულდა, საუბარია, რა თქმა უნდა, "ტომსა და ჯერიზე". მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერია უილიამ ჰანასა და ჯოსეფ ბარბერას მიერაა შექმნილი. მისი სიუჟეტი სრულად აგებულია შინაური კატისა და თაგუნას დაუსრულებელ კონფლიქტზე. სწორედ, ამ მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ანიმაციური სერიალის, თითო სერიის ბიუჯეტი 30,000.00–დან 75,000.00 დოლარამდე მერყეობს. "ტომი და ჯერი"-ს პირველი სერია  1940 წლის 10 თებერვალს გამოვიდა. მულტფილმმა მალევე გაითქვა სახელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.  საერთო ჯამში 80 წლის განმავლობაში „ტომი და ჯერის“ 164 ეპიზოდი გადაიღეს. მულტფილმმა საუკეთესო ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის „ოსკარის“ 7 პრემია მოიგო.              "ტომისა და ჯერის" მოკლემეტრაჟიანი ფილმების დასაწყისში, ყველასათვის ცნობილი "სავიზიტო ბარათი" 1946 წლიდან 1954 წლამდე ჩანდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ამავე წლის 23 დეკემბერს, "Warner Bros"-მა უნდა გამოუშვას ფილმი ...

თეონა და დევიდი

შენ შეგიძლია ცეკვა - თეონა და დევიდი / So You Think You Can Dance - Teona and David 

„გადაგვაგდე? გადაგაგდებთ”- ამ სლოგანით აქციები თბილისის გარდა რამდენიმე ქალაქში იმართება

„გადაგვაგდეთ? გადაგაგდებთ!”, -ამ სლოგანით თბილისის პარალელურად საპროტესტო აქციები რამდენიმე სხვა ქალაქშიც მიმდინარეობს. პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ პროექტის ჩაგდებას ბათუმში, ევროპის მოედანზე ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ. „აქციები გაგრძელდება მანამდე, სანამ არ მივაღწევთ მიზანს. ვერ შევეგუებით მოტყუებას. სწორედ პროპორციულ სისტემას უნდა დაესრულებინა ქუჩის აქციები და პროცესები გადასულიყო პარლამენტში. ივანიშვილი ხალხს დუელში იწვევს და ეს მიუღებულია“ , – განაცხადა აქციის მონაწილემ, გენრი დოლიძემ. აქცია იმართება ქუთაისის ცენტრალურ მოედანზეც. აქციის მონაწილეების თქმით, პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ წინასწარ დაწერილი სცენარით მოხდა. შეკრებილები ამბობენ, რომ ივანიშვილის პარტიის ხელისუფლებაში ყოფნა უნდა დასრულდეს. აქციის მონაწილეები საზოგადოებას მოუწოდებენ, პროტესტს შეუერთდნენ. „ქართულმა ოცნებამ“ ეს დანაპირებიც...