Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

ყოველ შაბათ-კვირას ფეისბუქი განისვენებს :)

თქვენ უკვე გეცოდინებათ, რომ შაბათ-კვირას ისვენებთ, შესაბამისად დაგეგმავთ დღეს, გადაიღებთ ფოტოებს და უიქენდის ამსახველ ვიდეო თუ ფოტო მასალას ორშაბათს ატვირთავთ, ეს ერთგვარ სტიმულსაც მოგცემთ და მოუთმენლად დაელოდებით ახალი სამუშაო დღის დაწყებას.


ფეისბუქი შაბათ-კვირას გაითიშება. ამის შესახებ მისმა დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა ტელეარხ „BLEF-TV“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, თუ რატომ გაითიშება გიგანტური სოც-ქსელი შაბათ-კვირას, ცუკერბერგი პასუხობს, რომ სამყარო ზედმეტად გახდა ფეისბუქდამოკიდებული, რაც ადამიანის ფსიქიკაზე დამანგრეველ ეფექტს ახდენს.„ვფიქრობ შაბათ-კვირას ფეისბუქის გათიშვით ადამიანები შეძლებენ ერთმანეთთან რეალური ურთიერთობების დამყარებას, რაც რეალურ და ვირტუალურ სამყაროს შორის ბალანსს აღადგენს.“ – აცხადებს „ფეისბუქის“ დამაარსებელი – „წარმოიდგინეთ ფეისბუქი იქცა ერთგვარ სამუშაო ადგილად, რამაც ადამიანები მასზე ისეთივე დამოკიდებული გახადა, როგორც ნარკოტიკი, ამიტომ საჭიროა მასზე შესვლისას გამოცხადდეს ისეთივე უქმე დღეები, როგორც სამუშაოზე“.გეგმის მიხედვით აღნიშნული ცვლილება 2017 წლიდან იგეგმება, თუმცა ზუსტი დრო დაკონკრეტებული არ არის.„ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ პარასკევს, ზუსტად ღამის 12 სათზე, ქვეყნების სასარტყელო დროის მიხედვით, ფეისბუქი გაითიშება მთელ სამყაროში და ორშაბათ დილამდე არ ჩაირთვება. თქვენ უკვე გეცოდინებათ, რომ შაბათ-კვირას ისვენებთ, შესაბამისად დაგეგმავთ დღეს, გადაიღებთ ფოტოებს და უიქენდის ამსახველ ვიდეო თუ ფოტო მასალას ორშაბათს ატვირთავთ, ეს ერთგვარ სტიმულსაც მოგცემთ და მოუთმენლად დაელოდებით ახალი სამუშაო დღის დაწყებას. ამ ცვლილებით თქვენ უფრო მეტ დროს გამონახავთ ოჯახთან საურთიერთოდ, დიდი ხნის უნახავი ნათესავების სანახავად, წიგნების წასაკითხად, ბუნებაში პიკნიკის მოსაწყობად და კიდევ ვინ იცის, რამდენ დავიწყებულ ადამიანურ ქცევას გაიხსენებთ.“. – ამ სიტყვებით ცდილობს ცუკერბერგი მილიონობით აღშფოთებული ადამიანის დამშვიდებას. (წყარო - primetime.ge)
იხილეთ სტატია თუ როგორი დამოკიდებულება აქვს FaceBook-ის დამფუძნებელს თავის მილიარდებთან და მეგობარ გოგონასთან.

Comments

Popular posts from this blog

MGM-ის ლეგენდად ქცეულ ანიმაციურ სერიალ, "ტომისა და ჯერის" 80 წელი შეუსრულდათ

" Metro-Goldwyn-Mayer "- ის ლეგენდად ქცეულ ანიმაციას 80 წელი შეუსრულდა, საუბარია, რა თქმა უნდა, "ტომსა და ჯერიზე". მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერია უილიამ ჰანასა და ჯოსეფ ბარბერას მიერაა შექმნილი. მისი სიუჟეტი სრულად აგებულია შინაური კატისა და თაგუნას დაუსრულებელ კონფლიქტზე. სწორედ, ამ მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ანიმაციური სერიალის, თითო სერიის ბიუჯეტი 30,000.00–დან 75,000.00 დოლარამდე მერყეობს. "ტომი და ჯერი"-ს პირველი სერია  1940 წლის 10 თებერვალს გამოვიდა. მულტფილმმა მალევე გაითქვა სახელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.  საერთო ჯამში 80 წლის განმავლობაში „ტომი და ჯერის“ 164 ეპიზოდი გადაიღეს. მულტფილმმა საუკეთესო ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის „ოსკარის“ 7 პრემია მოიგო.              "ტომისა და ჯერის" მოკლემეტრაჟიანი ფილმების დასაწყისში, ყველასათვის ცნობილი "სავიზიტო ბარათი" 1946 წლიდან 1954 წლამდე ჩანდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ამავე წლის 23 დეკემბერს, "Warner Bros"-მა უნდა გამოუშვას ფილმი ...

თეონა და დევიდი

შენ შეგიძლია ცეკვა - თეონა და დევიდი / So You Think You Can Dance - Teona and David 

„გადაგვაგდე? გადაგაგდებთ”- ამ სლოგანით აქციები თბილისის გარდა რამდენიმე ქალაქში იმართება

„გადაგვაგდეთ? გადაგაგდებთ!”, -ამ სლოგანით თბილისის პარალელურად საპროტესტო აქციები რამდენიმე სხვა ქალაქშიც მიმდინარეობს. პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ პროექტის ჩაგდებას ბათუმში, ევროპის მოედანზე ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ. „აქციები გაგრძელდება მანამდე, სანამ არ მივაღწევთ მიზანს. ვერ შევეგუებით მოტყუებას. სწორედ პროპორციულ სისტემას უნდა დაესრულებინა ქუჩის აქციები და პროცესები გადასულიყო პარლამენტში. ივანიშვილი ხალხს დუელში იწვევს და ეს მიუღებულია“ , – განაცხადა აქციის მონაწილემ, გენრი დოლიძემ. აქცია იმართება ქუთაისის ცენტრალურ მოედანზეც. აქციის მონაწილეების თქმით, პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ წინასწარ დაწერილი სცენარით მოხდა. შეკრებილები ამბობენ, რომ ივანიშვილის პარტიის ხელისუფლებაში ყოფნა უნდა დასრულდეს. აქციის მონაწილეები საზოგადოებას მოუწოდებენ, პროტესტს შეუერთდნენ. „ქართულმა ოცნებამ“ ეს დანაპირებიც...