დიდი ბრძოლის შემდეგ, ქართველ წყვილს ჩამორთმეული შვილი დაუბრუნეს. ინფორმაციას ბავშვის მშობლები ავრცელებენ. ერიკი, (ბავშვი) მშობლებს, სოციალურმა მუშაკებმა შვედეთში ჩამოართვეს მაშინ, როცა იგი ჯერ კიდევ 9 თვის იყო. ბავშვის ჩამორთმევის მიზეზებზე საუბრობდა კონსტანტინე კირვალიძე mshoblebi.ge - სთან. მაშინ კონსტანტინემ (მამა) ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ საქმის უკან გავლენიანი ძალები იდგნენ, რომლებსაც მასზე ანგარიშსწორება უნდოდათ. Mshoblebi.ge-ს კითხვაზე, თუ რა იყო ბავშვის ჩამორთმევის ოფიციალური მიზეზი, კონსტანტინემ განაცხადა: " ჩემზე განაცხადეს, რომ ვეწეოდი მარიხუანას და თურმე, ერთ მომენტში ვიყავი აგრესიული. ეს მიზეზი დიდი ხანია არსებობს, რადგან მე მაქვს ამჟამად 60-დღიანი ანალიზის, ნარკო და ალკო ტესტის პასუხები, რომ ვარ სრულიად სუფთა. არც არასდროს შემიქმნია საფრთხე არავისთვის ჩემი მოწევით." მშობლები 3 თვეზე მეტ ხანს იბრძოდნენ ბავშვის დასაბრუნებლად და როგორც ჩანს, ერიკი მშობ...