Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

მეცნიერებმა გამელოტებასთან ბრძოლის ეფექტურ მეთოდს მიაგნეს.


ამერიკელმა მეცნიერებმა გამელოტებასთან საბრძოლველი ახალი ეფექტური მეთოდი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალ Nature Cell Biology-ზე და ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სპეციალისტები გამოდიან წინადადებით ღეროვანი უჯრედები იმ ფოლეკულაში გაააქტიურონ, რომელიც თმის ზრდაზეა პასუხისმგებელი. ეს პროცესი ორგანიზმის ძირითად ერთეულებში ლაქტატების(რძის მჟავას მარილების) წარმოშობის განბლოკვით უნდა მოხდეს.
მეცნიერებმა ორი პრეპარატი შექმნეს, სახელწოდებით RCGD423 და UK5099, რომლებიც სხეულზე ლაქტატების წარმოშობას უზრუნველყოფენ. ექსპერიმენტები ჯერჯერობით მხოლოდ მღრღნელებზე ჩატარდა, თუმცა სპეციალისტების აზრით, ეს პრეპარატები ადამიანებზეც ეფექტურად იმუშავებს.  
ადრე მეცნიერებმა არ იცოდნენ, რა ფორმით მოქმედებს ლაქტატების წარმოშობის ცვლილება თმის ზრდაზე. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ახალი პრეპარატები გამელოტებასთან საბრძოლველად ეფექტური იქნება, მათ შორის ისეთ შემთხვევებშიც, როდესაც ადამიანს ჰორმონალური დისბალანსი აქვს, ქიმითერაპიის კურსს გადის ან სპრესულ მდგომარეობაშია. 
imedinews.ge

Comments

Popular posts from this blog

"მე ვიცი, რას ნიშნავს იცხოვრო სამშობლოსთან ახლოს, მაგრამ მაინც, მისგან ძალიან შორს იყო", - საქართველოზე უკიდეგანოდ შეყვარებული ამერიკელი - ივან ველბერი თავის ემოციებს გვიზიარებს.

"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებით ვარ დაინტერესებული... მე ვიცი, რას ნიშნავს იცხოვრო სამშობლოსთან ახლოს, მაგრამ მაინც, მისგან ძალიან შორს იყო", - საქართველოზე უკიდეგანოდ შეყვარებული ამერიკელი - ივან ველბერი თავის ემოციებს გვიზიარებს.  - როდის და რა მისიით ჩამოხვედით საქართველოში? - 2013 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტი დავამთავრე - ბაკალავრის ხარისხი მაქვს პოლიტიკურ მეცნიერებაში. მოგზაურობა მჭირდებოდა თუნდაც იმისათვის, რომ წიგნში ნასწავლი კონცეფციები და თეორიები უკეთესად გამეგო საკუთარი გამოცდილებით. თავიდან ირანში წასვლა და სპარსული ენის ცოდნის განმტკიცება მინდოდა. თუმცა, იმის გამო, რომ ამერიკელი ვარ, იქ სწავლის ან მუშაობის უფლების მოპოვება გამიჭირდებოდა. მერე ტაჯიკეთში წავედი და იქ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებით დავინტერესდი, რუსული ენა ვისწავლე. შემდეგ ყაზახეთსა და ყირგიზეთში ვიმოგზაურე. ვინც საქართველოში ნამყოფი იყო, ყოველთვის დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით ლაპარაკობდა ამ ქვეყანაზე. იმანაც გამაკვირვა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში უამრავი ქართული რესტორანი იყო,...

თეონა და დევიდი

შენ შეგიძლია ცეკვა - თეონა და დევიდი / So You Think You Can Dance - Teona and David 
მე მიყვარს სვანეთი - სოფო ნიჟარაძე