Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

Google-ის ახალი ტელეფონების მთავარი ხარვეზები დასახელდა.


ოქტომბრის მეორე ნახევარში Google-ის ახალი სმარტფონების Pixel 2-სა და Pixel 2 XL-ს გაყიდვა დაიწყო. ჟურნალისტებმა ტელეფონებზე, რომლებიც 650-850 დოლარი ღირს, პოზიტიური მიმოხილვები დაწერეს, თუმცა მომხმარებლები მთელი რიგი პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ.
1.მკრთალი ფერები
Pixel 2 XL-ის ეკრანი sRGB-ის სტანდარტით არის აწყობილი, როცა კონკურენტი კომპანიები უფრო ფართო სპექტრის ფერებს იყენებენ. საბოლოო ჯამში, Google-ს ტელეფონში გამოსახულება უფრო ბუნდოვანია.
კომპანია გეგმავს ეს პრობლემა პროგრამულად გამოასწოროს. კერძოდ, ტელეფონის განახლების შემდეგ ეკრანის ფერად პროფილზე გადართვა იქნება შესაძლებელი.
2. "ხედვის კუთხეები"
Google Pixel 2 XL-ის კიდევ ერთი უარყოფითი მხარე ის არის, რომ მას გვერდიდან თუ შევხედავთ, გამოსახულებას ლურჯი ფერი გადაჰკრავს.
3. უცნაური ხმები
სმარტფონის მომხმარებლები აცხადებენ, მათ უსიამოვნებებს უქმნით ხმები, რომელსაც მათი მობილური ტელეფონი გამოსცემს. ზოგიერთი მათგანის თქმით, კომპანიამ მათ სმარტფონების შეცვლა შესთავაზა.
Pixel 2-ის მონაცემები ასეთია: ეკრანი: 5 დუიმი, 1920×1080 პიქსელი; წყალგაუმტარი კორპუსი; კამერა: 12,2 მეგაპიქსელი, ოპტიმიზებულია დამატებითი რეალობისთვის; აქვს სტერეოდინამიკები; ეკრანი ყოველთვის ჩართულია და აქვს მუსიკის ამომცნობი; მეხსიერება: 64 და 128 გიგაბიტი; არის სამი ფერის: ცისფერი, შავი, თეთრი; აქვს სწრაფი დატენვის ფუნქცია. ფასი იწყება 649 დოლარიდან.
Pixel 2 XL-ი იგივეა, ოღონდ უფრო დიდი ეკრანით (6 დუიმი, 3200×1800 პიქსელი); გამოვა ორ ფერში: შავი და შავ-თეთრი; ფასი იწყება 849 დოლარიდან.

Comments

Popular posts from this blog

ოკეანის პლასტიკური დაბინძურების მოულოდნელი და წარმოუდგენელი წყარო აღმოჩენილია

დაივერებმა შეაგროვეს 40 000-ზე მეტი გოლფის ბურთი, რომლებიც კალიფორნიის რამდენიმე გოლფის მოედნიდან იყო მიმოფანტული ოკეანეში.     იხილეთ დაივერების მიერ გადაღებული ვიდეო ↓    წყარო - Vokrugsveta.ru გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

ბელგიის კლინიკაში ადამიანის ნაცვლად რობოტი დასაქმდა

რობოტმა სახელად Cruzr Health-მა ბელგიის კლინიკაში შეცვალა ადამიანი, რომელიც შესასვლელში დამონტაჟებულ სითბურ კამერებს აკვირდებოდა. ამის შესახებ euronews წერს. გამოცემის ცნობით კლინიკა მუშახელზე თანხას ზოგავს. რობოტის დაქირავება თვეში 1000 ევრო ღირს. Cruzr Health-ი 34 ენაზე ლაპარაკობს. ის სითბური კამერების მეშვეობით არკვევს აქვთ თუ არა კლინიკაში შემოსულ ადამიანებს მაღალი ტემპერატურა. კომპანია Zorabots-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ რობოტი საიმედოა და კარგად ასრულებს თავის ფუნქციას. ამ დროისათვის რობოტი Cruzr Health-ი მხოლოდ ბელგიის მხოლოდ ერთ კლინიკაში მუშაობს. თუმცა მათი გამოყენება კორონავირუსთან საბრძოლველად შესაძლოა სხვა კლინიკებშიც დაინერგოს. ©️ - Imedinews.ge გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjgroupge  | Follow Us on FaceBook - fb.com/tsjgroupge