shutterstock.com დ ღეს ფიონჩანგში ზამთრის ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა. ფიონჩანგის ოლიმპიურ სოფელში საქართველოს დროშა საზეიმოდ გუშინ აღიმართა. ფიონჩანგის ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოდან 4 სპორტსმენი - მოთხილამურეები იასონ აბრამაშვილი და ნინო წიკლაური, მოციგურავე მორის ყვითელაშვილი და მოციგავე გიორგი სოღოიანი იასპარეზებენ. გახსნის ცერემონიის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად ითვლება თამაშებში მონაწილე ყველა ქვეყნის დელეგაციის აღლუმი, რომელიც საკმაოდ სანახობრივია. ტრადიცია გულისხმობს, რომ დელეგაციები მასპინძელი ქვეყნის ენის ანბანური წესრიგის მიხედვით გამოვლენ. ოლიმპიადის გახსნის და დახურვის ცერემონიები ფიონჩანგში, ოლიმპიურ სტადიონზე ჩატარდება, რომელიც 35 ათას მაყურებელს იტევს. სამხრეთ კორეის ზამთრის ოლიმპიადა პირველია, სადაც მედლების 100-ზე მეტი კომპლექტი გათამაშდება. 15 დისციპლინაში სულ 102 შეჯიბრი გაიმართება. შეჯიბრებები სამხრეთ კორეის ორ ქალაქში გაიმართება. ფიონჩანგის სამთო სათხილამურო კურორტი ალპენსია ცენტრალური ადგილი ...