Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

ამბები / NEWS

სტიქია საქართველოში -10 ივნისის მონახაზი

ბათუმში მომხდარ აქციას უმრავლესობამ ვანდალიზმი უწოდა.


სირია ისევ მოვლენათა ეპიცენტრშია.


ახალი ამბები / News

თურქეთში რუსეთის ელჩი მოკლეს. მკვლელი ლიკვიდირებულია.


ახალი ამბები / News

ახალი წლის შეხვედრა სხვადასხვა ქვეყანაში




ახალი ამბები / News

ფლორიდა და კიდევ 2 შტატი დამანგრეველი ქარიშხლის მოლოდინშია. ქარიშხალმა საგრძნობლად დააზიანა ფლორიდის შტატი. თუმცა, ყველაზე ძლიერი ქარიშხლის ტალღა ჯერ კიდევ წინაა.

ახალი ამბები / News

ქართულ ბაზარზე "იანდექს ტაქსი" 23 აგვისტოს გამოჩნდა. რამდენიმე ქვეყნის შემდეგ, რუსულმა კომპანიამ ბიზნესის წარმოება საქართველოშიც გადაწყვიტა. კომპანია, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მის რუკებზე აფხაზეთი და ე.წ. ოსეთი ცალკე დამოუკიდებელ სახელმწიფოებადაა დატანილი, თბილისელებს ახალ სერვისს სთავაზობს, თუმცა თბილისელების ნაწილი რუსული კომპანიისთვისბოიკოტის გამოცხადებას აპირებს, მეორენი კი ტაქსით გადაადგილებაში პოლიტიკურ მოტივს არ ეძებენ.გადავწყვიტეთ ექსპერიმენტი ჩაგვეტარებინა. რუსული კომპანიის შიდა სამზარეულოსა და მძღოლების განწყობის გასაგებად, "იანდექს ტაქსით" საბურთალოდან რუსთაველის მეტრომდე ვიმგზავრეთ.ტაქსი ინტერნეტით გამოვიძახეთ. შეკვეთა 14:06 საათზე განვახორციელეთ. ტელეფონზე შეტყობინება რამდენიმე წუთში მოვიდა. ოპერატორი რუსულ ენაზე იუწყებოდა, რომ ლოდინის სავარაუდო დრო 5-7 წუთს შეადგენდა. რამდენიმე წუთში ტელეფონის ეკრანზე კიდევ ერთი შეტყობინება გამოჩნდა. გამოძახებული ტაქსი მოსვლას ვერ ახერხებდა. სამი უშედეგო ცდის შემდეგ, ლურჯი ფერის ტოიოტა შეკვეთიდან თითქმის ნახევარ საათში, 13:34 საათზე მოვიდა.ტაქსის მძღოლი შუახნის მამაკაცია, ქართველი. ტაქსი "იანდექსის" სტიკერების გარეშეა. ერთადერთი, რაც ტაქსის რუსულ კომპანიასთან კავშირზე მიუთითებს, მძღოლის სმარტფონში ჩაწერილი "იანდექსის" რუქაა. თავიდან საუბარი გაგვიჭირდა. რამდენიმე უხერხული რეპლიკის შემდეგ, მძღოლი გაიხსნა. ტარიფის სავარაუდო ღირებულება - ერთი ლარი და "რაღაც" თეთრებიო, მითხრა. შეკითხვაზე - ასეთი ტარიფიდან რამე თუ გრჩებათ-თქო? მძღოლმა მიპასუხა, რომ ფიქსირებული ხელფასი აქვთ. რამდენიმე წამში, ჩამოვარდილ სიჩუმეში, ხმადაბლა, თუმცა სიამაყენარევი სიტყვებით თქვა: "2000 ლარს იხდიან ხელფასს. 8-დან 8-მდე ვმუშაობ. მერე თავისუფალი ვარ."პირველ გულახდილ აღიარებას მეორე მოყვა. აღმოჩნდა, რომ დაბალი ტარიფებით კომპანია ბაზარზე პოზიციონირებას 2 თვის მანძილზე აპირებს. "მარკეტინგული სვლა არისო" - თქვა მძღოლმა. მარკეტინგული გეგმის ნაწილად დაასახელა ისიც, რომ მგზავრებს მხოლოდ 2004 წელს ზემოთ გამოშვებული მანქანები ემსახურებათ. "სხვა ფირმებს რომ იძახებენ, ხალხმა არ იცის რა მანქანა მოვა. ახლა ხალხს ორი თვის განმავლობაში კარგ მანქანებს მიაჩვევენ. მანქანის გამოშვების თარიღი 2004 წელს უნდა აღემატებოდეს. დასძინა ტაქსის მძღოლმა.

ახალი ამბები / News

ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების გადაკვეთაზე ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის გიორგი ჯოხაძის ძმა, სოსო ჯოხაძე მოკლეს. შემთხვევა 15:20 წუთზე მოხდა. ნიღბიანმა მამაკაცმა ავტომობილში მყოფ ჯოხაძეს და მასთან ერთად მყოფ ზაქარია ჩიბუხაშვილს ცეცხლი გაუხსნა. ჩიბუხაშვილი მძიმედ დაიჭრა. ის მკურნალობას რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადის. ფაქტი შსს-მ ცხელ კვალზე გახსნა. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებულიბადრი ნათობაძე (ბადუკა) დააკავეს. 

იგი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო, როდესაც ყველაზე თამამ და პოპულარულ მოდელზე, მარიშა მაისურაძეზე იქორწინა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით მიხედვით, ნათობაძე წინა ხელისუფლების დროს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა, თუმცა უცნობია რა თანამდებობაზე.



ახალი ამბები / News

გორის მახლობლად მომხდარ ავარიას დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ნახეთ კადრები.


ახალი ამბები / News


20 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ ჭიდაობაში მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ეს ქართული დელეგაციისთვის მეშვიდე მედალია.ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი 22 წლისაა და გორიდან გახლავთ. მისი წარსულის ერთ-ერთი უმძიმესი ეპიზოდი, გორელი ფალავნის ბავშვობას უკავღშირდება: ზუსტად 11 წლის წინ 11 წლის გენო პეტრიაშვილი კონფლიქტის ზონიდან, სოფელ ნულიდან გაიტაცეს და 3 თვის განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმს ცხინვალში ჰყავდა დატყვევებული.ბავშვი 19 აგვისტოს გაიტაცეს. ინციდენტი ფრონის ხეობის სოფელ ნულში მოხდა. 

ახალი ამბები / News

თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაში ბრალდებული 12-დან 14 წლამდე მოზარდია. "ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, აღნიშნულ ცნობას ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ავრცელებს.ქვეყნის პირველი პირის განმარტებით, აფეთქების უკან ექსტრემისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოა", რომლის სამიზნე ქურთი წყვილის ქორწილი გახდა.გაზიანთეფი სირიის საზღვართან მდებარე ქალაქია. გავრცელებული ცნობით, მას დაეშის )ისლამური სახელმწიფო) მებრძოლები საკუთარ დასაყრდენად იყენებენ.ტერაქტის შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა. 100-მდე ადამიანი დაშავდა, მათგან 17 ამ დროისთვის მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. გამოცემის თანახმად, თვითმკვლელს "ისლამურ სახელმწიფოსთან" ჰქონდა კავშირი და 2 სამართალდამცველის მკვლელობა ედებოდა ბრალად.

ახალი ამბები / News

ხვალ, ამერიკაში პროგრამა "FLEX"-ის მორიგი ნაკადი მიემგზავრება. ნაკადის ერთ-ერთი წევრი ტანძიის მცხოვრები და ტანძიის საბა დადვანის სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა ბერიანია. იგი ამერიკაში სასწავლებლად 1 წელს დაჰყოფს რის შემდეგაც საქართველოში დაბრუნდება. "ტსჯს" მთელი შემოქმედებითი ჯგუფი ვუსურვებთ მას მშვიდობიან მგზავრობას და წარმატებულ ერთ წელიწადს დიდ ამერიკაში.!

ახალი ამბები / News

რიოს ოლიმპიადაზე ლაშა შავდათუშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვარიოს ოლიმპიადაზე ლაშა შავდათუშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა რეპეშაჟში რუსი დენის იარცევის იპონით დაამარცხების შემდეგ, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და მიმდინარე თამაშებზე ქართულ დელეგაციას პირველი მედალი მოუტანა.

განსაკუთრებით ემოციური გამოდგა 2008 წლის აგვისტოს ომის მერვე წლისთავზე ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი და რუსი სპორტსმენების დაპირისპირება. ლაშას გამარჯვებას და თამაშის დასასრულს მის ჟესტს სოციალურ ქსელებში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა:

ვიკა ბუკია, ჟურნალისტი:
"იმ ძალიან მაგარი ბიჭის, შავდათუაშვილის გამარჯვებამაც ცხადყო, რომ გამიჯვნა სპორტის პოლიტიკისგან და კულტურის პოლიტიკისგან არ ხდება. დიახ, როდესაც ქვეყანა ოკუპირებულია, კალენდარზე 8 აგვისტოა, ასმაგად გიხარია გორელი ბიჭის გამარჯვება რუს სპორტსმენზე და ასმაგად გწყინს, როცა გასტროლებზე მიდიან მოსკოვში ქართული ანსამბლები. ვისაც სულ ცოტა მაინც სწამს სიმბოლოების და დამთხვევების, ჩემსავით შეაგულიანებდა ეს გამარჯვება:) მაინც სასიამოვნო და საოცრად იმედისმომცემი დასასრული ქონდა 2016 წლის 8 აგვისტოს!"

მერაბ მეტრეველი, "სახელმწიფო ხალხისთვის" წევრი:
"ორი გაფრთხილებით იგებდა. თავისუფლად შეეძლო არ გაერისკა, დრო გაეწელა და ასე მოეგო ბრინჯაო, მაგრამ არა, არ მოისვენა, სანამ ბეჭებზე არ დასცა! ესაა ხასიათი, ესაა ჯიგარი!"

გიორგი სუხიტაშვილი, მომღერალი:
"ლაშა გენაცვალე! შენა როგორ ველოდებოდი ამ შეხვედრას, დღეს რვა აგვისტოა და სიმბოლურია კარალელ კაცს მიეცა შანსი რუსთან ეჭიდავა და ჩვენმა ლაშამ ათრია ტატამზე რუსი იარცევი! მადლობა შე კაი კაცო!"

ეკა ხოფერია, ტელეწამყვანი
ოქრო, ბრილიანტი და ბაჯაღლო ხარ შენ!!! ყველაზე მაგარი დასასრული დღევანდელი დღის!
წყარო: ambebi.ge

ახალი ამბები / News

სოფელ აკურას მცხოვრებლები ყოფილი პარლამენტარის, ნოდარ მოდებაძის მკვლელობის მოტივზე საუბრობენ. ადგილობრივების ინფორმაციით, მოდებაძეს ახლად ჩაყრილი ვაზი ჰქონდა გაშენებული, რომელსაც მკვლელობაში ეჭვმიტანილის საქონელი უზიანებდა. აკურელების თქმით, მოდებაძემ მწყემსი რამდენჯერმე გააფრთხილა და მათ შორის შელაპარაკება დღესაც სწორედ ამ თემაზე მოხდა.

კამათის შემდეგ ეჭვმიტანილმა სანადირო თოფი მოიტანა და მოდებაძის მისამართით რამდენჯერმე გაისროლა. 

"ის დაქირავებული მწყემსია, მეტი შეგნება არ აქვს. რაც შეგნება ჰქონდა, ის გააკეთა. ნოდარი ადგილზევე გარდაცვლილა. საფანტის ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ლევან ესიტაშვილმა.

ნოდარ მოდებაძე დღეს საღამოს მოკლეს. "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა




ახალი ამბები / News


ჰაერის დაბინძურება იმ ძირითად გამოწვევებს შორისაა, რის წინაშეც დღეს საქართველო დგას.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას უმთავრესად ავტოტრანსპორტი იწვევს. მრავალი კვლევით დადგინდა, რომ თბილისში მოძრავი ავტომობილების უმეტესობა ტექნიკურად გაუმართავია და დიდი რაოდენობით საწვავს მოიხმარს. ძველ მანქანებს ხშირ შემთხვევაში არც აქვთ, კონვერტერი (იგივე გარდამქმნელი), რომელიც ზოგიერთი მავნე ნივთიერების გამოყოფას შეამცირებდა. რამდენიმე წლის წინ ხელისუფლებამ გააჟღერა ინიციატივა ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების აუცილებლობის შესახებ, თუმცა აღნიშნული საკითხი გაურკვეველი დროით გადაიდო.
წყარო: ambebi.ge

ახალი ამბები / News
6 აგვისტოს, თბილისის დროით გამთენიისას, რიო დე ჟანეიროში ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა. სტადიონ "მარაკანაზე", თამაშების გახსნის ცერემონალზე ოლიმპიური ცეცხლი ბრაზილიელმა მარათონელმა ვანდერლეი კარდეირუმ აანთო.


ახალი ამბები / News

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს, გლდანი-ნაძალადევის, შიდა ქართლის სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ი.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ხაშურის რაიონში დააკავეს.

ახალი ამბები / News

გლდანში 30 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. შემთხვევა დაახლოებით დღის 15:00 საათზე, ქერჩის ქუჩაზე მოხდა. გარდაცვლილს ჭრილობები თავისა და ხელის არეში აქვს მიყენებული.

გარდაცვლილის მეზობლების განცხადებით, მამაკაცი ერთ-ერთ რესტორანში ცეკვავდა. ერთ-ერთი ქალბატონის განცხადებით კი, მკვლელი სამხედრო ფორმით იყო, თუმცა სხვა დეტალები მისთვის უცნობია.

ახალი ამბები / News

20 მაისს ატენის ხეობის ერთ-ერთი სოფლიდან გაუჩინარებული 4 წლის რამაზის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ბავშვი სოფლის ცენტრში, სახლიდან ორასიოდე მეტრის დაშორებით, თანატოლებთან და 5 წლის ძმასთან ერთად თამაშობდა, რის შემდეგაც გაუჩინარდა. 

4 წლის რამაზი სოფელში დედასთან, მამასთან, ბებიასთან და და-ძმებთან ერთად ცხოვრობდა. დაკარგული რამაზის 90 წლის ბებია AMBEBI.GE-სთან საუბარში ბავშვის დაკარგვის დღეს იხსენებს: "ლეკვივით წაიყვანეს ჩემი რამაზი... ეზოდან არ ვუშვებდი ბავშვებს, 20 მაისს მეზობლის დღეობაზე გადავედი ერთი საათით, ამ დროს გასულან ჩემი ლეკვები ეზოდან და რამაზი დაიკარგა. უფროსი ძმა ამბობს, რომ წითელი მანქანით მოვიდა კაცი, რამაზი დაიჭირა და წაიყვანაო. იმის მერე ვეძებთ, პოლიციაც იყო მოსული, ტყეშიც ვიყავით, მაგრამ ძაღლებიც კი ვერ პოულობენ რამაზის კვალს. საწყალი ხალხი ვართ და ვერ ვპოულობთ ჩემს შვილს, მდიდრები რომ ვიყოთ სხვანაირად იქნებოდა ყველაფერი. ჩვენ კი სხვა ბავშვებიც წაგვართვა პოლიციამ"

ზურაბ ჯ., დაკარგული ბავშვის მამა: "ბავშვი როცა დაიკარგა და ვერ ვიპოვეთ, პოლიციაში დავრეკეთ. მოვიდა პოლიცია და გვითხრა დანარჩენი შვილები ჩვენ უნდა წავიყვანოთო. გული წამივიდა და ძლივს მომაბრუნა მეზობლის ბიჭმა. მაშინ წავიდნენ და მერე ღამის სამ საათზე მოვიდა პოლიცია და სოციალური სამსახური, პატარა წლის და რვა თვის ძუძუს ჭამდა, უფროსი გააღვიძეს და ორივე ბავშვი წაიყვანეს. გვითხრეს დროებით წავიყვანთ, რადგან თქვენ სამძებრო სამუშაოებში უნდა ჩაგრთოთო, მაგრამ სამი თვე გავიდა და ბავშვებს აღარ გვიბრუნებენ. უფროსი ტირის, სახლში უნდა... ერთი დავკარგეთ და დანარჩენები მაინც დაგვიბრუნონ. იქნებ ამაში მაინც დაგვეხმაროთ. 

ამბობენ რომ თითქოს ჩვენ გავაქრეთ ბავშვი, თითქოს დედამ გაყიდა. დედამ ხელის მოწერა არ იცის და როგორ გაყიდიდა? ქათამს ვერ გაყიდის ბაზარში. ნაბიჭვარი ხომ არ იყო რომ გაგვეყიდა? აღარ შეგვიძლია, სახლში ვართ გარეთ არ გვინდა გასვლა, გარეთ ვართ სახლში არ გვინდა შემოსვლა.  (წყარო: ambebi.ge)


ახალი ამბები / News


რეპორტაჟი გუშინდელ დღეზე.გუშინდელმა ქარიანმა წვიმამ ტანძიის რამოდენიმე ოჯახი დააზარალა.წვიმა ქართან ერთად თითქმის 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. გიტოვებთ 20 ივლისის დღის მონახაზს.


ახალი ამბები / News


გუშინდელმა ქარიანმა წვიმამ ტანძიის რამოდენიმე ოჯახი დააზარალა.წვიმა ქართან ერთად თითქმის 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. გიტოვებთ 20 ივლისის დღის მოკლე მონახაზს. ხოლო ვრცელ ინფორმაციასა და ვიდეო მასალას შემოგთავაზებთ რამდენიმე საათში.


ახალი ამბები / News


თავზარდამცემი და საშიში ღამეები გრძელდება...კუმისში გაურკვეველი პიროვნება დაიარება რომელიც ღამის საათებში მოსახლეობას აშინებს. გთავაზობთ პალიტრანიუსის მიერ გადაღებულ ვიდეო კადრებს,რომელშიც ფოტო შეგნებულად არ არის ნაჩვენები, ხოლო ჩვენ მისი გადიდება ვცადეთ. ნახეთ ფოტოები რის შემდეგაც შემოგთავაზებთ ვიდეო კადრებს. +ფოტოები




ახალი ამბები / News



სოფელ ტანძიის მოსახლეობა მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ამ საკითხით დაინტერესდა საზოგადოებრივი მაუწყებელი. ნახეთ სრული რეპორტაჟი
                                                       (ვიდეო მასალა წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ბოლნისის ტელევიზიის საკუთრებას)      


ახალი ამბები / News


ლერმონტოვის ქუჩა - ბათუმი
ბათუმში ძლიერმა წვიმამ რამდენიმე ქუჩა დატბორა. ფეისბუქზე ბათუმელი ინტერნეტმომხმარებლები ფოტოებს ავრცელებენ და წერენ, რომ ე.წ ფარეხი (ბათუმის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია), ინასარიძის ქუჩა დაიტბორა. ფერიას დასახლებაში წვიმამ საავტომობილო მოძრაობა შეაფერხა.









ახალი ამბები / News





ბოლო 6 თვის განმავლობაში თურქეთში სხვადასხვა მასშტაბის 40-მდე ტერაქტი მოხდა. ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული იყო 29 ივნისს სტამბოლის ათათურქის აეროპორტში განხორციელებული ტერაქტი, რომელსაც ბოლო მონაცემებით 41 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 239.

თურქეთში მომრავლებულმა ტერაქტებმა სერიოზული პრობლემა შეუქმნა ტურიზმის სფეროს. როგორც ტურისტული კომპანიები აცხადებენ, თურქეთში დასასვენელად წასვლის მსურველთა რაოდენობამ სწორედ გახშირებული ტერაქტების ფონზე იკლო. გამგზავრების მსურველთა რაოდენობა შემცირდა ქართველების ერთ-ერთ საყვარელ ტურისტულ მარშრუტზე - ეგვიპტეშიც.

სალომე გორგოძე, ტურისტული კომპანიის მენეჯერი: "ზოგადად თურქეთსა და ეგვიპტეში წასვლის მსურველთა რაოდენობამ იკლო, თუმცა ტურისტების ნაკადი გაჩერებული რა თქმა უნდა არ არის. არსებობს გარკვეული შიშის მომენტი. ბოლო პერიოდში იმატა ევროპაში წასვლის მსურველთა რაოდენობამ, რადგან ევროპის ქვეყნების ტურები აღარ ღირს ისეთი ძვირი, როგორც ადრე იყო. თუმცა, ბოლო პერიოდში ევროპის მიმართაც ინტერესი შეჩერებულია იქიდან გამომდინარე, რომ თითქმის ყველა ფრენა სტამბოლის გავლითაა.

თიკო მარგალიტაშვილი, ტურისტული კომპანიის მენეჯერი: "ტერაქების ფონზე თურქეთსა და ეგვიპტეში წასვლის მსურველთა რაოდენობა ჩვენთან არ შემცირებულა, მთელ მსოფლიოში ხდება ტერაქტები, ამას სამწუხაროდ ვერ გავექცევით და მაინცდამაინც თურქეთს რატომ უნდა ემოქმედა? ჩვენ ტურები გვაქვს ანტალიის რეგიონში, რომელსაც საბედნიეროდ არ შეხებია ტერაქტები, ამიტომაც წასვლის მსურველთა რაოდენობა არ შემცირებულა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სტამბოლში წასვლას მაინც ერიდებიან".

ტურისტული კომპანიების განწყობას არ იზიარებს "ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის კვლევის ცენტრის" დირექტორი ბადრი ნაჭყებია, რომელიც ამბობს რომ ამ ეტაპზე თურქეთსა და ეგვიპტეში მოგზაურობა სერიოზული საფრთხის შემცველია.

"მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ თურქეთში არ იმოგზაურონ. მინდა მივმართო ტურისტულ კომპანიებს, რომლებიც ეგვიპტის ტურებს ჰყიდიან და ხალხს არ აფრთხილებენ როგორ საშიშ ზონაში უშვებენ, გონს მოდით და ხალხი გააფრთხილეთ! სერიოზული საშიშროებაა და ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო არ აკეთებს განცხადებას, ხალხს არ მოუწოდებს არ
წავიდნენ თურქეთსა და ეგვიპტეში", - ამბობს ბადრი ნაჭყებია.

რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას, როგორც უწყებაშის პრესსამსახურში განგვიმარტეს, თურქეთში მომხდარი ტერაქტების შემდეგ, რამდენიმე გაფრთხილება გაავრცელეს, სადაც მოუწოდეს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ თურქეთში თავშეყრისა და ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ინსტრუქციებს, რაც თურქეთის უსაფრთხოების სამსახურებს აქვთ გაცემული თურქეთში მყოფი მოქალაქეებისთვის.

"სტამბოლში ისევე როგორც თურქეთის მთელ ტერიტორიაზე უსაფრთხოების დონე უმაღლეს დონეზეა აყვანილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისაგან და დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდნენ ცხელ ხაზზე საქართველოს საელჩოს ქ. ანკარაში (+90 312) 690-30-40), ასევე საქართველოს გენერალურ საკონსულოს ქ. სტამბოლში (+90 541) 818 44 00 და საქართველოს გენერალურ საკონსულოს ქ. ტრაპიზონში (+90 541) 326-22-26" - ნათქვამია სამინისტროს ვებ-გვერდზე სტამბოლის ტერაქტის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.

(წყარო - ambebi.ge)


ახალი ამბები / News

"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებით ვარ
დაინტერესებული... მე ვიცი, რას ნიშნავს იცხოვრო სამშობლოსთან ახლოს, მაგრამ მაინც, მისგან ძალიან შორს იყო", - საქართველოზე უკიდეგანოდ შეყვარებული ამერიკელი - ივან ველბერი თავის ემოციებს გვიზიარებს. 

- როდის და რა მისიით ჩამოხვედით საქართველოში?

- 2013 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტი დავამთავრე - ბაკალავრის ხარისხი მაქვს პოლიტიკურ მეცნიერებაში. მოგზაურობა მჭირდებოდა თუნდაც იმისათვის, რომ წიგნში ნასწავლი კონცეფციები და თეორიები უკეთესად გამეგო საკუთარი გამოცდილებით. თავიდან ირანში წასვლა და სპარსული ენის ცოდნის განმტკიცება მინდოდა. თუმცა, იმის გამო, რომ ამერიკელი ვარ, იქ სწავლის ან მუშაობის უფლების მოპოვება გამიჭირდებოდა. მერე ტაჯიკეთში წავედი და იქ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებით დავინტერესდი, რუსული ენა ვისწავლე. შემდეგ ყაზახეთსა და ყირგიზეთში ვიმოგზაურე. ვინც საქართველოში ნამყოფი იყო, ყოველთვის დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით ლაპარაკობდა ამ ქვეყანაზე. იმანაც გამაკვირვა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში უამრავი ქართული რესტორანი იყო, ქართული კულტურა ყველგან ფიგურირებდა. ჰოდა, სურვილი გამიჩნდა, ეს "იდუმალი" ადგილი ჩემი თვალით მენახა: 2015 წლის თებერვალში საქართველოში ჩამოვედი პროგრამის - "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" ფარგლებში. ერთი სემესტერი ვცხოვრობდი სულხან საბა ორბელიანის დაბადების ადგილას, ტანძიაში. საქართველოში ცხოვრებამ კიდევ უფრო მეტად გამიმძაფრა სურვილი, თქვენს მომხიბვლელ ქვეყანაზე მაქსიმალურად ბევრი გამეგო. ეს ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყანაა. ქართული კერძები უგემრიელესია, სადღეგრძელოები კი - ულამაზესი! საქართველო არის პეიზაჟებისა და პოეზიის ადგილი. აქ ცხოვრება ზეიმია. ამ მიწის ძარღვებში ღვინო ფეთქავს. ჩემი ამერიკელი მეგობრები დავღალე საქართველოზე ლაპარაკით. 

- ქართველ ხალხზე რას გვეტყვით?

- იმ ოჯახის წევრებს, სადაც ვცხოვრობდი, ძალიან კარგად გავუგე. ჩვენ ერთად გავატარეთ უბედნიერესი დღეები. მათ იციან ჩემი ყველაზე მტკივნეული დანაკარგის შესახებ: ვიდრე საქართველოში ჩამოვიდოდი, ძმა დავკარგე. ჩემთვის რთულ პერიოდში მომიხდა აქ ჩამოსვლა, მაგრამ საქართველოში ხალხისგან იმდენად დიდი სიყვარული ვიგრძენი, რომ ამან გამაძლიერა. მე საქართველოში მყავს ახალშეძენილი ოჯახი, რომელსაც ვერასოდეს გადავუხდი საკადრის მადლობას იმ სიკეთისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეს. 
- ყველაზე მეტად, ქართულ კულტურაში რა მოგეწონათ?
- უნიკალური კულტურა გაქვთ. თქვენი სუფრა, თავისი სადღეგრძელოებით, საოცრებაა. აქ გამოხატავენ ადამიანები თავიანთ გრძნობებს ალალად, ამერიკაში კი ასე არ ხდება - ხშირად ვმალავთ საკუთარ სიყვარულსა და ტკივილს. ამ გრძნობების გამოხატვა იქ შეიძლება, უცნაურად მოეჩვენოთ. ჩვენ ვერ ვაფასებთ, რა კარგია სხვებთან ერთად დროის ხარჯვა და გრძნობების გაზიარება, რაც ქართულ სუფრაზე ასე თვალსაჩინოა... ასევე, მოხიბლული ვარ საქართველოს მრავალფეროვანი ლანდშაფტით. ჰაერი ძალიან სუფთაა და წყალი იმდენად გამჭვირვალე, როგორიც ცა. ერთ დღეში შეიძლება ნახო ზღვა, მთები და ვენახები... ყველგან შეხვდებით ისტორიულ ძეგლებს, რაც დასაფასებელია.

- ქართულს რთულ ენად მიიჩნევენ. თქვენ არ გაგიჭირდათ სწავლა?

- რა თქმა უნდა, რთულია! უკვე თხუთმეტზე მეტი ენა სხვადასხვა დონემდე ვისწავლე, მაგრამ ქართული მართლა ყველაზე ძნელი აღმოჩნდა (ჯერ კიდევ ვსწავლობ!). გრამატიკა ძალიან რთულია. ამ წინადადების გამოთქმა: ჭრიჭინა ჭრიჭინებს ან ბაყაყი წყალში ყიყინებს, - ურთულესია! და მაინც, ქართული ენის სწავლა სასიამოვნოა, რადგან იცი, რომ ის საინტერესო, უნიკალური და ლამაზი კულტურის გაგებაში დაგეხმარება.

- როგორ ისწავლეთ მეგრული და სვანური?

- სინამდვილეში, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ვიცი მეგრულად, მაგრამ აშკარად, ეს მეგრელებზე შთაბეჭდილების მოსახდენად საკმარისია! სვანური კი გაცილებით უკეთ ვიცი, რადგან რაღაც პერიოდი აქ სვანების გარემოცვაში ვცხოვრობდი. არსებობს მხოლოდ ერთი სვანური ენის შემსწავლელი წიგნი, რომელიც ქართულადაა დაწერილი! ჰოდა, ქართულით სვანურ ენას ვსწავლობდი და ჩემი სვანური ყოველთვის უარესი იყო, ვიდრე ჩემი ქართული.

- ამჟამად სად ცხოვრობთ?

- იელის უნივერსიტეტში საერთაშორისო და შედარებითი სამართლის სტუდენტი ვარ... ამჟამად, სტაჟიორი ვარ გაეროში - ვენაში. ერთ თვეში კი ბრაზილიის უზენაეს სასამართლოში, პრაქტიკანტი ვიქნები, მერე კი ამერიკაში სწავლის გასაგრძელებლად დავბრუნდები.

- რა გეგმები გაქვთ საქართველოსთან დაკავშირებით?

- აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებით ვარ დაინტერესებული. ბევრი ადამიანი, რომელიც ტანძიაში ცხოვრობს, სოხუმიდანაა. პირადად მე, მაიამიდან ვარ, დედაჩემი და მისი ოჯახი კი კუბიდან არიან. მე ვიცი, რას ნიშნავს იცხოვრო სამშობლოსთან ახლოს, მაგრამ მაინც, მისგან ძალიან შორს იყო... იმედი მაქვს, რომ სამართლის სკოლაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 2008 წლის ომის გამოძიების შესახებ პროექტზე ვიმუშავებ - ეს ჩემი ოცნებაა. 
რა თქმა უნდა, როცა ქართველებს ვხვდები, ამას აუცილებლად, სუფრა მოყვება. საბედნიეროდ, ქართველები ყველგან არიან!



ახალი ამბები / News


ფოთში, ზღვისა და მდინარე რიონის შესართავთან, 14 წლის გიორგი გოგუა დაიხრჩო. შემთხვევა დილით ადრე მოხდა. წყალში შესული ორი მეგობრიდან ერთ-ერთის გადარჩენა იქვე არსებული ნიჩბოსნობის სკოლის სპორტსმენებმა შეძლეს, მეორეს კი ვერ უშველეს...

"ვვარჯიშობდით და ყვირილი შემოგვესმა... სამწუხაროდ, მხოლოდ ერთის გადარჩენა მოვახერხეთ", - განაცხადა ნიჩბოსნობის სკოლის მწვრთნელმა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ ბანაობისას ორივე ტალღამ გაიტაცა...

მარი, გიორგი გოგუას ოჯახის ახლობელი: გული გვეწვის ამ ოჯახის საცოდაობით. გიორგი დილით ადრე ამდგარა და დედისთვის უთქვამს, - ფეხბურთის სათამაშოდ უნდა წავიდეო. ფოთის "კოლხეთში" თამაშობდა. გულით და სულით სავსე ბავშვი იყო. 


კარგად აღზრდილი... საშინელებაა, მასზე წარსულში რომ მიწევს საუბარი. არ იცით, მის ოჯახში რა საცოდაობა ტრიალებს. დედისერთა იყო და მთელი ოჯახი მას შესცქეროდა თვალებში. დედამისი გიორგის შემდეგ ორჯერ იყო ფეხმძიმედ, ერთხელ 8 თვის ბავშვი გააჩინა მკვდარი, მეორედ 9-ის... ახლა ისეთი საცოდავია დედამისი, თვალებიდან არ ამომდის მისი სახე. ფოთში, ბაზარში მუშაობს, წვრილმანებით ვაჭრობდა და შვილს არაფერს აკლებდა. კარგად აღზრდილი შვილი ჰყავდათ. 
(წყარო-ambebi.ge)


ახალი ამბები / News

წლის ბოლომდე ბუნებრივი აირი მიეწოდება შემდეგ სოფლებს: ძველი ქვეში – 425 აბონენტი, მწყნეთი – 65 აბონენტი, ქვემო ბოლნისი – 599 აბონენტი, ფარიზი – 273 აბონენტი. კომპანია ,,სოკარი“  2017 წელს სოფელ ჯავშანიანის გაზიფიცირებასაც მოახდენს. ჯავშანიანში გაზიფიცირდება 222 აბონენტი.
SOCAR Georgia Gas-ი გაზიფიკაციის პროგრამაში 2008 წლიდანაა ჩართული. პროგრამის პირველ ეტაპზე, რომელიც 2008 წლიდან 2013 წლებს მოიცავს, მთელი საქართველოს მასშტაბით 230 ქალაქი და სოფელი გაზიფიცირდა, აშენდა 3500 კმ გაზსადენი. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ამ პერიოდში გაზგამანაწილებელ ქსელში 175 ათასი აბონენტი ჩაერთო. გაზიფიკაციის პროგრამის მეორე ეტაპის განხორციელების შესახებ მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და კომპანია SOCAR Georgia Gas-ს შორის 2013 წელს გაფორმდა. მეორე ეტაპი 2013-2017 წლებს მოიცავს. 2014 წელს კი მთელი საქართველოს მასშტაბით 1100 კმ გაზსადენი აშენდა და 34 ათასი აბონენტი გაზიფიცირდა, რომელთა შორის იყო ბოლნისის რამდენიმე სოფელიც.
ამ დროისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირებულია ქალაქი ბოლნისი, დაბა თამარისი, დაბა კაზრეთი და 20 სოფელი.
(წყარო - bolnisi.ge)


ახალი ამბები / News

ჩარგალში ბაჩანა რაზიკაშვილის სახლი იწვის.  ადგილზე სახანრძრო და სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული. დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

ხანძრის შესახებ ინფორმაცია "ფეისბუქზე" ვაჟა-ფშაველას შთამომავალმა ლელა რაზიკაშვილმა ცოტა ხნ
"პაპაჩემის აშენებული ქოხი იწვის ჩარგალში ამ წუთას! ბავშვები კარგად არიან, მე აქ ვარ და ვფიქრობ, დადგა დრო ყველაფერი ახლიდან დავიწყო! სანამ ბავშვების მშიდობას გავიგებდი, სანამ ნომერს ავკრებდი, სანამ მიპასუხებდა ვინმე იმ ერთ საუკუნეში, კიდევ ერთხელ გავიგე, რომ სიცოცხლეზე მთავარი არაფრია! ხოდა არ გეგონოთ დამწუხრებული ვარ,

ის წინ გაავრცელა.
პირიქით ახლა ვარ ენერგიით სავსე და ყველაფრის ახლიდან დაწყებას ვგეგმავ... სახურავს უკვე უკიდია, იწვის ჩემი მძიმე წარსული და მოდის მომავალი... ახალი და გახარებული მომავალი! ბავშვები კარგად არიან! ეჭვი მაქვს სახანძროზე ადრე ავალ იქ, თუმცა სახანძროს სამუშაო აღარ დახვდება, მე კი ახლა დავიწყებ ყველაფერს! ღმერთია ჩემთან! ჩვენთან! ყველასთან!", - წერს რაზიკაშვილი.
(წყარო - ambebi.ge)


ახალი ამბები / News


მიწისძვრა საქართველოში - თბილისში 4.0 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. 
ეპიცენტრი გახლავთ ფარავნის ტბა, ქალაქ დმანისის მიმდებარე ტერიტორია. ბიძგები მკვეთრად შეინიშნებოდა დმანისის მახლობლად. 
(წყარო - imedi.ge)

Comments

Popular posts from this blog

მარია ერაძემ უნიკალური პროდუქტი შექმნა, რომელიც დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი.

Photo - kutaisipost.ge ქ უთაისის ნიკო ნიკოლაძის (ყოფილი დემირელის) სახელობის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ მარია ერაძემ უნიკალური პროდუქტი შექმნა, რომელიც დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. ეს პროდუქტი მან მეწყვილესთან გიორგი ფხაკაძესთან ერთად შექმნა. ამ გამოგონებით მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები დაინტერესდნენ. მარიამმა ერთ-ერთზე, ადრიატიკის უნივერსიტეტზე შეაჩერა არჩევანი, სადაც მას 100%-იანი გრანტი მისცეს (60 ათასი დოლარის ღირებულების). ინფორმაციას გამოცემა " ნეტგაზეთი " ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მარია და მისი მეწყვილე გიორგი უნიკალურ კვლევაზე რამოდენიმე წელი მუშაობდნენ და ეს პროდუქტი ახალი პროდუქტი მიგნებაა თანამედროვე მეცნიერებაში. „ცოცხალ საკვებში“ ქუთაისელმა მოსწავლემ მხოლოდ ქართული კულტურები შეარჩია. ამარანტი უნიკალურ ნივთიერებას, ანტიოქსიდანტ სკვალენს შეიცავს, რომელიც ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას ქსოვილების ჟანგბადით გამდიდრების ხარჯზე. სწორედ ამ განსაკუთრებული ნედლეულის გამოყენებით დაიწყეს ახალგაზრდებმა ხანგრძლივი კვლევები, რათა, საბო...

15 ათასამდე მეცნიერმა კაცობრიობის მთავარი საფრთხეები დაასახელა

184 ქვეყნიდან დაახლოებით 15 000 მეცნიერმა ხელი მოაწერა  წერილს , რომელშიც "კაცობრიობის მეორე გაფრთხილებაა" აღნიშნული, -  წერს  Washington Post-ი.  მეცნიერებმა გლობალური დათბობა პლანეტის ეკოსისტემის მთავარ საფრთხედ განიხილეს (1992 წლიდან, დედამიწის საშუალო გლობალური ტემპერატურა 0,5 გრადუსით გაიზარდა, ხოლო ნახირორჟანგის წლიური  გამოყოფა  - 62%-ით). ამავე პერიოდში, შემცირდა მტკნარ წყალზე ხელმისაწვდომობა, შემცირდა ტყეების ტერიტორიების რაოდენობა და გაიზარდა ოკეანეში "მკვდარი ზონების" ზომა (მათში ცოტა ჟანგბადია).  მეცნიერების თქმით, ბოლო 25 წლის განმავლობაში, დედამიწის მოსახლეობა 2 მილიარდით გაიზარდა, მაშინ როცა სხვა ძუძმწოვრების პოპულაცია, ისევე როგორც ქვეწარმავლების, ამფიბიებისა და თევზების რაოდენობა, თითქმის 30%-ით შემცირდა.  ექსპერტებმა პლანეტის ეკოსისტემაზე ადამიანის ნეგატიური გავლენის აღმოსაფხვრელად 13 ზომა მიიღეს. მათ შორისაა - ნაკრძალების შექმნა, საკვები პროდუქტების ნარჩენების შემცირება და მწვანე ტექნოლოგიების დამკვ...

ექსკლუზივი: შამგონაში უცნაური არსება "რეიკი" გამოჩნდა - ინფორმაციას "ODISHINEWS" ავრცელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ბოლო რამდენიმე დღეა მოსახლეობა პანიკამ მოიცვა. სოფელში ამბობენ, რომ იდუმალი არსება რამდენიმე ოჯახს გვიან ღამით „სტუმრობს“. მათი თქმით, ესმით უცნაური ხმები, კარზე კაკუნი, რომელიც ძალიან აშინებთ. ამის შესახებ საქმის კურსშია შამგონის გამგებელიც:“ მე ამ ფაქტს ვერც ვუარყოფ და ვერც ვადასტურებ, რადგან რეალურად ფაქტი არ არსებობს, კი, მართალია, მოსახლეობა პანიკაშია, შეშინებულები არიან, ესმით რაღაც ხმები, მაგრამ ჯერ ხელჩასაჭიდი ვერაფერი ვიპოვეთ. შევატყობინეთ უბნის რწმუნებულსაც, მიდიან სამართალდამცავები ამ ოჯახებთან, ყურადღებას აქცევენ, 2- 3 ოჯახია სულ, რომლებიც ამბობენ, რომ მათ სახლში ღამღამობით მოდის ეს რეიკი და არ ვიცი რა ხდება, არც ფოტო არ არის გადაღებული და ისე ფაქტის გარეშე ლაპარაკი რთულია“- უთხრა „ოდიშინიუსს“  შამგონის გამგებელმა დემნა ხუბუამ.