კემეროვოს ხანძრის მსხვერპლთა ოჯახის წევრების მიერ შექმნილმა საინიციატივო ჯგუფმა 85 უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანის შესახებ აცხადებს. გამოცემა "ინტერფაქსის" ცნობით, დაკარგულებს შორის 70% ბავშვია, რომელთა საშუალო ასაკი 10-13 წელია.
რუსეთში, ქალაქ კემეროვოს მცხოვრებლები ქუჩაში გამოვიდნენ. ისინი სავაჭრო ცენტრში მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების დადგენასა და ადგილობრივი ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ.
შეკრებილთა ძირითადი მოთხოვნებია დადგინდეს ხანძრის შედეგად დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა, ჩატარდეს გამოძიება, თუ რა მოხდა, დაისაჯონ დამნაშავეები და გადადგეს ქალაქის მერი არმან ტულეევი და აგრეთვე სხვა ადგილობრივი მაღალჩინოსნები.
გარდა ამისა, მიტინგის მონაწილეები ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას ითხოვენ, რომელიც ამჟამად კემეროვაშია ჩასული. უახლესი ინფორმაციით, ქალაქში ასობით პოლიციელია მობილიზებული.
რამდენიმე წუთის წინ კი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 28 მარტი ქვეყნის საერთო გლოვის დღედ გამოაცხადა.
Comments
Post a Comment
მადლობა კომენტარისთვის! | TSJ GROUP Tech |