Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

რუსი ტურისტის დამცინავი ბლოგი საქართველოზე – ”ძველ თბილისმა 90-იანები გაგვახსენა”


“საქართველოში ყოფნის მეხუთე დღეს მოსკოვში დაბრუნება მომინდა. შავებში ჩაცმული ქართველების შემდეგ ისევ სხვადასხვა ფერის ტანსაცმელში გამოწყობილ მოსკოველებს შორის მომინდა ყოფნა.
➤ ➤ ➤ ➤ ➤ ➤ ➤ ➤ ➤ ➤ ➤ ➤ ➤ ➤ ➤ ➤ ➤ ➤ ➤ ➤ ⇙
რუსი ტურისტი ანდრეი სმირნოვი საქართველოში მოგზაურობის შესახებ ბლოგს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ საქართველოში მოგზაურობამ 90-იანი წლები გაახსენა და ერთი სული ჰქონდა, “დიდებულ მოსკოვში” დაბრუნებულიყო.
“საქართველოში ყოფნის მეხუთე დღეს მოსკოვში დაბრუნება მომინდა. შავებში ჩაცმული ქართველების შემდეგ ისევ სხვადასხვა ფერის ტანსაცმელში გამოწყობილ მოსკოველებს შორის მომინდა ყოფნა. ჩვენ ისევ მოვხვდით 90-იან წლებში და დროა 2017-ში დავბრუნდეთ.

პირველივე დღეს ძველი ქალაქი დავათვალიერე. შოკი იყო. ასობით დანგრეული ხის და ქვის სახლი, სანახევროდ დანგრეულებიც. სადღაც კედელი აკლია, მაგრამ რამდენიმე ფანჯარაში ანთია შუქი. რომელიღაც ბინას არ აქვს იატაკი, მაგრამ დანარჩენ ბინებში ხალხი მაინც ცხოვრობს. ზოგიერთი აივანი თავისუფლად შეიძლება თავზე დაგეცეს. ასფალტი მოშლილია ან არ არსებობს.
საღამოს რესტორანში წავედით. მოაქვთ მენიუ რუსულ ენაზე. მიმტანი 20 წლამდე, თავაზიანი, რუსულად კი ლაპარაკობს, მაგრამ სიტყვები აშკარად აკლდება. შევუკვეთეთ მწვადი, ხაჭაპური და ლობიო. მენიუში ლობიოსთან ერთად გაურკვეველი რუსული სიტყვა წერია. ეს რა არის? – ვკითხეთ. ბიჭი ცოტა ხანს დაფიქრდა და გვაპუსობს = კომბოსტო. ერთმანეთს გაკვირვებით შევხედეთ და გადავწყვიტეთ ეს უცნაურობა გაგვესინჯა. მოიტანეს ლობიო ქოთანში, კომბოსტოს გემოს ვერ გვრძნობთ. ქოთნის გვერდით კი თეფშზე წიწაკის მარინადი დევს. დავუძახეთ მიმტანს. “ეს არის კომბოსტო?“ – მივუთითებთ წიწაკაზე. „კომბოსტოა“ – გვპასუხობს ის.
სიცილი ძლივს შევიკავეთ.
დილით მივდივარ მშრალ ხიდზე, სადაც ძველმანების ბაზრობაა, გვერდით მდებარე სკვერში კი მხატვრების ნამუშევრები იყიდება. ასფალტზე ქართველების მთელი ყოფილი საბჭოთა სიმდიდრე აწყვია: ფაიფურის ქანდაკებები, ჭურჭელი, კედლის საათები, ბროლის ლანრაკები, ჭიქები და ჭაღები, ბეჭდები, საყურეები, წიგნები რუსულ ენაზე, ძველი ტაშტები, ინსტრუმენტები, მაკრატლები, უთოები. ჩანს, რომ საბჭოთა დროს ქართველებს არ უჭირდათ, ახლა კი ყველაფრის გაყიდვა უწევთ, რაშიც კი რამე თანხის მიღება შეიძლება. ჩვენ თითქმის ახალი, საბჭოთა მოოქროვილი ჩაის ნაკრები მოგვეწონა (75 ლარი – 1800 რუბლი). საბჭოთა კავშირში ასეთ ნაკრებს ნაცნობობით თუ შეიძენდი.
ხიდთან საფეხმავლო ქუჩაა, აბაშიძის. მისი სრული რესტავრაცია მოხდა 2016 წელს. ქუჩაში რამდენიმე ნახევრადცარიელი კაფე და პატარა მაღაზიებია. შევდივართ ჩანთების მაღაზიაში. „ფენდი“ მაიკლ კორსი“, „ბარბერი“, „შანელი“… 2000-იდან 6000 რუბლამდე. შემდეგი ფეხსაცმლის მაღაზიაა. ყველა ფეხსაცმელი თურქული წარმოების.
ლესელიძის ქუჩაზე საბავშვო მაღაზიაში შევიხედეთ. ვათვალიერებთ კაბას HM-ის იარლიყით. ფასი 20 ლარი(500 რუბლი). გამყიდველს ვეუბნებით, რომ ხვალ გამოვივლით. ის კი მოწყენილად გვპასუხობს: „მე დღეს მჭირდება ფული.“ შევხედე და მივხვდი, მას ნადვილად დღესვე, ძალიან სჭირდება 500 რუბლი.
თბილისში ძალიან ცოტაა ჩვენთვის ცნობილი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზია. რა თქმა უნდა, გუმი ან ცუმი ქართველი მომხმარებლისთვის არაა შექმნილი. მოსახლეობას არ აქვს ფული, ამიტომ ასეთი ბრენდების გახსნა არც ღირს. როგორც ჩვენ გავიგეთ, კომერციული ცენტრი მხოლოდ ერთია – ქალაქგარეთ. არც თუ ისე დიდი 4-სართულიანი შენობა, რომლის მხოლოდ ორ სართულზეა მაღაზიები, ხოლო ზედა სართულები ცარიელია. საღამოს 6 საათზე ძალიან ცოტა ხალხია. პირველ სართულზე ქალაქში ყველაზე დიდი სუპერმარკეტია. ყველა დასახელება და ქვითრები – ინგლისურად და ქართულად არის.
თბილისში, პროდუქტის ბევრი პატარა მაღაზიაა, თუმცა პროდუქტების
არჩევანი მცირეა(მაგალითად, მხოლოდ 2 სახის ყველი – იმერული და სულგუნი, არავითარი რუსული ყველის მსგავსი, ან ფეტა ან მოცარელა).
მთელი იქ ყოფნის განმავლობაში ჩვენ მხოლოდ ერთი პატარა წიგნის მაღაზია შეგვხვდა. კითხულობენ თუ არა ქართველები წიგნებს, არ ვიცი.
ქუჩებში ბევრი მოწყალების მთხოვნელია, არა მხოლოდ მოხუცები არამედ ახალგაზრდა ქალები.
მცხეთაში შავებში ჩაცმული ქალები ხელებზე ჩაგებღაუჭებიან და გიყვებიან ისტორიებს შვილებზე, რომელთაც პურიც კი არ აქვთ და არ შეგეშვებიან, სანამ ფულს არ მისცემ. სიღნაღისა და გორის გზაზე კი ქარი ნაგავს დააფრიალებს, ხეებზე და ბუჩქებზე პარკები კიდია.
ერთ საღამოს მთავარ ქუჩაზე შოთა რუსთაველის გამზირზე გავედით. რუსეთის იმპერიის დროს აგებულმადიდებულმა შენობებმა ჩვენი ყურადღება მიიქცია. და ამ ყველაფრის შუაგულში დიდი ასოებით აწერია „საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი.“
გეტყვით, რა მომიყვა ადამიანმა, რომელიც მუზეუმში იმყოფებოდა: „მუზეუმი მოგვითხრობს ყველა საშინელებას რაც ბოლშევიკებმა ქართველი ერის წინააღმდეგ ჩაიდინეს. მუზეუმის „მოსაცდელ ოთახში“ დგას ვაგონი, რომელშიც თითქოს ბოლშევიკებმა ქართველები დახვრიტეს. დარბაზის ცენტრში – ციხის კარებია. მთელი გამოფენა საპრყობილეს ჰგავს. წარწერები რუსულად არ არის: მხოლოდ ქართულ და ინგლისურ ენებზე . ამ საშინელ ფაქტებს კი ბოლშევიკების შესახებ, უცხოელი ტურისტები კამერებზე აღბეჭდავენ.
და აი აქ კი აღვშფოთდი: საქართველო საკუთარი თხოვნით გახდა იმპერიის ნაწილი. თბილისში ყველა სახლი აგებულია მე-19 საუკუნეში, მე-20 საუკუნის დასაწყისში. გენერალს (სტალინი) ან დანანებია ფული საკუთარი სამშობლოსთვის. ყველა ცნობილი ეკლესია-მონასტერი მე-19 საუკუნეში აღადგინეს, საბჭოთა კავშირის დროს.
მადლიერმა საქართველომ რუსეთს ძეგლი დაუდგა – საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი!
თუ 2014 წელს საქართველოში 4.5 მილიონი ქართველი ცხოვრობდა, 2015 წელს ოფიციალური მონაცემებით 2.7 დარჩა. რესტორანში ახალგაზრდა მუსიკოსმა გვითრხა, რომ ამ წელს მეუღლესთან და შვილთან ერთად მოსკოვში აპირებას საცხოვრებლად გადასვლას.
უნდა ვაღიარო, დროდადრო, საბჭოთა კავშირის დაშლის გამო სინანული მეუფლებოდა. მაგრამ საქართველოში ყოფნის შემდეგ, რომელსაც „რუსეთი კვებავდა“, მივხვდი, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. მათ სკოლიდან რუსული ენა განდევნეს და პირველი კლასიდან ინგლისურს ასწავლიან, ქუჩები სასვეა ქართული და ინგლისური წარწერებით, ყველა მუზეუმსა და ეკლესიზეც კი. რას იზამ. ამერიკა დაეხმარება მათ! შესაძლოა…
ჩვენ კი მოსკოვში დაბრუნება გვიხაროდა. მისი ხმაურიანი ფართო ქუჩებით, დიდებული იმპერიული არქიტექტურით, ღია ფერის ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდებით, ჭრელი ტაძრებით და მოოქროვილი გუმბათებით, მაღაზიებისა და კაფეების მიმზიდველი ვიტრინებით. მალე გაზაფხული მოვა, გაზონებზე ყვავილებს დარგავენ, კაფეების მეპატრონეები მოსკოვის ქუჩებში დამატებით მაგიდებს დადგამენ, გოგონები მოკლე კაბებს ჩაიცვამენ… ფესტივალები, კონცერტები, გამოფენები… მოკლედ, ”აქ რუსეთის სულია, აქ რუსეთის სურნელი მცემს” – წერს რუსი ტურისტი.

Comments

Popular posts from this blog

ტანგო - თავისუფლებისა და ვნების ცეკვა

ცეკვა, რომელიც 150 წელზე მეტს ითვლის. სიტყვა "ტანგო" სათავეს იბიბოს დილექტიდან იღებს და აღნიშნავს "ცეკვას დოლის რითმებზე".  ასევე არსებობს ვერსია, რომლის თანახმად, სიტყვა "ტანგო" წარმოიშვა ლათინური  " tangere "-დან, რაც ნიშნავს "შეხებას და კიდევ: "ტანგო"  ენათესავება ესპანურ " tambor "-ს და ნიშნავს "დოლს". თუ ფიქრობთ, რომ "ტანგო" ევროპული ცეკვაა, თქვენ ცდებით; ტანგოს საფუძველია არგენტინული მილონგას, აფრიკელ ხალხთა მოძრაობების,  ესპანური ფლამენკოსა და ინდიელების რიტუალური ცეკვების ნაზავი.  ევროპაში შემოსვლისას კი "ტანგოს" მოძრაობებს დაემატა პოლონური "მაზურკისა" და გერმანული "ვალსის" ელემენტები.  სხვათა შორის, თავდაპირველად "ტანგო" მხოლოდ მამაკაცების ცეკვა იყო. დიდი ხნის მანძილზე "ტანგო" იყო, არგენტინის ღარიბ მცხოვრებთა ცეკვა. მას ცეკვავდნენ ქალაქის ტავერნებსა  და მოედნებზე. XX საუკუნის დასაწყისში ცეკვა შეიჭრა ევროპაში და მაშინვე აიკრძალა,...

მითი და რეალობა კორონავირუსის შესახებ - ჯანმოს განმარტებები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსთან დაკავშირებით დასმულ მთავარ შეკითხვებს პასუხობს. რა არის მითი და რა - რეალობა: 1. ეფექტურია თუ არა ხელის საშრობები ახალი კორონავირუსის მოსაკლავად? - არა. ხელების საშრობები ეფექტური არაა კორონავირუსის მოსაკლავად. ახალი კორონავისისგან თავის დასაცავად, ხშირად უნდა გაიწმინდოთ ხელები სპირტის შემცველი ხელსახოცით ან საპნით და წყლით დაიბანოთ. ხელები დაბანის შემდეგ უნდა გაიმშრალოთ საფუძვლიანად, ქაღალდის ხელსახოცის გამოყენებით ან საშრობით. 2. შეუძლია თუ არა ულტრაიისფერ სადეზინფექციო ნათურას ახალი კორნავირუსის მოკვლა? - ულტრაიისფერი ნათურები არ უნდა გამოიყენოთ ხელების ან კანის სხვა ადგილების სტერილიზაციისთვის, რადგან ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. 3. რამდენად ეფექტურია თერმული სკანერები ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების გამოვლენაში? - თერმული სკანერები ეფექტურია იმ ადამიანების გამოვლენაში, რომლებსაც განუვითარდათ სიცხე ახალი კორონავირუსის ინფექციის გამო. თუმცა ის ვერ გამოავლენს იმ პირებს, რომლებიც ინფიცირე...

ბორჯღალოსნები ხვალ ესპანეთის გუნდს ხვდებიან

"რაგბი ევროპის" ჩემპიონატი ხვალ მესამე ტურით განახლდება. საქართველოს ნაკრები ესპანეთს სტუმრად შეერკინება. მატჩი ჩვენი დროით საღამოს შვიდ საათზე ესპანეთის ქალაქ მედინა-დელ-კამპოში დაიწყება. თებერვალში გამართულ ორი ტურის შემდეგ საქართველო ტურნირის ლიდერია. ბორჯღალოსნებს ლელო ჯერ არ გაუშვიათ. ბელგია 31:6 დაამარცხეს, გერმანიის ნაკრებს კი რუსთავის სარაგბო სტადიონზე 50-6 სძლიეს. ესპანეთი და საქართველო აქამდე 17-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ბორჯღალოსნებმა აქედან 13 შეხვედრა მოიგეს, 3 თამაში წააგეს, ერთი კი ფრედ ითამაშეს. მილტონ ჰეიგმა 23-კაციანი რაზმი უკვე დაასახელა და მეტოქის სიძლიერის გათვალისწინებით დააბალანსა. რაზმში მხოლოდ 2 უკეპო მოთამაშეა. ესპანეთის შემდეგ რაგბის ევროპის მეოთხე ტურში საქართველოს მეტოქე რუსეთის ნაკრები იქნება. ბორჯღალოსნები რუსებს "დინამო არენაზე" 12 მარტს დაუხვდებიან. წყარო - imedinews.ge