ძ ველეგვიპტური ფრინველის მუმიის კომპიუტერული ტომოგრაფიით შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ კირკიტამ თაგვი გადაყლაპა და დაიხრჩო. საყლაპავ მილში მღრღნელის კუდის ძვლები მოჩანდა, მუცელში კი კიდევ ორი თაგვის და ბეღურას ბრჭყალები. "როგორც ჩანს, ფრინველი ბევრს ჭამდა", ამბობს მუმიების ექსპერტი სალიმა იკრამი. ბ უნებაში მტაცებელი ფრინველი მსხვერპლს გადაყლაპავდა, მოინელებდა რამდენსაც შესძლებდა და ძვლებსა და კბილებს უკან ამოანთხევდა. ამ კირკიტას კი, სავარაუდოდ, დატყვევებულს ძალით აჭამეს, როგორც იმ მილიონობით ცხოველს, მსხვერპლად რომ წირავდნენ. ( ძვ.წ) 600 წლიდან მოყოლებული (ძვ.წ.) 250 წლამდე ცხოველებს მუმიფიცირებას უტარებდნენ და ღმერთებს უძხვნიდნენ. - ა. რ. უილიამსი