ბაქოში ალუჩა ფანტასტიკურ ფასად იყიდება. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ დედაქალაქის სავაჭრო ცენტრში ალუჩას ასტრონომიული ფასი აქვს. პორტალი Oxu.Az Ölkə.аz წერს, რომ Port Baku-ში ერთი კილოგრამი ალუჩა 720 აზერბაიჯანულ მანათად (₼), ანუ 1052 ლარად (₾) იყიდება. მიუხედავად იმისა, რომ ბაქოში ალუჩა საკმაოდ მაღალ ფასად იყიდება, მყიდველი მაინც ბევრი ჰყავს. პორტალი წერს, რომ ალუჩაზე მოთხოვნა ქალების მხრიდანაა. ის განსაკუთრებით პოპულარულია ორსულ ქალებში, ამიტომაც ისინი და მისი ოჯახის წევრები იძულებული არიან ის ნებისმერ ფასად შეიძინონ.