Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

რუსმა ტურისტებმა ხელის მოწერით აღიარონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.

პეტიციაზე ხელის მოწერა შეგიძლიათ ბმულზე გადასვლით.

ოკუპანტი, აგრესორი ქვეყნიდან ტურისტების უვიზოდ მიღება საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებაა. ამის გამართლება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გავმიჯნავთ რუსეთს - როგორც აგრესორ სახელმწიფოს, და რუსეთიდან შემოსულ ტურისტს - როგორც ამ აგრესორი სახელმწიფოს პოლიტიკის მსხვერპლს და არა - მიმდევარს.შესაბამისად, ლოგიკურია მოვითხოვოთ მათგან ამის ფორმალური დადასტურება ჩვენი საზღვრის გადმოკვეთის დროს - იმის აღიარება, რომ ისინი არ იზიარებენ რუსეთის სახელმწიფოს ოფიციალურ, ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელ პოზიციას.ტექსტი შეიძლება იყოს მიახლოები ასეთი:

"ვკვეთავ რა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს საკუთარი სურვილით, ვიზიარებ მასპინძელი ქვეყნის საზღვრების დეფინიციას, კერძოდ, ვაფიქსირებ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო მიმაჩნია საქართველოს შემადგენელ ნაწილად".ამ ხელმოწერებს არ ექნება რაიმე იურიდიული ძალა, თუმცა იგი იქნება ნათელი მესიჯი ყველასათვის, რომ რუსი ტურისტების შემოშვებით საკუთარ პრინციპებს არ ვღალატობთ, და ტურისტებად ვუშვებთ ხალხს, რომელიც არ იზიარებს აგრესორი ქვეყნის მტრულ იდეოლოგიას. ტურისტები რომლებიც არ დააფიქსირებენ თავიან ხელმოწერას, გაბრუნდებიან საზღვრიდან უკან.აღნიშნული მექანიზმი შეიძლება დარეგულირდეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ არსებული კანონის ფარგლებში.

პეტიციაზე ხელის მოწერა შეგიძლიათ ბმულზე გადასვლით.

Comments

Popular posts from this blog

MGM-ის ლეგენდად ქცეულ ანიმაციურ სერიალ, "ტომისა და ჯერის" 80 წელი შეუსრულდათ

" Metro-Goldwyn-Mayer "- ის ლეგენდად ქცეულ ანიმაციას 80 წელი შეუსრულდა, საუბარია, რა თქმა უნდა, "ტომსა და ჯერიზე". მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერია უილიამ ჰანასა და ჯოსეფ ბარბერას მიერაა შექმნილი. მისი სიუჟეტი სრულად აგებულია შინაური კატისა და თაგუნას დაუსრულებელ კონფლიქტზე. სწორედ, ამ მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ანიმაციური სერიალის, თითო სერიის ბიუჯეტი 30,000.00–დან 75,000.00 დოლარამდე მერყეობს. "ტომი და ჯერი"-ს პირველი სერია  1940 წლის 10 თებერვალს გამოვიდა. მულტფილმმა მალევე გაითქვა სახელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.  საერთო ჯამში 80 წლის განმავლობაში „ტომი და ჯერის“ 164 ეპიზოდი გადაიღეს. მულტფილმმა საუკეთესო ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის „ოსკარის“ 7 პრემია მოიგო.              "ტომისა და ჯერის" მოკლემეტრაჟიანი ფილმების დასაწყისში, ყველასათვის ცნობილი "სავიზიტო ბარათი" 1946 წლიდან 1954 წლამდე ჩანდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ამავე წლის 23 დეკემბერს, "Warner Bros"-მა უნდა გამოუშვას ფილმი ...

თეონა და დევიდი

შენ შეგიძლია ცეკვა - თეონა და დევიდი / So You Think You Can Dance - Teona and David 

„გადაგვაგდე? გადაგაგდებთ”- ამ სლოგანით აქციები თბილისის გარდა რამდენიმე ქალაქში იმართება

„გადაგვაგდეთ? გადაგაგდებთ!”, -ამ სლოგანით თბილისის პარალელურად საპროტესტო აქციები რამდენიმე სხვა ქალაქშიც მიმდინარეობს. პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ პროექტის ჩაგდებას ბათუმში, ევროპის მოედანზე ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ. „აქციები გაგრძელდება მანამდე, სანამ არ მივაღწევთ მიზანს. ვერ შევეგუებით მოტყუებას. სწორედ პროპორციულ სისტემას უნდა დაესრულებინა ქუჩის აქციები და პროცესები გადასულიყო პარლამენტში. ივანიშვილი ხალხს დუელში იწვევს და ეს მიუღებულია“ , – განაცხადა აქციის მონაწილემ, გენრი დოლიძემ. აქცია იმართება ქუთაისის ცენტრალურ მოედანზეც. აქციის მონაწილეების თქმით, პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ წინასწარ დაწერილი სცენარით მოხდა. შეკრებილები ამბობენ, რომ ივანიშვილის პარტიის ხელისუფლებაში ყოფნა უნდა დასრულდეს. აქციის მონაწილეები საზოგადოებას მოუწოდებენ, პროტესტს შეუერთდნენ. „ქართულმა ოცნებამ“ ეს დანაპირებიც...