როდესაც რაღაც იწყება მას დასასრული აუცილებლად ექნება, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც დასარული ჯერ კიდევ შორსაა. ჩვენი ჯგუფი 2012 წლის 15 აპრილს შეიქმნა და დღემდე წერდა ისტორიას, რომელსაც თქვენ ყოველდღიურად კითხულობდით. რა თქმა უნდა, იყო ბევრი სირთულე, თუმცა მის გარეშე წინსვლა წარმოუდგენელია. როგორც უკვე იცით, ან ჯერ კიდევ არ იცით, 31 ოქტომბერს სრულდება ჩვენი ვებ-გვერდის, "ფეისბუქ" გვერდის, "ტვიტერ" გვერდისა და "იუთუბ" არხის განახლება, ანუ ჩვენი პორტალის რებრენდინგი. შეიცვლება ყველაფერი, რასაც დღემდე ხედავდით. შეიძლება ითქვას, რომ ეს იქნება 7 წლიანი ისტორიის ახალი ფურცლები, რომლებიც განაგრძობენ წიგნის აკინძვას. წიგნის, რომელიც ალბათ ოდესღაც აუცილებლად დასრულდება და ამ ჯგუფის თითოეული ყოფილი, თუ ამჟამინდელი წევრის გულის თაროზე დაიკავებს საპატიო ადგილს. ეს ხომ ის ტკბილი პერიოდია, რომელსაც თინეიჯერობას ვუწოდებთ. ძალიან მოკლედ გეტყვით ამ ჯგუფის წევრების შესახებ. თითოეული ჩვენგანი დღეს, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტია. მაშინ, რ...