ქ ალაქ დუნგუანის 21 წლის მკვიდრს, მარჯვენა თვალში მხედველობის უნარი დაეკარგა მას შემდეგ, რაც დიდი ხანი სმარტფონზე თამაშობდა. ამის შესახებ South China Morning Post -ი წერს. გამოცემის ცნობით, გოგოს 24 საათის განმავლობაში თამაში Honour of Kings არ შეუწყვეტია. საავადმყოფოში მას თვალის ბადურის დაბერების დიაგნოზი დაუსვეს. ექიმების ცნობით, ეს გადატვრითვამ გამოიწვია."როგორც წესი, დილის 6 საათზე ვდგები. ვსაუზმობ და სამსახურში მივდივარ. 4 საათზე სამსახურის შემდეგ, ღამის პირველამდე ვთამაშობ", - ჰყვება 21 წლის ჩინელი.