Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

„ეკო ჰაბი“ კაზრეთელი ბავშვებისათვის


CENN – ის ინიციატივითა და ადგილობრივი თვითმმართველობის დახმარებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში, 15 მარტს ახალგაზრდული „ეკო ჰაბი“ დაიწყებს ფუნქციონირებას. „ეკო ჰაბის“ არსებობა ხელს შეუწყობს დაბის და მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეების, გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლებას და მათ ჩართვას გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოფხვრაში და სოფლად მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვაში.
ცენტრი აღჭურვილი იქნება ყველა აუცილებელი ინვენტარით, ინტერიერითა და გარემოსდაცვითი ბიბლიოთეკით. ამასთანავე სკოლაში ცენტრის ბაზაზე შეიქმნება პედაგოგებითა და მაღლი კლასის მოსწავლეებით დაკომპლექტებული ეკო კლუბი.

სკოლის მოსწავლეები გახდებიან CENN-ის ელექტრონული ქსელის მომხმარებლები და ყოველდღიური ინფორმაცია ექნებათ რეგიონში გარემოსდაცვითი კუთხით მიმდინარე თუ დაგეგმილი აქტივობების შესახებ.
კაზრეთს „ეკო ჰაბის“ ოფიციალური გახსნა 2017 წლის 15 მარტისთვის იგეგმება. „ეკო ჰაბი“ რიგით მეორე ცენტრია, რომელსაც CENN რეგიონული პროექტის „გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობა სასარგებლო წიაღისეულის მართვის სექტორში კავკასიაში,“ ფარგლებში აკეთებს. პროექტი ხორციელდება გერმანული ფონდის Bread for the World-ის ფინანსური მხარდაჭერით.

Comments

Popular posts from this blog

Good Night!

ოკეანის პლასტიკური დაბინძურების მოულოდნელი და წარმოუდგენელი წყარო აღმოჩენილია

დაივერებმა შეაგროვეს 40 000-ზე მეტი გოლფის ბურთი, რომლებიც კალიფორნიის რამდენიმე გოლფის მოედნიდან იყო მიმოფანტული ოკეანეში.     იხილეთ დაივერების მიერ გადაღებული ვიდეო ↓    წყარო - Vokrugsveta.ru გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

მეცნიერებმა გამელოტებასთან ბრძოლის ეფექტურ მეთოდს მიაგნეს.

ამერიკელმა მეცნიერებმა გამელოტებასთან საბრძოლველი ახალი ეფექტური მეთოდი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალ  Nature Cell Biology-ზე  და ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის  ვებგვერდზე  გამოქვეყნდა. სპეციალისტები გამოდიან წინადადებით ღეროვანი უჯრედები იმ ფოლეკულაში გაააქტიურონ, რომელიც თმის ზრდაზეა პასუხისმგებელი. ეს პროცესი ორგანიზმის ძირითად ერთეულებში ლაქტატების(რძის მჟავას მარილების) წარმოშობის განბლოკვით უნდა მოხდეს. მეცნიერებმა ორი პრეპარატი შექმნეს, სახელწოდებით RCGD423 და UK5099, რომლებიც სხეულზე ლაქტატების წარმოშობას უზრუნველყოფენ. ექსპერიმენტები ჯერჯერობით მხოლოდ მღრღნელებზე ჩატარდა, თუმცა სპეციალისტების აზრით, ეს პრეპარატები ადამიანებზეც ეფექტურად იმუშავებს.   ადრე მეცნიერებმა არ იცოდნენ, რა ფორმით მოქმედებს ლაქტატების წარმოშობის ცვლილება თმის ზრდაზე. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ახალი პრეპარატები გამელოტებასთან საბრძოლველად ეფექტური იქნება, მათ შორის ისეთ შემთხვევებშიც, როდესაც ადამიანს ჰორმონალური დისბალანსი აქვს, ქიმითერაპიის...