Skip to main content
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

ნინი შერმადინი "მის პლანეტა 2018" გახდა და კრიტიკოსებს მიმართავს.


ნინი შერმადინი „მისი პლანეტა 2018“ გახდა. ეს არის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც ბულგარეთში გაიმართა. ჟიურის წევრების გული ნინიმ გარეგნობასთან ერთად ვოკალური მონაცემებითაც მოირგო, როცა ტინა ტერნერის ცნობილი სიმღერა შეასრულა.
ნინიმ ახლახან გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც გამარჯვების შესახებ წერს და ასევე მიმართავს მათ, ვინც ნეგატიურად შეაფასეს მისი სილამაზის კონკურსში მონაწილეობა.

ნინი წერს:

„მეგობრებო, მიჭირს იმ ემოციის გადმოცემა, რაც მე გუშინ განვიცადე. მე წარვადგენდი საქართველოს „მისის პლანეტა 2018“-ზე. ეს არ გახლავთ სილამაზის კონკურსი, ეს არის წარმატებული ქალბატონების კონკურსი, სადაც ფასდება ინტელექტი, ტალანტი, ხასიათი, შრომისმოყვარეობა, სილამაზე და თვითდაჯერებულობა. ეს არ არის სამოდელო კონკურსი, სადაც მოდელები გამოდიან, თორე მასე ჯერ არ გავგიჟებულვარ, მანდ გავსულიყავი.
რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემი ლანძღვით არიან დაკავებული, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, როცა ვხედავ, ჟიური და ხალხი როგორ უდგას ფეხზე საქართველოს და არა მე.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ეკა მგალობლიშვილს და ფატუნას და ირინა პაპაზოვას, რომ მაიძულეს და დამარწმუნეს, მონაწილე ვყოფილიყავი ამ არაჩვეულებრივი კონკურსის, რამაც კიდევ უფრო შემმატა საკუთარი თავის რწმენა. დიდი მადლობა ყველას სიყვარულისთვის!“




წყარო - Fortuna.ge
გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

Comments

Popular posts from this blog

ცარიელია სახლი...

თინათინ ჭაბუკიანის დოკუმენტური ფილმი "ცარიელია სახლი". საქართველოს გმირები. ყველაზე მტკივნეული დღე. გთხოვთ,12 წლამდე ასაკის ბავშვები მოარიდეთ ეკრანებს.   ‪#‎ გვახსოვდეს8აგვისტო‬ !

ოკეანის პლასტიკური დაბინძურების მოულოდნელი და წარმოუდგენელი წყარო აღმოჩენილია

დაივერებმა შეაგროვეს 40 000-ზე მეტი გოლფის ბურთი, რომლებიც კალიფორნიის რამდენიმე გოლფის მოედნიდან იყო მიმოფანტული ოკეანეში.     იხილეთ დაივერების მიერ გადაღებული ვიდეო ↓    წყარო - Vokrugsveta.ru გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi