სერიალი "დაკარგულები" მთელი 6 სეზონის განმავლობაში მაყურებელს იმორჩილებდა. ამ ხნის განმავლობაში სერიალმა უამრავი პრემია და სატელევიზიო ჯილდო მოიპოვა. ამ ფანტასტიურ საგას ოაჰუზე, ჰავაის არქიპელაგის ერთ-ერთ კუნძულზე იღებდნენ. სერიალის მთავარი არსი კუნძულზე თვითმფრინავის ჩამოვარდნა არის, რომელიც ინსცენირებული იყო მოქულას სანაპიროზე. რეჟისორები ცდილობდნენ, მაქსიმალურად რეალური ყოფილიყო მათი კადრები, ამიტომ ეკონომია არ გაუკეთებიათ დეტალებზეც კი და მეტიც, პლიაჟზე მიმოფანტეს ნამდვილი "ბოინგ-777"-ი. ამ პლიაჟზე, თვითმფრინავთან "სელფის" გადაღება დღესაც შეგიძლიათ. თქვენ უბრალოდ უნდა გაისეირნოთ სანაპიროზე, სადაც უშვებენ ნებისმიერ მსურველს. გადარჩენილების ბანაკი სხვა სანაპიროზე - პაპაოლოზე აშენდა. მთელი გადაღების მანძილზე, გადასაღებ მოედანს პოლიცია იცავდა, რათა გულშემატკივრებს არ დაეზიანებინათ, ან არ წაეღოთ დეკორაციები, რომლებსაც არ შლიდნენ თვეების მანძილზე. სხვათაშორის, გადამღები ჯგუფის წევრებმა და მსახიობებმა, გადაღებისას სახლებიც კი შეიძინეს კუნძულზ...