Skip to main content

Posts

ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

სოფო ნიჟარაძე - მე მიყვარს სვანეთი

მოძველბიჭო სასულიერო პირები.

სასულიერო პირის ჩხუბის კადრებმა სოც.ქსელები მოიარა და ერთგვარ ჰიტადაც იქცა. ერთ-ერთი ვერსიით, საჭესთან მჯდომ მღვდელს, გზა მანქანამ ჩაუჭრა და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს, რაც დაპირისპირების მიზეზი გახდა.

კანადაში მაღაზიის გამყიდველმა ორი მძარცველი მოიგერია.

მაღაზიის გამყიდველს "გმირის" ტიტული მიანიჭეს მას შემდეგ, რაც მან ორი შეიარაღებული მძარცველის მოგერიება შეძლო. ინფორმაციას   The Independent -ი ავრცელებს.  კანადის ქალაქ კალგარიში, ნისარ აჰმედი მარტო მუშაობდა, როდესაც მაღაზიაში ორი ქურდი შემოიჭრა. აჰმედმა თავიდან განუცხადა, რომ შეუძლიათ ყველაფერი აიღონ, თუმცა შემდეგ ერთ-ერთი მძარცველი გამოიჭირა და შემდეგ მეორეს გაჩერებაც შეძლო.  აჰმედმა ერთ-ერთისთვის ნიღბის მოხსნაც შეძლო და შემდგომ ისინი მაღაზიაში გამოკეტა. ბოლოს მის დასახმარებლად პოლიციელებიც გამოჩდნენ.             imedinews.ge

ხანძრის გამო სასტუმრო რუსთაველიდან სტუმრები გაიყვანეს.

ფოტო: ნინო არღვლიანი თავისუფლების მოედანზე მდებარე სასტუმრო "რუსთაველში" გაჩენილი ხანძრის გამო, შენობაში ევაკუაცია მოხდა. სასტუმროს ერთ-ერთი მფლობელი იციკ მოშე ამბობს, რომ ხანძარი მხოლოდ ერთ ნომერში გაჩნდა და მისი გავრცელების საფეთხე არ არსებობს.  თავისუფლების მოედანზე ამ წუთებში 2 სახანძრო და რამდენიმე ათეული მეხანძრე მუშაობ. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამველები. სასტუმროს თანამშრომელთა ინფორმაციით, ხანძარი ერთ-ერთ ნომერში, სავარაუდოდ, ვიზიტორის დაუდევრობის გამო  გაჩნდა . წინა სტატია

ვანკუვერის აეროპორტში მგზავრების გასართობად სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები ჰყავთ

ადამიანების დიდი ნაწილისთვის აეროპორტში თვითმფრინავის ლოდინი და შემდეგ საათობით თვითმფრინავში ჯდომა გარკვეულ უსიამოვნებასა და სტრესთანაც არის დაკავშირებული. სწორედ ამ უარყოფითი ემოციების გასანეიტრალებლად ვანკუვერის აეროპორტში მგზავრებს ახალ თერაპიულ მეთოდს სთავაზობენ - დრო ძაღლებთან ერთად გაატარონ. ინფორმაციას CBC  ავრცელებს. თითოეულ ძაღლს ყელზე განსხვავებული ბენდენები უკეთია, ამიტომ მათი გარჩევა სხვა მოგზაური ძაღლებისგან მარტივია. აეროპორტში ამ პროგრამის მონაწილე 7 ძაღლია. მათი მთავარი დანიშნულებაა გაართონ რეისის მომლოდინე მგზავრები. ძაღლები თავისუფლად გადაადგილდებიან აეროპორტის მოსაცდელ დარბაზში და მათთან მიახლოება, მოფერება და დროის გატარება ყველას შეუძლია. imedinews.ge

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა.

ფოტო: ვასილ დაბრუნდაშვილი ბორჯომის ხეობაში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა. ადგილზე უკვე მივიდნენ მეხანძრეები და სამაშველო ბრიგადები. პოლიციამ ტერიტორიამდე მისასვლელი გზა გადაკეტა. დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხეობაში ხანძარი  ლიკვიდირებულია . ენერგეტიკის მინისტრ ილია ელოშვილის თქმით, ვიდრე გვალვიანი პერიოდია, ხეობაში სრული მობილიზება იქნება.  სომხურმა და აზერბაიჯანულმა დამხმარე სამაშველო ძალამ, რომელიც ქართველ სამაშველო ჯგუფს ბორჯომის ტყის ხანძრის ჩაქრობაში ეხმარებოდა, ხეობა უკვე  დატოვა.  ბორჯომის ხეობაში ხანძარი 20 აგვისტოს  გაჩნდა . სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის სამსახურის უფროსის ნათია იორდანიშვილის განცხადებით, ხანძარი ბორჯომის ტყეში იმ  250 ჰექტარ  ტერიტორიაზე გაჩნდა, რომელიც 2008 წლის ომის დროს პირწმინდად განადგურდა. შესაბამისად ცეცხლი ძირითადად ბალახს, ბუჩქნარს და ახალ ნარგავებს ეკიდა. ხანძარი ხის ვარჯებზე, შეიძლება ითქვას, არ გადასულა. სტატიის გაგრძელება

ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის კერა ლოკალიზებულია.

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში გაჩენილი ხანძრის ახალი კერა მეხანძრეებმა უკვე ჩააქრეს. სოფელ დაბაში ხანძრის ახალი კერა ქარმა გააღვივა. დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხეობაში ხანძარი  ლიკვიდირებულია . ენერგეტიკის მინისტრ ილია ელოშვილის თქმით, ვიდრე გვალვიანი პერიოდია, ხეობაში სრული მობილიზება იქნება.  სომხურმა და აზერბაიჯანულმა დამხმარე სამაშველო ძალამ, რომელიც ქართველ სამაშველო ჯგუფს ბორჯომის ტყის ხანძრის ჩაქრობაში ეხმარებოდა, ხეობა უკვე  დატოვა .  ამ დროისთვის ბორჯომის ხეობაში შინაგან საქმეთა და თავდაცვის უწყების რამდენიმე ასეული თანამშრომელი რჩება. ბორჯომის ხეობაში ხანძარი 20 აგვისტოს  გაჩნდა . სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის სამსახურის უფროსის ნათია იორდანიშვილის განცხადებით, ხანძარი ბორჯომის ტყეში იმ 250 ჰექტარ ტერიტორიაზე  გაჩნდა , რომელიც 2008 წლის ომის დროს პირწმინდად განადგურდა. შესაბამისად ცეცხლი ძირითადად ბალახს, ბუჩქნარს და ახალ ნარგავებს ეკიდა. ხანძარი ხის ვარჯებზე, შეიძლება ითქვას, არ გადასულა. წყარო ...

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ისევ ჩაერთო.

ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოებში დღეს ავიაცია ისევ ჩაერთო. ხანძრის მცირე კერების ჩაქრობაში სასაზღვრო პოლიციის ერთი ვერტმფრენი მონაწილეობს. ეს გადაწყვეტილება საგანგებო შტაბმა მიიღო, რადგან ბორჯომის ხეობაში ნისლი აღარ არის.   ბორჯომის ხეობაში ავიაციის მუშაობა ნისლის გამო  შეჩერებული იყო . რეგიონული განვითარების მინისტრმა დილით, საგანგებო შტაბის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ავიაცია განაახლებს მუშაობას.  საქართველო ამ ეტაპზე მხოლოდ თურქულმა თვითმფრინავმა დატოვა. კრიტიკულად მიჩნეულ ადგილებში მთელი ღამის განმავლობაში იმოფებოდნენ სამხედროები, რათა საჭიროების შემთხვევაში ოპერატიულად ემოქმედათ. ხეობაში ღამემ გართულებების გარეშე ჩაიარა.  დილის 6 საათიდან საგანგებო შტაბში იმყოფებიან შს, ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის მინისტრები.

დამწვარი ტყე ბორჯომის ხეობაში. ფოტოკოლაჟი

                                           ბორჯომის ხეობა                                                ფოტო: ცოტნე გეგეჭკორი 21 აგვისტოს, ბორჯომის ხეობაში დაწყებული ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება. დამწვარი ტყის ზუსტი ფართობი ჯერ უცნობია. სავარაუდოდ, ის 10 ჰექტარს აჭარბებს. გთავაზობთ, "იმედის" ფოტოკოლაჟს სტიქიის ზონიდან.    

დღე მეშვიდე - ბორჯომის ხეობაში ავიაციამ მუშაობა განაახლა. ქარის შედეგად გაჩენილი ცეცხლი, ისევ აქტიურია.

ბორჯომის ხეობაში დილიდან მუშაობა განაახლეს ვერტმფრენებმა. სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. ამასთან, დღეს დილით ხეობაში ქართველი ჯარისკაცები ჩავიდნენ.  1000 ჯარისკაცი მიეხმარება იმ მეხანძრეებსა და მაშველებს, რომლებიც ხეობაში მუშაობენ.  ბოლო ინფორმაციით, გაჭრილია ხანძრის კერებთან მისასვლელი გზები, საერთო ჯამში, 12 კილომეტრი. სწორედ ამ გზების მეშვეობით უახლოვდება ცეცხლის კერებს მძიმე ტექნიკა. ხანძრის ძირითადი მონაკვეთები სპეციალურ თხრილების რკალშია მოქცეული, რაც გავრცელების რისკს მინიმუმამდე ავრცელებს. კვლავ აქტიურია ის ადგილები, სადაც ცეცხლი ქარის შედეგად ხელახლა გაჩნდა. წყარო - imedinews.ge

წეროვანში ხანძარი ლოკალიზებულია.

წეროვანში ხანძარი ლოკალიზებულია. ბოლო ინფორმაციით, ცეცხლი 8-10 ჰექტარ ბალახსა და ბუჩქნარს მოედო. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახურის სამი ეკიპაჟი და ამჟამად მცირე კერების ჩაქრობა მიმდინარეობს. ხანძრის შედეგად, არავინ დაშავებულა. ​ინფორმაციას  1tv  ავრცელებს. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზურაბ აბესაძის განცხადებით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ მოსახლეობის დაუდევრობა გახდა.

დღეს საქართველოს მასშტაბით ხანძარი 6 ლოკაციაზე იყო.

დღეს საქართველოს მასშტაბით ხანძარი 6 ლოკაციაზე იყო. უმეტეს ადგილას ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა. დღის შემაჯამებელ ინფორმაციას  Ipress  ავრცელებს. ყველაზე რთული მდგომარეობა ისევ  ბორჯომის  ხეობაშია, სადაც ხანძრის ლოკალიზება ისევ ვერ მოხერხდა, თუმცა შესაბამის სამსახურებში აცხადებენ, რომ ხანძრის სიძლიერე შედარებით შესუსტდა.  გუშინ  ატენის  ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება სამაშველო სამსახურებმა მოახერხეს.  ამას გარდა ხანძარი იყო რუსთავის გზატკეცილზე,  დუშეთის  მუნიციპალიტეტში. ხანძარი იყო ფშავ-ხევსურეთში -  ანდაქის ხეობაში.  რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ხანძარია წეროვანშიც. ბოლო ინფორმაციით,  ხანძარი  დაახლოებით 6 კმ-ის მიწის ფართობზეა გავრცელებული. მის ჩასაქრობად 2 ჯგუფი - 10 მეხანძრე-მაშველია გასული. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით 15 წუთში ლიკვიდირებული იქნება. წყარო - imedinews.ge

საპატრულო პოლიცია ბორჯომის ხეობაში მყოფ მოქალაქეებს ამოწმებს.

დამსვენებლების ინფორმაციით, საპატრულო პოლიცია ბორჯომის ხეობაში მყოფ მოქალაქეებს ამოწმებს. ინფორმაციას  Ipn  ავრცელებს. ლიკანში მყოფი ერთ-ერთი დამსვენებლის განცხადებით, სასტუმროში, სადაც იმყოფებოდა, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ, მოქალაქეების პირადობის მოწმებებითა და სამუშაო ადგილის შესახებ ინფორმაციით დაინტერესდნენ.  ”ამოწმებენ ყველას, ვინც 18 აგვისტოს შემდეგ ბორჯომის ხეობაშია, მოითხოვეს პირადობები, ნომრები და სამუშაო ადგილები”, - აცხადებს ლიკანში მყოფი დამსვენებელი. შს მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას ყველა დამსვენებლის შემოწმების შესახებ. "გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ვერ დავადასტურებ, რომ ყველა დამსვენებელს იბარებენ და კითხავენ, თუმცა ის, ვინც ინტერესის ობიექტია, ყველასთან მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები",- განაცხადა შს მინისტრმა. წყარო - imedinews.ge

მესტიაში 22 წლის ტურისტი დაიღუპა.

მესტიაში, ჭალაადის მყინვარზე უბედური შემთხვევა მოხდა. მყინვარიდან დაგორებულმა ლოდმა 22 წლის უნგრელი ტურისტი იმსხვერპლა. ინფორმაციას  1tv  ავრცელებს. ახალგაზრდა კაცის ცხედარს უკვე ჩაუტარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა.  მომხდარს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კაპიტონ ჟორჟოლიანი ადასტურებს. წყარო - imedinews.ge

ბორჯომის ხეობაში ამოვარდნილმა ქარმა ცეცხლის რამდენიმე კერა კვლავ გააქტიურდა.

ბორჯომის ხეობაში ამოვარდნილი ქარის გამო ცეცხლის რამდენიმე კერა კვლავ გააქტიურდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. "დაბნელებამდე იმუშავებს საჰაერო ტექნიკა და მაქსიმალური ინტენსივობთ მოხდება დაფიქსირებულ კერებზე წყლის დაფრქვევა. ბორჯომის ხეობაში ამოვარდნილი ქარის გამო, რამდენიმე ადგილას კვლავ გაჩნდა ცეცხლი. მინისტრებმა ზურაბ ალავიძემ და ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსთან - ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად, ვერტმფრენით დაათვალიერეს სტიქიის ზონა, დააფიქსირეს კერების ზუსტი მდებარეობა და დასახეს სამოქმედო გეგმა“, - განაცხადეს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. წყარო - imedinews.ge

დუშეთის სოფელ თვალივში 2 ჰექტარი ტყის მასივი იწვის.

ხანძარია დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალივში. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ვაჟა ჩოხელის განცხადებით, ცეცხლი დაახლოებით ორ ჰექტარ ტყის მასივზე გავრცელდა. რთული რელიეფის გამო, ადგილზე მძიმე ტექნიკა ვერ მიდის. ხანძარს 40-მდე მეხანძრე და რეინჯერი სპეციალური აღჭურვილობით ებრძვის. მათ ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება. დუშეთში ხანძარი გუშინ გაჩნდა, რომელიც დილისთვის ლოკალიზებული იყო. დღეს ქარმა ცეცხლის კერები კვლავ გააღვივა. წყარო - imedinews.ge

ხანძარი ბორჯომში, ვარკეთილსა და ატენის ხეობაში.

ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ცეცხლის ჩაქრობას ერთდროულად 7 შვეულმფრენი ცდილობს. 2 ქართული, 2 აზერბაიჯანული, 2 თურქული და მსოფლიოში ყველაზე დიდი ვერტმფრენი "Mi 26" ბელორუსიიდან. გაჩენილია ცეცხლის ახალი კერა. ჩვენს დასახმარებლად მზადყოფნაშია ევროკავშირიც. არსებობს ხანძრის განზრახ გაჩენის ვერსიაც, ვინაიდან ადგილზე ნაპოვნია ბენზინის ბიდონი. ხანძარი ვარკეთილში ლიკვიდირებულია, ცეცხლი ხმელ ბალახს მოედო. დამწვარია 7 000 კვადრატული მეტრი ფართობი. საბედნიეროდ  არავინ დაშავებულა. ხანძარი ლიკვიდირებულია ატენის ხეობაშიც (გორი).                 

შვედი ჟურნალისტის ძიებაში უთავო ქალის ცხედარი იპოვეს.

წინა სტატია დანიელმა პოლიციელებმა, ერესუნის ყურეში, იპოვეს უთავო ქალის ცხედარი, რომელიც შესაძლოა ეკუთვნოდეს შვედ ჟურნალისტს კიმ უოლს, რომელიც დანიელი გამომგონებლის წყალქვეშა ნავის ჩაძირვის შემდეგ გაუჩინარდა. ინფორმაციას ავრცელებს  BBC.   პოლიციელები აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით შეუძლებელია იმის თქმა, რომ ნაპოვნი ცხედარი უოლს ეკუთვნის, ამიტომ უნდა დაელოდონ ექსპერტიზის შედეგებს. 12 აგვისტოს , გავრცელდა ინფორმაცია 46 წლის პეტერ მედსენის დაკავების შესახებ. მისი წყალქვეშა ნავის დანიის წყლებში ჩაიძირა. მედსენი ამტკიცებდა, რომ ჩაძირვა ბალასტის ცისტერნის პრობლემამ გამოიწვია. პეტერ მედსენს ცურვის დროს თან ახლდა შვედი ჟურნალისტი ქალი, კიმ უოლი, რომელიც გამომგონებელზე სტატიას ამზადებდა.  21 აგვისტოს, მედსენმა განაცხადა, რომ ჟურნალისტი კიმ უოლი მის წყალქვეშა ნავზე ყოფნისას შემთხვევით დაიღუპა. მედსენმა აღიარა, რომ უოლის გარდაცვალების შემდეგ, ის წყალში "დაასაფლავა". სხვა დეტალები სასამართლო პროცესის შესახებ უცნობია. წყარო  - imedinews.ge

მდინარე ენგურში დაკარგული ბესიკ ხარძიანის ცხედარი იპოვეს

სვანეთში, კალა-იფარის მონაკვეთზე მდინარე ენგურში ბესიკ ხარძიანის ცხედარი იპოვეს. 1tv.ge -ს ცნობით, ცხედარს 6 აგვისტოდან ეძებდნენ.  ბესიკ ხარძიანის კუთვნილი ავტომობილი მდინარე ენგურში 6 აგვისტოს აღმოაჩინეს. იმ დღიდან მიმდინარეობდა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. ბესიკ ხარძიანი სოფელ კალას მკვიდრი იყო. imedinews.ge

ბორჯომში ტყის მასივი იწვის. ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ბ ორჯომის ხეობაში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო. სოფელ დაბასთან, ხანძრის ადგილზე შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი გამოჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, რთული რელიეფის გამო, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ჭირს და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ვერტმფრენის გამოძახება. ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, ვითარებას ძლიერი ქარიც ართულებს.  მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობაში ადგილობრივებიც ეხმარებიან. ხანძრის ლოკალიზება ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება. სოფელ დაბასთან, 2008 წლის ნახანძრალ ტერიტორიაზე ხანძარი რამდენიმე საათის წინ  გაჩნდა.  ცეცხლი  2014-2017 წლებში აღდგენილი ტერიტორიებს ზემოთ არსებულ ფერდობზე დაახლოებით 1 ჰა ფართობზეა გავრცელებული.

რუსეთი ნავთობის მოპოვებით მსოფლიო ლიდერობას ინარჩუნებს.

2017 წლის ივნისში რუსეთმა 10,323 მილიონი ბარელი ნავთობი მოიპოვა 24 საათში, რაც საუდის არაბეთზე ამავე პერიოდში 253 ათასი ბარელით მეტია. ამის შესახებ ანალიტიკური კომპანიის Joint Organization Data Initiative  (JODI) -ის მონაცემები მეტყველებს.  რუსეთმა საუდის არაბეთს რეიტინგში იანვარში გაუსწრო და ამ დრომდე ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას.  მესამე ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელმაც ივნისში საშულაოდ 9,320 მილიონი ბარელი ნავთობი მოიპოვა, რაც 151 ათასი ბარელით მეტია, ვიდრე მაისის მონაცემები.  2018 წლის მარტამდე მოქმედებს ნავთობის მოპოვების შეზღუდვის დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერეს "ოპეკის" წევრმა ქვეყნება. შეთანხმება მიმართულია ბაზარზე საქონის ფასების სტაბილიზაციაზე.  imedinews.ge

მეცნიერებმა გამელოტებასთან ბრძოლის ეფექტურ მეთოდს მიაგნეს.

ამერიკელმა მეცნიერებმა გამელოტებასთან საბრძოლველი ახალი ეფექტური მეთოდი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალ  Nature Cell Biology-ზე  და ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის  ვებგვერდზე  გამოქვეყნდა. სპეციალისტები გამოდიან წინადადებით ღეროვანი უჯრედები იმ ფოლეკულაში გაააქტიურონ, რომელიც თმის ზრდაზეა პასუხისმგებელი. ეს პროცესი ორგანიზმის ძირითად ერთეულებში ლაქტატების(რძის მჟავას მარილების) წარმოშობის განბლოკვით უნდა მოხდეს. მეცნიერებმა ორი პრეპარატი შექმნეს, სახელწოდებით RCGD423 და UK5099, რომლებიც სხეულზე ლაქტატების წარმოშობას უზრუნველყოფენ. ექსპერიმენტები ჯერჯერობით მხოლოდ მღრღნელებზე ჩატარდა, თუმცა სპეციალისტების აზრით, ეს პრეპარატები ადამიანებზეც ეფექტურად იმუშავებს.   ადრე მეცნიერებმა არ იცოდნენ, რა ფორმით მოქმედებს ლაქტატების წარმოშობის ცვლილება თმის ზრდაზე. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ახალი პრეპარატები გამელოტებასთან საბრძოლველად ეფექტური იქნება, მათ შორის ისეთ შემთხვევებშიც, როდესაც ადამიანს ჰორმონალური დისბალანსი აქვს, ქიმითერაპიის...

ქსელში iPhone 8-ის აწყობის საიდუმლოდ გადაღებული ვიდეო გავრცელდა.

ქსელში გავრცელდა Foxconn-ის ქარხანაში გადაღებული ვიდეორგოლები . ამ ქარხანაში აწყობენ iPhone 8-ს. ვიდეოს საიდუმლოდ იღებდნენ და ცუდი ხარისხისაა. ვიდეოში ჩანს სმარტფონის კორპუსის უკანა სახურავი, რომელიც გარეგნულად სრულად ემთხვევა იმ გამოსახულებებს , რომლებიც მანამდე ინსაიდერებმა გამოაქვეყნეს. iPhone 8 -ს Apple-ი 2017 წლის შემოდგომაზე, კომპანიის ყოველწლიურ კონფერენციაზე წარადგენს. imedinews.ge

ბათუმში მომხდარი აფეთქებით დაზარალებულებს თავშესაფრით უზრუნველყოფენ.

ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, ბათუმის მერია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, დაზარალებულ ოჯახებს უახლოეს პერიოდში თავშესაფრით უზრუნველყოფენ.  შემთხვევის ადგილზე ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი იმყოფებოდა. მისი განცხადებით, დაზარალებულ ოჯახებს თავშესაფრით უახლოეს პერიოდში ბათუმის მერია უზრუნველყოფს. რაც შეეხება დაზიანებულ შენობებს, ისინი დროებითი ბრეზენტით გადაიხურება. დღეს ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე რამდენიმე საცხოვრებელი სახლი  დაიწვა.  გავრცელებული ინფორმაციით, გაზგასამართი სადგური აფეთქდა. აფეთქების დროს სამი ადამიანი დაშავდა. მათგან ორი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.   ერთ-ერთ დაზარალებულს, 28 წლის კაცს სხეულის 90 პროცენტი აქვს დამწვარი. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოლენერგიის - გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უს...

ბათუმში მატარებელი ქალს დაეჯახა.

ბ ათუმში, ე.წ ბარცხანის დასახლებაში სატვირთო მატარებელი ქალს დაეჯახა. როგორც შსს პრესსამსახურმა On.ge-სთან საუბარში თქვა, დაშავებული ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი. საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურის უფროსის დაჩი ცაგურიას თქმით, ქალი სარკინიზგო ლიანდაგზე გადადიოდა, რა დროსაც მას მატარებელი დაეჯახა. შინაგან საქმეთ სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. on.ge

Deadpool 2-ის გადაღების დროს კასკადიორი ქალი დაიღუპა

კანადის ქალაქ  ვანკუვერში ფილმის Deadpool-2 გადაღების დროს კასკადიორი ქალი დაიღუპა. ამის შესახებ  Guardian -ი წერს. გამოცემის ცნობით, ქალი მოტოციკლით ტრიუკის შესრულების დროს დაიღუპა. კასკადიორმა მართვის კონტროლი დაკარგა და იმ შენობის ფანჯრიდან გადავარდა, სადაც გადაღებები მიმდინარეობდა.  A motorcycle lays on the ground just across from Jack Poole plaza. You can't see here but above it is broken glass pic.twitter.com/zzl5Ag9gYT — Farrah Merali (@FarrahMerali) 14 августа 2017 г. imedinews.ge 

ტომ კრუზი ფილმ "შეუსრულებელი მისია "6-ის გადაღების დროს დაშავდა.

ჰოლივუდის მსახიობი ტომ კრუზი ფილმის "შეუსრულებელი მისიის" მეექვსე ნაწილის გადაღების დროს დაშავდა. ამის შესახებ  TMZ -ი წერს. ინციდენტი ლონდონში მოხდა. 55 წლის მსახიობი დამცავი თოკების გამოყენებით ერთი შემობის სახურავიდან მეორე სახურავზე გადახტომას ცდილობდა, თუმცა ვერ ნახტომი ვერ გათვალა და ფეხი კედელს მიარტყა. გამოცემის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, რა სიმძიმის დაზიანება მიიღო მსახიობმა. "შეუსრულებელი მისია-6"-ის პრემიერა 2018 წლის ივნისშია დაგეგმილი. imedinews.ge

მესტიაში ხანძარი ლოკალიზებულია.

მესტიის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით,  ბანგურიანის მთაზე ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა მცირე კერები დარჩენილია. ხანძრის სალიკვიდაციო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი მონაწილოებს.  ბანგურიანის მთაზე ცეცხლი 2 ჰექტრამდე ფართობზე  გავრცელდა. რთული რელიეფის გამო სამაშველო მანქანების ადგილზე მობილიზება ვერ ხერხდებოდა და სწორედ ამიტომ გახდა აუცილებელი ხანძრის ლიკვიდირების პროცესში ვერტმფრენის დახმარება. ეროვნული სატყეო საგენტოს  განცხადებით , ხანძრის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა მაღალი ტემპერატურა ან მოსახლეობის დაუდევრობა გამხდარიყო. imedinews.ge

სელემია - Selemia

გეგა გენგაშვილის საავტორო ფილმი "სელემია"

ისრაელში მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული კაცი გარდაიცვალა.

პლანეტის ყველაზე ასაკოვანი კაცი ისრაელ კრისტალი , რომელმაც ჰოლოკოსტი გადაიტანა, 113 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა  JTA  წერს. კრისტალი პოლონეთში დაიბადა. მეორე მსოფლიო ომის დროს, ის და მისი ოჯახი ერთი კონცლაგერიდან, მეორეში გადაჰყავდათ. ლოძინის გეტოში მას ორი შვილი დაეღუპა და ოსვენციმში კი კრისტალის მეუღლეც მოკლეს. 1950 წელს, ის ისრაელში გაემგზავრა და ქალაქ ჰაიფაში ცხოვრობდა. იქ კრისტალმა მეორე ცოლი მოიყვანა, რომელთანაც ორი შვილი გაუჩნდა. imedinews.ge

თბილისი-ქუთაისის მაგისტრალზე ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტ სოფელ წევასთან, თბილისი-ქუთაისის ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას  1tv ავრცელებს. შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი დაშავდა. საზოგადოებრივის ცნობით, ავარიაში მონაწილე პირების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. წყარო - imedinews.ge

რუსმა ოკუპანტებმა ხურჩასთან ახალი მავთულხლართები გააბეს.

დაახლოებით, ორი ჰექტარი მიწა შემოღობეს რუსმა ოკუპანტებმა ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვარზე. ინფორმაციას  1tv.ge  ავრცელებს. როგორც სოფლის რწმუნებულმა ბადრი ხუნჯგურუამ განაცხადა, რუსმა სამხედროებმა რამდენიმე თვის წინ ამავე ადგილას ბოძები ჩაარჭეს, გუშინ კი მავთულხლართები გააბეს. წყარო - Imedinews.ge

მომღერალი გლენ კემპბელი გარდაიცვალა.

            ა მერიკელი მომღერალი და მსახიობი გლენ კემპბელი გარდაიცვალა. ამის შესახებ  BBC -ი წერს.  ქანთრის მეფედ წოდებული მუსიკოსი 81 წლის იყო. 2011 წელს მას ექიმებმა ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს.  გლენ კემპბელი 1936 წელს არკანზასის შტატში დაიბადა. მუსიკალური კარიერა მან 1954 წელს დაიწყო, როდესაც ჯგუფ Dick Bills' Band-ს შეურთდა. 1958 წელს მან საკუთარი მუსიკალური ჯგუფი Glen Campbell and the Western Wranglers-ი ჩამოაყალიბა. 1960-იან წლებში ჯგუფმა დიდ პოპულარობას მიაღწია. 1967 წელს კი კემპბელს გრემის პრემია გადასცეს. წყარო - imedinews.ge

1,7 მილიონი წლის წინანდელი ძვალი და ადამიანის უძველესი კიბო.

მიკრო-კომპიუტერული ტომოგრაფიით მიღებული ეს გამოსახულებები გვიჩვენებს სიმსივნეს ადამიანის მონათესავე სახეობის უძველეს თითის ძვალში. სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი ადამიანის მონათესავე სახეობის უძველესი ფეხის თითი, შესაძლოა განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყოს თანამედროვე მედიცინაში მიმდინარე კვლევებისთვის. სამხრეთ აფრიკის ნამარხებით მდიდარ რეგიონში, რომელიც კაცობრიობის აკვნის სახელით არის ცნობილი, მეცნიერებმა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სასიკვდილო დაავადების ჩვენთვის ცნობილი უძველესი ფაქტი აღმოაჩინეს. სამგანზომილებიანი გამოსახულების შექმნით, მკვლევრებმა სვარტკრანსის გამოქვაბულში დაახლოებით 1,6 - 1,8 მილიონი წლის წინ დაღუპული ადამიანის წინაპრის ფეხის ძვალზე, კიბოს აგრესიული ტიპი, ოსტეოსარკომა გამოავლინეს. ამ აღმოჩენის (რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა სამხრეთ აფრიკის სამეცნიერო ჟურნალში) მიხედვით კიბოს მაპროვოცირებელი მექანიზმი ღრმად არის ჩაბეჭდილი ადამიანის ევოლუციურ წარსულში, თუმცა, თანამედროვე ცხოვრების სტილმა, განსაკუთებით ინდუსტრიულ ქვეყნებში, კიბოს შემთხვევების მატება გამოიწვია. ...

ჩინეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება.

ჩინეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 135-ს აღწევს. მათგან 21-ის მდგომარეოობა მძიმეა. ამის შესახებ  Guardian -ი წერს.  ჩინეთის სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სუჩუანის პროვინციაში მოხდა. ეპიცენტრი 8 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა. სტიქიამ 25 ათასამდე გაანადგურა. მაშველების ცნობით, შესაძლოა ნანგრევებში ათობით ადამიანია მოყოლი.                წყარო - imedinews.ge

14 შვილის გამზრდელი დედ-მამის ტრაგედია - ვინ იყო ენგურში გადავარდნილი მამაკაცი.

მდინარე ენგურში გადავარდნილ მამაკაცს კვლავაც ეძებენ. თუმცა შანსი იმის, რომ ის ცოცხალი იყოს, პრაქტიკულად აღარ არსებობს.  უშგულიდან მიმავალ ავტომობილში, რომელიც მდინარეში 6 აგვისტოს გადავარდა, ბორის ხარძიანი იჯდა. ის ორი შვილის მამა გახლავთ და სვანეთში ცნობილი გურამ ხარძიანის შვილი - ბატონ გურამს და მის მეუღლეს 14 შვილი ჰყავთ!  წინა სტატია

სვანეთში, მდინარე ენგურში გადავარდნილი 40 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

სვანეთში, მდინარე ენგურში გადავარდნილი 40 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” მესტიის გამგებელმა, კახა ჟორჟოლიანმა განუცხადა, მაშველებმა მანქანა უკვე დაათვალიერეს და დაკარგული მამაკაცი მანქანაში არ აღმოჩნდა.  ”მანქანა გვერდზე იყო გადატრიალებული, ჩავიდნენ მაშველები მანქანას ტროსი მოაბეს, ნაპირისკენ ამოწიეს, ჩავიდნენ და სამწუხაროდ მანქანაში არ აღმოჩნდა”, - განაცხადა კახა ჟორჟოლიანმა.  უშგულიდან მიმავალი ავტომობილი მდინარეში გუშინ გადავარდა. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. წყარო - ipn.ge

პარაშუტისტის სიკვდილი მეუღლემ გადაიღო.

70 წლის ბიზნესმენი როჯერ ჯონ ჰასი მეუღლესთან ერთად ისვენებდა. ბოლო დროს ის პარასეილინგით იყო გატაცებული (ფრენა პარაშუტით, რომელიც კატერზეა ბუქსირებული). მეუღლის მორიგ გართობასაც მისი ცოლი ვიდეოზე იღებდა. მოულოდნელად პარაშუტი მოწყდა და მამაკაცი 30 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა. დაშავებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ... New Gallery 2017/8/8 bitrate 1237 kb/s height 360 duration 00:00:58.69 fps 25 width 640 originaldate 2017-07-17T15:49:03.000000Z

ტელეკომპანია "რ2"-ის გადაცემები "ექიმები", "ნიჭიერი" და "X Factor" ახალი სეზონიდან ტელეკომპანია "იმედზე" გავა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენდირექტორი, ნიკა გვარამია, როგორც ჩანს, ძალიან არის გაბრაზებული თავის ყოფილ თანამშრომლებზე, რომლებიც „იმედზე“ გადავიდნენ. როგორც გვარამია ახლახან გამოქვეყნებულ „ფეისბუქ“-სტატუსში აღნიშნავს, „იმედს“ მათგან დეკორატორებიც კი მიჰყავს. ის გიორგი ხაბურზანიას მიმართავს და დასძენს, რომ მან და მისმა გუნდმა „რუსთავი 2“-დან გარკვეული ფორმატები წაიღეს. ის გულისხმობს იმ გადაცემებს, რომლებიც „რუსთავი 2“-ის საერთაშორისო პროექტების პროდიუსერები, გიორგი ხაბურზანია და დემნა ჯაფარიძე „რუსთავი 2“-ზე წლების განმავლობაში აკეთებდნენ, ახალი სეზონიდან კი „ნიჭიერს“, „იქს ფაქტორსა“ და „ექიმებს“ „იმედზე“ ვიხილავთ. „ტელეკომპანია იმედი, დეკორატორებიც რომ მიგყავთ, აქამდე რას შვრებოდით, ტელევიზია იყავით თუ ბოსელი? და მანდ ხალხი არ მუშაობდა? თუ საკუთარი თანამშრომლები ფეხებზე გკიდიათ და ადამიანებად არ აღიქვამთ?

დიდი დიღმის გუდვილთან ხანძარია. | TSJ NEWS

დიდი დიღმის გუდვილთან ხანძარია. ადგილზე მისულია სამი სახანძრო ავტომობილი. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში On.ge-ს განუცხადეს, ხანძარი რამდენიმე საბურავსა და ბალახს გაუჩნდა.

მექსიკამ აშშ-დან კარტოფილის იმპორტი აკრძალა.

imedinews.ge - წყარო მექსიკამ აშშ-დან კარტოფილის იმპორტი აკრძალა მექსიკის სასამართლომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამერიკის შეერთებული შტატებიდან კარტოფილის შემოტანის აკრძალვა  დაავალა . მიზეზი ამერიკულ კარტოფილში საშიში მავნებლების აღმოჩენაა, რამაც ქვეყნის სოფლის მეურნეობის კულტურების ბიომრავალფეროვნებას შესაძლოა ზიანი მიაყენოს.

დნმ-ის საშუალებით, ბერძნული ცივილიზაციის შემქმნელთა წარმომავლობა ირკვევა.

დნმ-ით შესაძლოა იმ ადამიანების წარმომავლობის გამორკვევა, ვინც საბერძნეთის უძველესი ცივილიზაცია შექმნეს. მკვლევრებმა ჩონჩხების გენეტიკური მონაცემების ანალიზით გამოარკვიეს, რომ ისინი ბრინჯაოს ხანის წარმომადგენლები იყვნენ. ამ პერიოდში იქმნებოდა რთული ურბანული დაგეგმარება, ასევე ანტიკური ხელოვნებისა და არქიტექტურის საუცხოო ნიმუშები. BBC-ის  ინფორმაციით , უძველეს ეგეოსელ ხალხთა შორის უმრავლესობა ფერმერებს წარმოადგენდა. ისინი ადგილზე ათასობით წლით ადრე დასახლდნენ, თუმცა მათ ისეთი გენეტიკური და კულტურული მახასიათებლები აჩვენეს, რომლებიც, სავარაუდოდ, აღმოსავლელ და ჩრდილოელ ხალხთან ურთიერთობებით წარმოიქმნა. ჰარვარდის სამედიცინო სკოლის პროფესორები კუნძულ კრეტაზე არსებულ მინოსის ცივილიზაციიდან შემორჩენილ ნანგრევებს იკვლევენ, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის 2600-დან 1100 წლამდე თარიღდება. ასევე მათი ყურადღების ცენტრშია მიკენის კულტურა, რომელიც საბერძნეთის დღევანდელ ტერიტორიაზე არსებობდა ძველი წელთაღრიცხვის 1660-დან 1000 წლებში.

NATIONAL GEOGRAPHIC TRAVEL 2017-ის გამარჯვებული ფოტოები.

ხმის მიცემა დასრულდა და National Geographic Travel 2017-ის გამარჯვებული ფოტოები უკვე ცნობილია . მოგზაური ფოტოგრაფები ამ მასშტაბურ კონკურსში მონაწილეობას ყოველწლიურად იღებენ და მათი შთამბეჭდავი ფოტოები კიდევ ერთხელ ცხადყოფს თუ რამდენად ლამაზი და მრავალფეროვანია ჩვენი პლანეტა. კონკურსში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან გამოგზავნილი ნამუშევრების რაოდენობამ 15 ათასს მიაღწია, მათ შორის საუკეთესოები კი სამ კატეგორიაში - ბუნება, ხალხი და ქალაქები გამოავლინეს. სპეციალური პრიზი მექსიკელმა ფოტოგრაფმა დაიმსახურა, თავისი სულისშემძვრელი ნამუშევრით, რომელზეც მოქმედი ვულკანია ასახული. ამავე ფოტომ დაიმსახურა პირველი ადგილი ბუნების კატეგორიაშიც. ფოტო: nationalgeographic არანაკლებ შთამბეჭდავია სხვა კატეგორიებში გამოვლენილი არაერთი ფოტო, რომელთა ნახვაც აუცილებლად დიდი შთაბეჭდილებას მოახდენს. 1. ფერიების ტყე, იაპონია 2. ტალღის ქვეშ, ფიჯი 3. ფეხბურთის სტადიონი, ნორვეგია

დნმ-ის საშუალებით, ბერძნული ცივილიზაციის შემქმნელთა წარმომავლობა ირკვევა.

დნმ-ით შესაძლოა იმ ადამიანების წარმომავლობის გამორკვევა, ვინც საბერძნეთის უძველესი ცივილიზაცია შექმნეს. მკვლევრებმა ჩონჩხების გენეტიკური მონაცემების ანალიზით გამოარკვიეს, რომ ისინი ბრინჯაოს ხანის წარმომადგენლები იყვნენ. ამ პერიოდში იქმნებოდა რთული ურბანული დაგეგმარება, ასევე ანტიკური ხელოვნებისა და არქიტექტურის საუცხოო ნიმუშები. BBC-ის ინფორმაციით , უძველეს ეგეოსელ ხალხთა შორის უმრავლესობა ფერმერებს წარმოადგენდა. ისინი ადგილზე ათასობით წლით ადრე დასახლდნენ, თუმცა მათ ისეთი გენეტიკური და კულტურული მახასიათებლები აჩვენეს, რომლებიც, სავარაუდოდ, აღმოსავლელ და ჩრდილოელ ხალხთან ურთიერთობებით წარმოიქმნა. ჰარვარდის სამედიცინო სკოლის პროფესორები კუნძულ კრეტაზე არსებულ მინოსის ცივილიზაციიდან შემორჩენილ ნანგრევებს იკვლევენ, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის 2600-დან 1100 წლამდე თარიღდება. ასევე მათი ყურადღების ცენტრშია მიკენის კულტურა, რომელიც საბერძნეთის დღევანდელ ტერიტორიაზე არსებობდა ძველი წელთაღრიცხვის 1660-დან 1000 წლებში.