კვამლში გახვეული ბორჯომის ხეობა ხანძრის გაჩენიდან მესამე დღეს. სოფ. დაბა, 22 აგვისტო, 2017 წ. ფოტო: ვახო ხეთაგური უკვე რამდენიმე თვეა National Geographic საქართველო მუშაობს სტატიაზე, რომლის გამოქვეყნება შემოდგომის ერთ-ერთ ნომერში იგეგმებოდა. სტატიის მთავარი თემა ბორჯომის ხეობის ტყე იყო და ჩვენს მიზანს წარმოადგენდა, გაგვეანალიზებინა, თუ რა პროცესები მოსდევს ტყის მასიურ გადაწვას, რა ემართება ბიომრავალფეროვნებას და როგორ ხდება ტყის რეგენერაცია. გვინდოდა, მკითხველისთვის დაგვენახებინა ის პროცესები, რომლებიც თვალით ხილულის მიღმა მიმდინარეობს და ჩვენს ეკოსისტემასა და თითოეულ ჩვენგანზე ახდენს გავლენას. მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დაწყებული ტრაგედიის გამო, გადავწყვიტეთ, სტატიის მოკლე ვერსია ვებგვერდის საშუალებით შემოგთავაზოთ - სამწუხაროდ, ჟურნალში გამოქვეყნებამდე მასში ბევრი რამის შეცვლა მოგვიწევს და 2008 წლის აგვისტოს ტრაგედიასთან ერთად, 2017 წლის აგვისტოს ხანძრის გაანალიზებაც. სოფ. დაბა. 2017 წლის 21 აგვისტო. ხანძრის გაჩენიდან მეორე ღამე. ტყის პირას მობილიზებულია სახანძრო მანქ...