Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

ექსკლუზივი: შამგონაში უცნაური არსება "რეიკი" გამოჩნდა - ინფორმაციას "ODISHINEWS" ავრცელებს

ექსკლუზივი: შამგონაში უცნაური არსება "რეიკი" გამოჩნდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ბოლო რამდენიმე დღეა მოსახლეობა პანიკამ მოიცვა. სოფელში ამბობენ, რომ იდუმალი არსება რამდენიმე ოჯახს გვიან ღამით „სტუმრობს“. მათი თქმით, ესმით უცნაური ხმები, კარზე კაკუნი, რომელიც ძალიან აშინებთ. ამის შესახებ საქმის კურსშია შამგონის გამგებელიც:“ მე ამ ფაქტს ვერც ვუარყოფ და ვერც ვადასტურებ, რადგან რეალურად ფაქტი არ არსებობს, კი, მართალია, მოსახლეობა პანიკაშია, შეშინებულები არიან, ესმით რაღაც ხმები, მაგრამ ჯერ ხელჩასაჭიდი ვერაფერი ვიპოვეთ. შევატყობინეთ უბნის რწმუნებულსაც, მიდიან სამართალდამცავები ამ ოჯახებთან, ყურადღებას აქცევენ, 2- 3 ოჯახია სულ, რომლებიც ამბობენ, რომ მათ სახლში ღამღამობით მოდის ეს რეიკი და არ ვიცი რა ხდება, არც ფოტო არ არის გადაღებული და ისე ფაქტის გარეშე ლაპარაკი რთულია“- უთხრა „ოდიშინიუსს“  შამგონის გამგებელმა დემნა ხუბუამ.
ინფორმაცია (და ფოტო)  რეიკის გამოჩენის შესახებ „ოდიშინიუსს“ შამგონის მკვიდრმა მიაწოდა, რომელიც ამბობს, რომ ფოტო სოფლის მიტოვებულ სახლს მოზარდმა გადაუღო, რომელმაც გადაღებულ სურათზე რეიკის მსგავსი გამოსახულება შეამჩნია, ჩვენი წყაროს ინფორმაციით სოფელში სწორედ ამის შემდეგ ალაპარაკდნენ ამ უცნაური არსების შესახებ, რომლის გამოჩენამაც გასული წლის ზაფხულში მთელი საქართველო პანიკაში ჩააგდო, იბეჭდებოდა ფოტოები, ვრცელდებოდა ვიოდეოები, სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებლები ამბობდნენ რომ უცნაური აღნაგობის „მანათობელი“ არსება მათი ხშირი  სტუმარი იყო. შამგონის გამგებლის თქმით, გუშინ სოფელში ეს ოჯახები სასულიერო პირებმა აკურთხეს :“ ისინი ამ ფაქტს დემონური ძალების არსებობას მიაწერენ“- განაცხადა დემნა ხუბუამ. ინფრომაციას "ოდიშინიუსი" ავრცელებს.

Comments

Popular posts from this blog

მითი და რეალობა კორონავირუსის შესახებ - ჯანმოს განმარტებები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსთან დაკავშირებით დასმულ მთავარ შეკითხვებს პასუხობს. რა არის მითი და რა - რეალობა: 1. ეფექტურია თუ არა ხელის საშრობები ახალი კორონავირუსის მოსაკლავად? - არა. ხელების საშრობები ეფექტური არაა კორონავირუსის მოსაკლავად. ახალი კორონავისისგან თავის დასაცავად, ხშირად უნდა გაიწმინდოთ ხელები სპირტის შემცველი ხელსახოცით ან საპნით და წყლით დაიბანოთ. ხელები დაბანის შემდეგ უნდა გაიმშრალოთ საფუძვლიანად, ქაღალდის ხელსახოცის გამოყენებით ან საშრობით. 2. შეუძლია თუ არა ულტრაიისფერ სადეზინფექციო ნათურას ახალი კორნავირუსის მოკვლა? - ულტრაიისფერი ნათურები არ უნდა გამოიყენოთ ხელების ან კანის სხვა ადგილების სტერილიზაციისთვის, რადგან ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. 3. რამდენად ეფექტურია თერმული სკანერები ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების გამოვლენაში? - თერმული სკანერები ეფექტურია იმ ადამიანების გამოვლენაში, რომლებსაც განუვითარდათ სიცხე ახალი კორონავირუსის ინფექციის გამო. თუმცა ის ვერ გამოავლენს იმ პირებს, რომლებიც ინფიცირე...

ბორჯღალოსნები ხვალ ესპანეთის გუნდს ხვდებიან

"რაგბი ევროპის" ჩემპიონატი ხვალ მესამე ტურით განახლდება. საქართველოს ნაკრები ესპანეთს სტუმრად შეერკინება. მატჩი ჩვენი დროით საღამოს შვიდ საათზე ესპანეთის ქალაქ მედინა-დელ-კამპოში დაიწყება. თებერვალში გამართულ ორი ტურის შემდეგ საქართველო ტურნირის ლიდერია. ბორჯღალოსნებს ლელო ჯერ არ გაუშვიათ. ბელგია 31:6 დაამარცხეს, გერმანიის ნაკრებს კი რუსთავის სარაგბო სტადიონზე 50-6 სძლიეს. ესპანეთი და საქართველო აქამდე 17-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ბორჯღალოსნებმა აქედან 13 შეხვედრა მოიგეს, 3 თამაში წააგეს, ერთი კი ფრედ ითამაშეს. მილტონ ჰეიგმა 23-კაციანი რაზმი უკვე დაასახელა და მეტოქის სიძლიერის გათვალისწინებით დააბალანსა. რაზმში მხოლოდ 2 უკეპო მოთამაშეა. ესპანეთის შემდეგ რაგბის ევროპის მეოთხე ტურში საქართველოს მეტოქე რუსეთის ნაკრები იქნება. ბორჯღალოსნები რუსებს "დინამო არენაზე" 12 მარტს დაუხვდებიან. წყარო - imedinews.ge

ყველაფერი რაც 5G მობილური ინტერნეტის შესახებ უნდა ვიცოდეთ

რა არის 5G და რას ნიშნავს ის თქვენთვის? სუპერსწრაფი „მეხუთე თაობის 5G“ მობილური ინტერნეტი ზოგიერთ ქვეყანაში 2019 წელს ამოქმედდება. გვპირდებიან, რომ გადმოწერის სიჩქარე 10-20-ჯერ სწრაფი იქნება, ვიდრე ახლა გვაქვს. რაც უნდა იყოს, განსხვავება მართლა შეცვლის ჩვენ ცხოვრებას? ახალი მობილური ტელეფონები დაგვჭრდება? და გადაწყვეტს 5G-ს ამოქმედდება ქვეყნის ზოგიერთ ტერიტორიაზე ინტერნეტის არქონის ან სუსტი სიგნალის გაუმჯობესების საკითხს? ამის შესახებ BBC წერს . რა არის 5G ზუსტად? ის მომდევნო - მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტკავშირია, რომელიც ყველაზე სწრაფ ჩამოწერისა და ატვირთვის სიჩქარეს გვპირდება, უფრო მრავალფეროვანი და უფრო სტაბილურია. მისი ამოქმედება რადიოსიხშირის გამოყენების უკეთეს ხარისხსა და ერთი და იმავე ადგილიდან, უფრო მეტი ადამიანისთვის ხარისხიან ინტერნეტთან ხელმისაწვდომობას გაზრდის.  რისი გაკეთების საშუალებას მოგვცემს 5G? „რაც უნდა იყოს, ვიცით, რომ ჩვენი სმარტფონებით საქმეს სწრაფად და ხარისხიანად გავაკეთებთ“, - განმარტავს იან ფოგი OpenSignal-იდან, რომელიც მობილური ინტერნეტკავშირის ...