Skip to main content

Posts

ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

ქობულეთის სოფლებში მეწყერი ჩამოწვა.

ძლიერი წვიმის გამო ქობულეთის სოფლებში მეწყერი ჩამოწვა. სულ 7 კერა დაფიქსირდა, ყველაზე მძიმე ვითარება სოფელ კვირიკეშია, სადაც მიწის მასა გოგიტიძეების საცხოვრებელ სახლთან ჩამოიშალა. მათი თქმით, სახლის საძირკველს საფრთხე ემუქრება. ისინი მეწყრულ პროცესებს გზაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირებენ. ადგილობრივ გამგეობაში ბრალდებებს უარყოფენ, და ამბობენ, რომ მეწყრული პროცესების გააქტიურება ძლიერმა და გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია. მათივე თქმით, გეოლოგები შეისწავლიან ტერიტორიებს და ამის შემდეგ აუნაზღურებენ ოჯახებისთვის ზარალს. უხვმა ნალექმა პობლემები შექმნა ურეკში. სანიაღვრე არხებიდან გადმოსულმა წყალმა წერეთლის, დუმბაძისა და მესხის ქუჩები  დატბორა. imedinews.ge

ბოლნისელი გოგონა მის საქართველოს ფინალურ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.

21 წლის ბოლნისელი თათია ღურჭუმელაძის ფიზიკური მონაცემებთ არა ერთი სამოდელო სააგენტო დაინტერესდა. იმ სტანდარტების გათვალისწინებით, რომელიც სრულყოფილ მოდელს უნდა ჰქონდეს, მან სამ წლიანი კონტრაქტი ,,აი სი მენეჯმენი ელიტ მოდელ ლუქის’’ სააგენტოსთან გააფორმა. აღნიშნულ სააგენტოში 2017 წელს კონტრაქტის გასაფორმებლად 630 გოგონა იბრძოდა, აქედან 35 საუკეთესო შეირჩა, მათგან 5 მონაწილე მოდელს მიეცა შანსი, რომ 10 სექტემბერს მის საქართველოს შესარჩევ ქასთინგზე მიეღოთ მონაწილეობა. თათია ხუთი ლამაზმანიდან ერთ-ერთია, რომელიც შესარჩევ ნაციონალურ ქასთინგზე, 20 საუკეთესო დამწყებ მოდელს შორის მოხვდა. ისინი 7 ოქტომბერს ბათუმში მის საქართველოს გვირგვინისთვის იბრძოლებენ. თათია ღურჭუმელაძე, მის საქართველოს ფინალის მონაწილე: ქასთინგზე იმდენად დიდი კონკურენცია იყო, რომ არც კი მქონდა იმედი. წარმოიდგინეთ 100 ლამაზი გოგონა, მკაცრი და კომპეტენტური ჟიური, ფიზიკური მონაცემების გარდა საჭიროა ინტელექტი და ამყველაფერს უნდა გაართვა თავი. საბედნიეროდ წარმატებით გავიარე პირველი და მეორე ეტაპი, მოვხვდი ოცეულში. ამ ეტაპ...

სეტყვამ თელავის 4 სოფელი დააზარალა.

ძლიერმა ქარმა და სეტყვამ თელავის ოთხი სოფელი დააზარა, მათ შორის ვარდისუბანი, ნაფარეული და ართანა. რა სახის ზარალზეა საუბარი. ჯერჯერობით უცნობია და მონაცემები ხვალ დილით გახდება ცნობილი. imedinews-ის ინფორმაციით, ამ წუთებში კომპანია ,,დელტას" სეტყვასაწინააღმდეგო სისტემების მართვის გუნდი რეგიონში სეტყვასაშიში ღრუბლების დაშლას ცდილობს, რისთვისაც სისტემამ ათობით რაკეტა უკვე გაისროლა. imedinews.ge

მედია-კავშირი "ობიექტივის" სიუჟეტი ტანძიაზე.

მედია-კავშირი "ობიექტივის" ჟურნალისტი ტანძიის მოსახლეობას გაესაუბრა და ინტერვიუც ჩამოართვა. ტანძიის მოსახლეობა სოფელში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და პირველ რიგში გაზიფიცირებას მოითხოვს. აღნიშნული საკითხის გარდა, გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემა, მაღალ მთიანი სტატუსის სოფლისათვის მინიჭებაა.  იხილეთ რეპორტაჟი იუთუბზე

ტანძიაში გარე განათების ქსელის მონტაჟი მიმდინარეობს.

2017 წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტთა ნუსხაში, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, სოფლებში არსებული გარე განათების ქსელის რეაბილიტაციისა და ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოებიც შევიდა. სოფელ ტანძიის მოსახლეობის მოთხოვნა ბოლნისის მუნიციპალიტეტმა დააკმაყოფილა. ამჟამად სოფელ ტანძიაში ე.წ. ზემო ტანძიამდე მისასვლელ გზაზე გარე განათების ქსელის მონტაჟი მიმდინარეობს , რომელიც ენერგოეფექტური ლედ ნათებებით აღიჭურვება. პროექტის ფარგლებში, 800 მეტრი გზის მონაკვ ეთზე 24 ლამპიონი დამონტაჟდება, რაც ადგილობრივებს უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალებას მისცემს. ბოლო 2 წელიწადში გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია და ახალი ქსელის მოწყობა განხორციელდა შემდეგ სოფლებში:რაჭისუბანი, დისველი, რატევანი, ნახიდური, ჭრეში, წიფორი, ქვემო ბოლნისი, კიანეთი, ბალიჭი.  აღნიშნული პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

კომპანია ,,არემჯი" ფიტარეთის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას დაიწყებს.

 აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემის რეზიდენციაში ექვსმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ბოლნისის, მანგლისისა და წალკის ეპარქიების მღვდელმთავრებმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა , თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა და კომპანია ,, არემჯის" გენერალურმა დირექტორმა მოაწერეს. ფიტარეთის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის მაქსიმალური ეფექტურობით მიღწევისა და იმის გათვალისწინებით, რომ კულტურული მემკვიდრეობის საკითხი არის კომპანია ,,არემჯის" სოციალური პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, წინამდებარე მემორანდუმის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: კომპანია ,,არემჯი" გამოხატავს ნებას მოახდინოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე „ფიტარეთის“ მონასტერთან მისასვლელი გზის „ხულუტის ციხის“ მიმდებარე მონაკვეთის (სიგრძე დაახლოებით 700 მ.) რეაბილიტაცია, რაც მოიცავს გზის აღნიშნული მონაკვეთიდან გრუ...

ყველაზე ძვირადღირებული iPhone X-ის ფასი 69...

ამერიკული კომპანია Brikk-ი აცხადებს, რომ iPhone X-ის ახალი მოდელების დიზაინზე შეკვეთები უკვე მიიღო. ბრენდი ახალი სმარტფონის ხუთ კოლექციას გამოუშვებს. ინფორმაციას Luxurylaunches-ი   ავრცელებს . Lux iPhone X Mono მომხმარებელს სთავაზობს მოდელს, რომლის კორპუსის უკანა ნაწილი შუშის იქნება, გრავიურებით მოხატული. ტელეფონის გვერდები ყვითელი ან ვარდისფერი ოქროსგან დამზადდება, შესაძლოა გამოიყენონ პლატინაც. ასეთი გაჯეტის ფასი 7,4 ათასი დოლარიდან დაიწყება. დანარჩენ ოთხ კოლექციში - Deluxe, Omni და Ingot - ძვირფას ლითონებს და ქვებს გამოიყენებენ. ამ ხაზში ყველაზე ძვირფასია  256-გიგაბაიტიანი iPhone X 5,8 დუიმიანი, OLED-ეკრანით. მასში გამოყენებულია 250 გრამი ოქრო. მისი ფასი 69,9 ათასი დოლარია. iPhone X-ის პრეზენტაცია Apple-მა 12 სექტემბერს  გამართა .

რუმინეთში ქარიშხლის შედეგად 8 ადამიანი გარდაიცვალა

რ უმინეთში ქარიშხლის შედეგად 8 ადამიანი  გარდაიცვალა . ამ მდროისთვის ცნობილია, რომ დაშავდა 64 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვია. ორივეს მდგომარეობა კრიტიკულია. დროდადრო ქარის სიჩქარი საათში 90 მილს აღწევს. ქვეყნის დასავლეთ რაიონებში სტიქიამ დააზიანა ავტომობილები, მოგლიჯა ხეები და სარეკლამო ბანერები. გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი წაქცეული ხის ქვეშ მოყვა. კიდევ ერთს - სარეკლამო ბანერი დაეცა. imedinews.ge

მარნეული-სადახლოს გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა.

მარნეული-სადახლოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ბენზინგასამართ სადგურს შეეჯახა. დაშავებულის გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა Imedinews.ge

ორთაჭალაში მკვლელობა მოხდა.

ორთაჭალაში, აბანოთუბანთან მკვლელობა მოხდა. შუახნის კაცის ცხედარი ავტომობილში იპოვეს. ადგილზე მუშაობენ საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინილისტები.  მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ძლიერმა ქარმა და სეტყვამ თელავის მუნიციპალიტეტი დააზარალა

თელავის რაიონში ძლიერი ქარი და სეტყვა იყო . წინასწარი ინფორმაციით, სეტყვამ სოფელ ნასამხრალი და კურდღელაური დააზიანა.  თელავის გამგებლის ალექსანდრე შათირიშვილის განცხადებით, ზარალის შესახებ მას ამ ეტაპზე დეტალური ინფორმაცია არ აქვს. მისი თქმით, დაზიანებულია თუ არა ვენახების და ერთწლიანი კულტურების ნაწილი, გამგეობა მონაცემებს დილით შეაჯამებს. სეტყვა იყო ყვარელშიც, თუმცა იქ ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. imedinews.ge

YouTube-ის ვარსკვლავ PewDiePie-ს რასიზმში ადანაშაულებენ.

YouTube-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადმა ვლოგერმა, ლაივ-სტრიმის დროს სიტყვა "nigger" წარმოსთქვა, რის გამოც მას ფერადკანიანების წინააღმდეგ რასიზმში ადანაშაულებენ. ამის შესახებ  BBC  წერს.  27 წლის შვედი "იუთუბერი", რომლის ნამდვილი სახელია ფელიქს შელბერგი, ლაივ-სტრიმში ვიდეოთამაშს თამაშობდა, როდესაც სიტყვა "nigger" წამოცდა. მან იმ წუთასვე ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ "ცუდი გაგებით არ მიგულისხმია", თუმცა სოცქსელებში ის რასიზმში დაადანაშაულეს.  სიტყვა"nigger"-ით ფერადკანიანებს თეთრკანიანი ამერიკელები მიმართავდნენ მონათმლობელობის დროს, ამიტომ დღეს ეს მიმართვა ადამიანის ეთნიკური წარმომავლობის შეურაცხყოფად მიიჩნევა.  ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედია PewDiePie-ს რასისტულ კომენტარებზე განრისხდა.  თებერვალში , Disney-ს შვილობილმა კომპანიამ Maker Studios-მა, შელბერგთან კონტრაქტი ანტისემიტური ხუმრობის გამო გააუქმა. ამასთან დაკავშირებით, PewDiePie-მ  ვიდეო  ჩაწერა, სადაც მოუხადა ბოდიში ყველას, ვისი ეთნიკური გრძნობები შეურა...

რა მოსდის ტყეს გადაწვის შემდეგ?

კვამლში გახვეული ბორჯომის ხეობა ხანძრის გაჩენიდან მესამე დღეს. სოფ. დაბა, 22 აგვისტო, 2017 წ. ფოტო: ვახო ხეთაგური უკვე რამდენიმე თვეა National Geographic საქართველო მუშაობს სტატიაზე, რომლის გამოქვეყნება შემოდგომის ერთ-ერთ ნომერში იგეგმებოდა. სტატიის მთავარი თემა ბორჯომის ხეობის ტყე იყო და ჩვენს მიზანს წარმოადგენდა, გაგვეანალიზებინა, თუ რა პროცესები მოსდევს ტყის მასიურ გადაწვას, რა ემართება ბიომრავალფეროვნებას და როგორ ხდება ტყის რეგენერაცია. გვინდოდა, მკითხველისთვის დაგვენახებინა ის პროცესები, რომლებიც თვალით ხილულის მიღმა მიმდინარეობს და ჩვენს ეკოსისტემასა და თითოეულ ჩვენგანზე ახდენს გავლენას. მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დაწყებული ტრაგედიის გამო, გადავწყვიტეთ, სტატიის მოკლე ვერსია ვებგვერდის საშუალებით შემოგთავაზოთ - სამწუხაროდ, ჟურნალში გამოქვეყნებამდე მასში ბევრი რამის შეცვლა მოგვიწევს და 2008 წლის აგვისტოს ტრაგედიასთან ერთად, 2017 წლის აგვისტოს ხანძრის გაანალიზებაც. სოფ. დაბა. 2017 წლის 21 აგვისტო. ხანძრის გაჩენიდან მეორე ღამე. ტყის პირას მობილიზებულია სახანძრო მანქ...

ქვემო კალიფორნიის მოსახლეობა თევზჭერას ზღუდავს.

ქვემო კალიფორნიის მოსახლეობა თევზჭერას ზღუდავს ბიომრავალფეროვნების აღდგენის, ტურიზმისა და ტრადიციული ცხოვრების წესის შესანარჩუნებლად. კალიფორნიის ნახევარკუნძულის შუაგულში, მექსიკის ერთ პატარა სოფელში დღესასწაულია; ამ დღეს მუცელფეხიანი მოლუსკი ჰალიოტისის ჭერის სეზონი იხსნება. ოფიციალურად სეზონი ოთხი თვის წინ გაიხსნა, მაგრამ პუნტა აბრეოხოსში უჩვეულო თვითაკრძალვის წესი მოქმედებს. მოსახლეობა მოლუსკებს ზრდასა და წონაში მატებას აპრილამდე აცდის. მთელ მსოფლიოში თევზის პოპულაციები მკვეთრად მცირდება. თუმცა, ჩრდილო-დასავლეთ მექსიკის რამდენიმე დასახლება თავისი წყალქვეშა რესურსების დაცვას მაინც ახერხებს. ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ოკეანის მდგრადი მართვის ხუთი ძირითადი წესი გამოიკვეთა: პირველი - კარგია, თუ თევზჭერის ზონა შედარებით იზოლირებული თევზჭერის ზონა; მეორე - ძვირადღირებული რესურსი; მესამე - შორსმჭვრეტელი ლიდერი; მეოთხე - თავის რჩენის საშუალება იმ პერიოდებში, როცა რესურსების აღდგენა ხდება; და ბოლოს, ერთმანეთის ნდობა. „ამბობენ, რომ სახეობებს მეთევზეები ანადგურებენ, მაგრამ ასე აღა...

ქარიშხალი "ირმა" ისევ მძვინვარებს.

ქარიშხალი ირმა ისევ მძვინვარებს. იხილეთ შოკისმომგვრელი ვიდეო, რომელიც "ირმას" მიერ დატოვებული კვალის შესახებ გახლავთ.

სხვა რაკურსით გია ჯაჯანიძესთან ერთად / 7 სექტემბრის გადაცემა - სრულად

შოკისმომგვრელი არქიტექტურა. ნაგებობები, რომლებიც გაგოცებთ.

 ძველი რომის, დიდებული არქიტქტურული ნამუშევრების უარყოფა შეუძლებელია: ყოველწლიურად ათიათასობით ტურისტი სტუმრობს იტალიას, იმიტომ რომ საკუთარი თვალებით შეხედოს ძველი რომის ნამდვილ ნაგებობებს, თაღები, ამფითეატრები,ძველი აბაზანები და რაც მთავარია კოლიზეუმი. თუმცა ეს ადრეული პერიოდიდან შემორჩენილი ნაგებობებია. ცხოვრება წინ, განვითარებისკენ მიიწევს, შესაბამისად იხვეწება არქიტექტურაც. ერთხელაც "Vokrug Sveta" დაინტერესდა რომის თანამედროვე ნაგებობებით და მიაგნო საოცარი დიზაინით აგებულ შენობებს. (იხ.ფოტოები)

რატომ იცინის გუგული ბოლოს?!

გუგული, რომელიც ცნობილია მშობლის პასუხისმგებლობების უგულვებელყოფით, კიდევ უფრო დახვეწილი ფრინველი აღმოჩნდა, ვიდრე ადრე იყო ცნობილი. იმისათვის რომ სხვის ბუდეში დადოს კვერცხები, აშინებს ბუდის პატრონს არწივის ხმით. ეს მტაცებლური ხმა, რომელიც წააგავს სიცილს, ზრდის გუგულის შანსებს წარმატებისკენ.ფრინველები ტოვებენ თავიანთ ბუდეებს, ისევ საკუთარი თავის უზრუნველსაყოფად. შეიძლება ითქვას რომ, ამ ოპერაციის დასასრულს გუგული "იცინის ბოლოს" - წერენ მკვლევარები, კემბრიჯის უნივერსიტეტიდან (დიდი ბრიტანეთი) თარგმანი - გიორგი დადვანი სტატია - vokrugsveta.ru

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება მოიპოვა.ქართველმა კალათბურთელებმა მასპინძელი ისრაელის ნაკრები ოვერ ტაიმში ანგარიშით 104:91 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრებში საუკეთესო თორნიკე შენგელია გახდა, რომელმაც 25 ქულა და 19 მოხსნა მიითვალა,ხოლო ისრაელის ნაკრებში 23 ქულით თავი გალ მეკელმა გამოიჩინა.ქართველი კალათბურთელები მომდევნო შეხვედრას ხვალ იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება. imedinews.ge

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ავსტრიასთან შეხვედრა ფრედ დაასრულა.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ვენაში ავსტრიის ნაკრებთან ფრედ 1:1 ითამაშა.ჯვაროსნების რიგებში ჯანო ანანიძეს გადაცემის შემდეგ გოლი ვაკო გვილიამ გაიტანა. პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრესგამართული 8 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯგუფში 5 ქულით ბოლოს წინა მე-5 ადგილზე იმყოფება. საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას 6 ოქტომბერს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე უელსის წინააღმდეგ გამართავს. imedinews.ge

მოკრივე მაკგრეგორი ტანსაცმლის და აქსესუარების ხაზს გამოუშვებს.

ირლანდიელი მოკრივე კონორ მაკგრეგორი David Augustის მარკასთან ერთად ტანსაცმლის და აქსესუარების ხაზის შექმნას აპირებს. ამის შესახებ  HighSnobiety იუწყება. ბრენდის სახელწოდება იქნება August McGregor-ი და ბაზარზე 2018 წლიდან გამოჩნდება. კოლექციაში იქნება პერანგები, პიჯაკები და აქსესუარები, თანაც ხელმისაწვდომ ფასებში. “ძალიან მიყვარს მოდა და მოხარული ვარ ის ჩემს თაყვანისმცემლებს გავუზიარო. ამით მათ შესაძლებლობა მიეცემათ ჩემი საკულტო სახე საკუთარ თავზე მოირგონ. დიდი ხანია მე და დევიდი ტანსაცმლის ხაზის შექმნაზე ვსაუბრობთ და სერიოზულ გადაწყვეტილებამდეც მივედით. საზოგადოებას მოეწონება შედეგი“, - აცხადებს მაკგრეგორი. დაახლოებით თვენახევრის წინ  David August -მა მაკგრეგორს შეუკერა კოსტუმი, უცენზურო წარწერებით. ეს კოსტუმი სპორტსმენმა 12 ივლისს თავის მოწინააღმდეგესთან, ამერიკელ მოკრივესთან, ფლოიდ მეიუეზერთან პირველი შეხვედრის დროს ჩაიცვა. imedinews.ge

"ხოსე" მძვინვარებს. არის მსხვერპლიც.

ატლანტიკის ოკეანის თავზე ახალი ტროპიკული ქარიშხალი “ხოსე“ ჩამოყალიბდა. ამის შესახებ  Reuters-ი  აშშ-ს ქარიშხლების პროგნოზირების ეროვნული ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება. ცენტრის ცნობით, ამ დროისთვის, მისი ხმელეთზე გამოსვლის საფრთხე არ შეინიშნება. მისი ცენტრი ამჟამად მცირე ანტილის კუნძულების აღმოსავლეთით 2420 კილომეტრზეა. ის 20 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს. ქარიშხლის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე 65 კმ/სთ-შია. თუმცა, მეტეოროლოგების ყურადღების ცენტრში კვლავ ქარიშხალი ირმა რჩება, რომელმაც დღეს მაქსიმალურ მეხუთე კატეგორიას მიაღწია. მისი ქარის სიჩქარე 285 კმ/სთ-ს აღწევს. 26 აგვისტოს კი შტატებს უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში ყველაზე მძლავრი ქარიშხალი “ჰარვი დაატყდა თავს. ბოლო მონაცემებით მან 60 ადამიანის სიცოცხლე  იმსხვერპლა. imedinews.ge

სამეგრელოს მოსახლეობა აზიური ფაროსანის მიერ დაზიანებული თხილის ჩაბარებას ვერ ახერხებს.

ზუგდიდის რაიონის სოფლების მოსახლეობა თხილის მოსავლის პრობლემებზე საუბრობს. „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატთან ლელა ქებურიასთან შეხვედრისას, სოფელ დარჩელის მცხოვრებლები ამბობენ, რომ აზიური ფაროსანის ხოჭომ მოსავალი მთლიანად გაანადგურა. ლელა ქებურიას განცხადებით, „ევროპულ საქართველოს“ მთლიანად დათვლილი აქვს მოსახლეობის ზარალი და ხელისუფლებას პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებს. სამეგრელოში თხილი ადგილობრივების თითქმის ერთადერთი შემოსავალია და ამჯერად მოსავალს აღარავინ იბარებს. imedinews.ge

რა მოხდება თუ ოკეანის ტემპერატურას 1 გრადუსით გავზრდით.

ოკეანის ტემპერატურის 1 გრადუსით გაზრდა, აორმაგებს ოკეანეში მცხოვრები ორგანიზმების ზრდის ტემპს, რაც ამცირებს ბიომრავალფეროვნებას. ამ ჰიპოთეზის დასამტკიცებლად, მეცნიერები  ბრიტანეთის ანტარქტიდული სამსახურიდან და სმიტსონის, ეკოლოგიური კვლევითი ცენტრიდან, პირდაპირი მნიშვნელობით გაათბეს ანტარქტიდის ზღვის მცირე ნაწილი. ადრეა გამოიტანო განაჩენი, გლობალური დათბობის ზღვის ფლორა და ფაუნაზე გავლენის შესახებ. ექსპერტებმა 9 თვიანი ექსპერიმენტი ჩაატარეს, ბელინგსჰაუზენის დასავლეთ ნაწილში.(ანტარქტიდა) ზღვის ორ ნაწილში იყო განთავსებული გამათბობელი ელემენტები, მათი დახმარებით ერთ ნაწილში ტემპერატურამ  1 °С - ით აიწია - მეორე ნაწილში კი  2 °С -ით.

ტეხასში ტორნადო მძვინვარებს - არის მსხვერპლი + LIVE

  ამერიკაში ტეხასის შტატში ტორნადო მძვინვარებს. სტიქიას, სულ მცირე, 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 50 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. დაზარალებულები ადგილობრივ საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. დალასიდან, დაახლოებით, 95 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ კანტონს თავს ძლიერი შტორმიც დაატყდა. ადგილობრივი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ კადრებში გადაბრუნებული მანქანები, ძირიანად ამოთხრილი ხეები და განადგურებული სახლები ჩანს. კანტონის სახანძრო სამსახურის ცნობით, საწყობის დაზიანების შედეგად უცნობი ქიმიური ნივთიერებების გაჟონვაც მოხდა.              სტატია - Palitranews.ge

სოფო ნიჟარაძე - მე მიყვარს სვანეთი

მოძველბიჭო სასულიერო პირები.

სასულიერო პირის ჩხუბის კადრებმა სოც.ქსელები მოიარა და ერთგვარ ჰიტადაც იქცა. ერთ-ერთი ვერსიით, საჭესთან მჯდომ მღვდელს, გზა მანქანამ ჩაუჭრა და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს, რაც დაპირისპირების მიზეზი გახდა.

კანადაში მაღაზიის გამყიდველმა ორი მძარცველი მოიგერია.

მაღაზიის გამყიდველს "გმირის" ტიტული მიანიჭეს მას შემდეგ, რაც მან ორი შეიარაღებული მძარცველის მოგერიება შეძლო. ინფორმაციას   The Independent -ი ავრცელებს.  კანადის ქალაქ კალგარიში, ნისარ აჰმედი მარტო მუშაობდა, როდესაც მაღაზიაში ორი ქურდი შემოიჭრა. აჰმედმა თავიდან განუცხადა, რომ შეუძლიათ ყველაფერი აიღონ, თუმცა შემდეგ ერთ-ერთი მძარცველი გამოიჭირა და შემდეგ მეორეს გაჩერებაც შეძლო.  აჰმედმა ერთ-ერთისთვის ნიღბის მოხსნაც შეძლო და შემდგომ ისინი მაღაზიაში გამოკეტა. ბოლოს მის დასახმარებლად პოლიციელებიც გამოჩდნენ.             imedinews.ge

ხანძრის გამო სასტუმრო რუსთაველიდან სტუმრები გაიყვანეს.

ფოტო: ნინო არღვლიანი თავისუფლების მოედანზე მდებარე სასტუმრო "რუსთაველში" გაჩენილი ხანძრის გამო, შენობაში ევაკუაცია მოხდა. სასტუმროს ერთ-ერთი მფლობელი იციკ მოშე ამბობს, რომ ხანძარი მხოლოდ ერთ ნომერში გაჩნდა და მისი გავრცელების საფეთხე არ არსებობს.  თავისუფლების მოედანზე ამ წუთებში 2 სახანძრო და რამდენიმე ათეული მეხანძრე მუშაობ. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამველები. სასტუმროს თანამშრომელთა ინფორმაციით, ხანძარი ერთ-ერთ ნომერში, სავარაუდოდ, ვიზიტორის დაუდევრობის გამო  გაჩნდა . წინა სტატია

ვანკუვერის აეროპორტში მგზავრების გასართობად სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები ჰყავთ

ადამიანების დიდი ნაწილისთვის აეროპორტში თვითმფრინავის ლოდინი და შემდეგ საათობით თვითმფრინავში ჯდომა გარკვეულ უსიამოვნებასა და სტრესთანაც არის დაკავშირებული. სწორედ ამ უარყოფითი ემოციების გასანეიტრალებლად ვანკუვერის აეროპორტში მგზავრებს ახალ თერაპიულ მეთოდს სთავაზობენ - დრო ძაღლებთან ერთად გაატარონ. ინფორმაციას CBC  ავრცელებს. თითოეულ ძაღლს ყელზე განსხვავებული ბენდენები უკეთია, ამიტომ მათი გარჩევა სხვა მოგზაური ძაღლებისგან მარტივია. აეროპორტში ამ პროგრამის მონაწილე 7 ძაღლია. მათი მთავარი დანიშნულებაა გაართონ რეისის მომლოდინე მგზავრები. ძაღლები თავისუფლად გადაადგილდებიან აეროპორტის მოსაცდელ დარბაზში და მათთან მიახლოება, მოფერება და დროის გატარება ყველას შეუძლია. imedinews.ge

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა.

ფოტო: ვასილ დაბრუნდაშვილი ბორჯომის ხეობაში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა. ადგილზე უკვე მივიდნენ მეხანძრეები და სამაშველო ბრიგადები. პოლიციამ ტერიტორიამდე მისასვლელი გზა გადაკეტა. დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხეობაში ხანძარი  ლიკვიდირებულია . ენერგეტიკის მინისტრ ილია ელოშვილის თქმით, ვიდრე გვალვიანი პერიოდია, ხეობაში სრული მობილიზება იქნება.  სომხურმა და აზერბაიჯანულმა დამხმარე სამაშველო ძალამ, რომელიც ქართველ სამაშველო ჯგუფს ბორჯომის ტყის ხანძრის ჩაქრობაში ეხმარებოდა, ხეობა უკვე  დატოვა.  ბორჯომის ხეობაში ხანძარი 20 აგვისტოს  გაჩნდა . სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის სამსახურის უფროსის ნათია იორდანიშვილის განცხადებით, ხანძარი ბორჯომის ტყეში იმ  250 ჰექტარ  ტერიტორიაზე გაჩნდა, რომელიც 2008 წლის ომის დროს პირწმინდად განადგურდა. შესაბამისად ცეცხლი ძირითადად ბალახს, ბუჩქნარს და ახალ ნარგავებს ეკიდა. ხანძარი ხის ვარჯებზე, შეიძლება ითქვას, არ გადასულა. სტატიის გაგრძელება

ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის კერა ლოკალიზებულია.

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში გაჩენილი ხანძრის ახალი კერა მეხანძრეებმა უკვე ჩააქრეს. სოფელ დაბაში ხანძრის ახალი კერა ქარმა გააღვივა. დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხეობაში ხანძარი  ლიკვიდირებულია . ენერგეტიკის მინისტრ ილია ელოშვილის თქმით, ვიდრე გვალვიანი პერიოდია, ხეობაში სრული მობილიზება იქნება.  სომხურმა და აზერბაიჯანულმა დამხმარე სამაშველო ძალამ, რომელიც ქართველ სამაშველო ჯგუფს ბორჯომის ტყის ხანძრის ჩაქრობაში ეხმარებოდა, ხეობა უკვე  დატოვა .  ამ დროისთვის ბორჯომის ხეობაში შინაგან საქმეთა და თავდაცვის უწყების რამდენიმე ასეული თანამშრომელი რჩება. ბორჯომის ხეობაში ხანძარი 20 აგვისტოს  გაჩნდა . სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის სამსახურის უფროსის ნათია იორდანიშვილის განცხადებით, ხანძარი ბორჯომის ტყეში იმ 250 ჰექტარ ტერიტორიაზე  გაჩნდა , რომელიც 2008 წლის ომის დროს პირწმინდად განადგურდა. შესაბამისად ცეცხლი ძირითადად ბალახს, ბუჩქნარს და ახალ ნარგავებს ეკიდა. ხანძარი ხის ვარჯებზე, შეიძლება ითქვას, არ გადასულა. წყარო ...

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ისევ ჩაერთო.

ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოებში დღეს ავიაცია ისევ ჩაერთო. ხანძრის მცირე კერების ჩაქრობაში სასაზღვრო პოლიციის ერთი ვერტმფრენი მონაწილეობს. ეს გადაწყვეტილება საგანგებო შტაბმა მიიღო, რადგან ბორჯომის ხეობაში ნისლი აღარ არის.   ბორჯომის ხეობაში ავიაციის მუშაობა ნისლის გამო  შეჩერებული იყო . რეგიონული განვითარების მინისტრმა დილით, საგანგებო შტაბის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ავიაცია განაახლებს მუშაობას.  საქართველო ამ ეტაპზე მხოლოდ თურქულმა თვითმფრინავმა დატოვა. კრიტიკულად მიჩნეულ ადგილებში მთელი ღამის განმავლობაში იმოფებოდნენ სამხედროები, რათა საჭიროების შემთხვევაში ოპერატიულად ემოქმედათ. ხეობაში ღამემ გართულებების გარეშე ჩაიარა.  დილის 6 საათიდან საგანგებო შტაბში იმყოფებიან შს, ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის მინისტრები.

დამწვარი ტყე ბორჯომის ხეობაში. ფოტოკოლაჟი

                                           ბორჯომის ხეობა                                                ფოტო: ცოტნე გეგეჭკორი 21 აგვისტოს, ბორჯომის ხეობაში დაწყებული ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება. დამწვარი ტყის ზუსტი ფართობი ჯერ უცნობია. სავარაუდოდ, ის 10 ჰექტარს აჭარბებს. გთავაზობთ, "იმედის" ფოტოკოლაჟს სტიქიის ზონიდან.    

დღე მეშვიდე - ბორჯომის ხეობაში ავიაციამ მუშაობა განაახლა. ქარის შედეგად გაჩენილი ცეცხლი, ისევ აქტიურია.

ბორჯომის ხეობაში დილიდან მუშაობა განაახლეს ვერტმფრენებმა. სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. ამასთან, დღეს დილით ხეობაში ქართველი ჯარისკაცები ჩავიდნენ.  1000 ჯარისკაცი მიეხმარება იმ მეხანძრეებსა და მაშველებს, რომლებიც ხეობაში მუშაობენ.  ბოლო ინფორმაციით, გაჭრილია ხანძრის კერებთან მისასვლელი გზები, საერთო ჯამში, 12 კილომეტრი. სწორედ ამ გზების მეშვეობით უახლოვდება ცეცხლის კერებს მძიმე ტექნიკა. ხანძრის ძირითადი მონაკვეთები სპეციალურ თხრილების რკალშია მოქცეული, რაც გავრცელების რისკს მინიმუმამდე ავრცელებს. კვლავ აქტიურია ის ადგილები, სადაც ცეცხლი ქარის შედეგად ხელახლა გაჩნდა. წყარო - imedinews.ge

წეროვანში ხანძარი ლოკალიზებულია.

წეროვანში ხანძარი ლოკალიზებულია. ბოლო ინფორმაციით, ცეცხლი 8-10 ჰექტარ ბალახსა და ბუჩქნარს მოედო. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახურის სამი ეკიპაჟი და ამჟამად მცირე კერების ჩაქრობა მიმდინარეობს. ხანძრის შედეგად, არავინ დაშავებულა. ​ინფორმაციას  1tv  ავრცელებს. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზურაბ აბესაძის განცხადებით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ მოსახლეობის დაუდევრობა გახდა.

დღეს საქართველოს მასშტაბით ხანძარი 6 ლოკაციაზე იყო.

დღეს საქართველოს მასშტაბით ხანძარი 6 ლოკაციაზე იყო. უმეტეს ადგილას ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა. დღის შემაჯამებელ ინფორმაციას  Ipress  ავრცელებს. ყველაზე რთული მდგომარეობა ისევ  ბორჯომის  ხეობაშია, სადაც ხანძრის ლოკალიზება ისევ ვერ მოხერხდა, თუმცა შესაბამის სამსახურებში აცხადებენ, რომ ხანძრის სიძლიერე შედარებით შესუსტდა.  გუშინ  ატენის  ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება სამაშველო სამსახურებმა მოახერხეს.  ამას გარდა ხანძარი იყო რუსთავის გზატკეცილზე,  დუშეთის  მუნიციპალიტეტში. ხანძარი იყო ფშავ-ხევსურეთში -  ანდაქის ხეობაში.  რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ხანძარია წეროვანშიც. ბოლო ინფორმაციით,  ხანძარი  დაახლოებით 6 კმ-ის მიწის ფართობზეა გავრცელებული. მის ჩასაქრობად 2 ჯგუფი - 10 მეხანძრე-მაშველია გასული. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით 15 წუთში ლიკვიდირებული იქნება. წყარო - imedinews.ge

საპატრულო პოლიცია ბორჯომის ხეობაში მყოფ მოქალაქეებს ამოწმებს.

დამსვენებლების ინფორმაციით, საპატრულო პოლიცია ბორჯომის ხეობაში მყოფ მოქალაქეებს ამოწმებს. ინფორმაციას  Ipn  ავრცელებს. ლიკანში მყოფი ერთ-ერთი დამსვენებლის განცხადებით, სასტუმროში, სადაც იმყოფებოდა, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ, მოქალაქეების პირადობის მოწმებებითა და სამუშაო ადგილის შესახებ ინფორმაციით დაინტერესდნენ.  ”ამოწმებენ ყველას, ვინც 18 აგვისტოს შემდეგ ბორჯომის ხეობაშია, მოითხოვეს პირადობები, ნომრები და სამუშაო ადგილები”, - აცხადებს ლიკანში მყოფი დამსვენებელი. შს მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას ყველა დამსვენებლის შემოწმების შესახებ. "გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ვერ დავადასტურებ, რომ ყველა დამსვენებელს იბარებენ და კითხავენ, თუმცა ის, ვინც ინტერესის ობიექტია, ყველასთან მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები",- განაცხადა შს მინისტრმა. წყარო - imedinews.ge

მესტიაში 22 წლის ტურისტი დაიღუპა.

მესტიაში, ჭალაადის მყინვარზე უბედური შემთხვევა მოხდა. მყინვარიდან დაგორებულმა ლოდმა 22 წლის უნგრელი ტურისტი იმსხვერპლა. ინფორმაციას  1tv  ავრცელებს. ახალგაზრდა კაცის ცხედარს უკვე ჩაუტარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა.  მომხდარს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კაპიტონ ჟორჟოლიანი ადასტურებს. წყარო - imedinews.ge

ბორჯომის ხეობაში ამოვარდნილმა ქარმა ცეცხლის რამდენიმე კერა კვლავ გააქტიურდა.

ბორჯომის ხეობაში ამოვარდნილი ქარის გამო ცეცხლის რამდენიმე კერა კვლავ გააქტიურდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. "დაბნელებამდე იმუშავებს საჰაერო ტექნიკა და მაქსიმალური ინტენსივობთ მოხდება დაფიქსირებულ კერებზე წყლის დაფრქვევა. ბორჯომის ხეობაში ამოვარდნილი ქარის გამო, რამდენიმე ადგილას კვლავ გაჩნდა ცეცხლი. მინისტრებმა ზურაბ ალავიძემ და ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსთან - ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად, ვერტმფრენით დაათვალიერეს სტიქიის ზონა, დააფიქსირეს კერების ზუსტი მდებარეობა და დასახეს სამოქმედო გეგმა“, - განაცხადეს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. წყარო - imedinews.ge

დუშეთის სოფელ თვალივში 2 ჰექტარი ტყის მასივი იწვის.

ხანძარია დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალივში. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ვაჟა ჩოხელის განცხადებით, ცეცხლი დაახლოებით ორ ჰექტარ ტყის მასივზე გავრცელდა. რთული რელიეფის გამო, ადგილზე მძიმე ტექნიკა ვერ მიდის. ხანძარს 40-მდე მეხანძრე და რეინჯერი სპეციალური აღჭურვილობით ებრძვის. მათ ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება. დუშეთში ხანძარი გუშინ გაჩნდა, რომელიც დილისთვის ლოკალიზებული იყო. დღეს ქარმა ცეცხლის კერები კვლავ გააღვივა. წყარო - imedinews.ge

ხანძარი ბორჯომში, ვარკეთილსა და ატენის ხეობაში.

ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ცეცხლის ჩაქრობას ერთდროულად 7 შვეულმფრენი ცდილობს. 2 ქართული, 2 აზერბაიჯანული, 2 თურქული და მსოფლიოში ყველაზე დიდი ვერტმფრენი "Mi 26" ბელორუსიიდან. გაჩენილია ცეცხლის ახალი კერა. ჩვენს დასახმარებლად მზადყოფნაშია ევროკავშირიც. არსებობს ხანძრის განზრახ გაჩენის ვერსიაც, ვინაიდან ადგილზე ნაპოვნია ბენზინის ბიდონი. ხანძარი ვარკეთილში ლიკვიდირებულია, ცეცხლი ხმელ ბალახს მოედო. დამწვარია 7 000 კვადრატული მეტრი ფართობი. საბედნიეროდ  არავინ დაშავებულა. ხანძარი ლიკვიდირებულია ატენის ხეობაშიც (გორი).                 

შვედი ჟურნალისტის ძიებაში უთავო ქალის ცხედარი იპოვეს.

წინა სტატია დანიელმა პოლიციელებმა, ერესუნის ყურეში, იპოვეს უთავო ქალის ცხედარი, რომელიც შესაძლოა ეკუთვნოდეს შვედ ჟურნალისტს კიმ უოლს, რომელიც დანიელი გამომგონებლის წყალქვეშა ნავის ჩაძირვის შემდეგ გაუჩინარდა. ინფორმაციას ავრცელებს  BBC.   პოლიციელები აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით შეუძლებელია იმის თქმა, რომ ნაპოვნი ცხედარი უოლს ეკუთვნის, ამიტომ უნდა დაელოდონ ექსპერტიზის შედეგებს. 12 აგვისტოს , გავრცელდა ინფორმაცია 46 წლის პეტერ მედსენის დაკავების შესახებ. მისი წყალქვეშა ნავის დანიის წყლებში ჩაიძირა. მედსენი ამტკიცებდა, რომ ჩაძირვა ბალასტის ცისტერნის პრობლემამ გამოიწვია. პეტერ მედსენს ცურვის დროს თან ახლდა შვედი ჟურნალისტი ქალი, კიმ უოლი, რომელიც გამომგონებელზე სტატიას ამზადებდა.  21 აგვისტოს, მედსენმა განაცხადა, რომ ჟურნალისტი კიმ უოლი მის წყალქვეშა ნავზე ყოფნისას შემთხვევით დაიღუპა. მედსენმა აღიარა, რომ უოლის გარდაცვალების შემდეგ, ის წყალში "დაასაფლავა". სხვა დეტალები სასამართლო პროცესის შესახებ უცნობია. წყარო  - imedinews.ge

მდინარე ენგურში დაკარგული ბესიკ ხარძიანის ცხედარი იპოვეს

სვანეთში, კალა-იფარის მონაკვეთზე მდინარე ენგურში ბესიკ ხარძიანის ცხედარი იპოვეს. 1tv.ge -ს ცნობით, ცხედარს 6 აგვისტოდან ეძებდნენ.  ბესიკ ხარძიანის კუთვნილი ავტომობილი მდინარე ენგურში 6 აგვისტოს აღმოაჩინეს. იმ დღიდან მიმდინარეობდა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. ბესიკ ხარძიანი სოფელ კალას მკვიდრი იყო. imedinews.ge